დედპული 2: მიმოხილვა

ფინანსური და კრიტიკული წარმატების შემდეგ, დედპულს ორი გზა ჰქონდა, დარჩენილიყო მცირე ბიუჯეტიანი, რაც მთავარი როლის შემსრულებელს, რაინ რეინოლდსის სურვილი იყო, ან  წასულიყო უფრო დიდ ბიუჯეტიან კატეგორიაში, რაც პირველი ფილმის რეჟისორის, ტიმ მილერს უნდოდა. ამ “კონფლიქტის” შემდეგ მეორე ნაწილს ახალი რეჟისორი გაუჩნდა, რამაც დაადასტურა, რომ გაიმარჯვა რაინ რეინოლდსის ხედვამ, რაც ასევე ნათელად ჩანს ფილმის ნახვის დროს.

რაღაც გაგებით ფილმი, მართლაც უფრო დიდი ჩანს, მაგრამ არც იმდენად, რომ ეს ახალ მიმართულებად ჩავთვალოთ. ჩვენ ვიღებთ ფაქტობრივად ყველა პერსონაჟს პირველი ფილმიდან, ასევე პირველი ფილმიდან მეორდება და გრძელდება ზოგი თემატური მომენტი და ხუმრობაც, თუმცა ფილმი გვაძლევს საკმარის ახალ მასალას და ახალა პერსპექტივას ამ ძველ მომენტებზე, რათა ჩვენ გავამართლოთ ამ ყველაფრის დაბრუნება და განმეორება. ალბათ ყველაზე დიდი განსხვავება პირველ დედპულთან არის ვიზუალი, მეორე ნაწილს აქვს ბევრად თბილი ფერები, როდესაც პირველი ფილმი, ვიზუალურად უფრო რუხი და ცივი იყო.

რიგით მაყურებელსაც უკვე ესმის, რომ დედპულის უმთავრესი აქცენტი არის ძალადობასთან გარეული შავი სარკასტული იუმორი და ე.წ.” მეოთხე კედლის დანგრევა”, რაც აძლევს ფილმის ავტორებს საშუალებას დასცინონ სხვა კომიქს ფილმებს, და კომიქს ფილმების მზარდი რაოდენობა მათ ამისთვის უამრავ მასალას აძლევს.  შეიძლება ითქვას, რომ დედპული არის კომიქს ფილმების ჟანრის კომედიური თანამგზავრი, ერთგვარი spoof ფილმი, თუმცა დედპულის ორივე ფილმი ბევრად ხარისხიანია ვიდრე რიგით spoof ფილმები. ეს ყველაფერი, ტექნიკურ დონეზე მაინც, დედპულს დამატებით ფუნქციას და უნიკალურობას აძლევს. ფილმს ეტყობა სერიოზული მონტაჟის ხელი, რაც მოსალოდნელი იყო,  ზოგი სცენა სასტიკად მოკლეა, სხვა კი სასტიკად გაწელილია რაც პატარა დოზით არღვევს ფილმის ბალანსს და მიმდენარეობას.

პირველისგან განსხვავებით, ახალი ფილმი, უფრო გამბედავი არის, რაც ბუნებრივია თუ წინა ფილმის მოგებას გავითვალისწინებთ. ეს პირველ რიგში, გამოიხატება ხუმრობებში, მათ უდიდესი ნაწილი შეეხება სხვა კომიქს ფილმებს, ბუნებრივია ყველა ხუმრობა ვერ გაამართლებს, თუმცა ისიც შთამბეჭდავია რაც ამართლებს, განსაკუთრებით როდესაც ჩვენ ამ ფილმს ვადარებთ მარველის სხვა “კომედიურ ფილმებს”. მაგრამ, მაინც ვიტყვი, რომ ფილმის მწერლებს თავისუფლად შეეძლოთ ბევრად უკეთესი ხუმრობების დაწერა. ფილმს აქვს უამრავი, მართლაც კრეატიულ ხუმრობა და მომენტი, განსაკუთრებით  პოსტ კრედიტებში, მაგრამ ზუსტად ამ კარგი მომენტების და ხუმრობების გამო სუსტი მომენტები უფრო ნათლად ჩანს. ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ზოგი ხუმრობა ამოღებული იყო დისნეის მოთხოვნის გამო.

რაც შეეხება პერსონაჟებს, და კონკრეტულად დედპულს, ისევ მომიწევს პირველი ფილმის განხილვიდან აზრის განმეორება.  კომიქსებში დედპული  არის როგორც საწყალი ან ე.წ. “ლუზერი” პერსონაჟი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მის რომანტიულ ცხოვრებას და მენტალურ მდგომარეობას, ფილმი ამას არ გვაჩვენებს, რაც დიდი გადახვევაა პერსონაჟის კომიქსურ საწყისებიდან, ამ ფილმში ჩვენ ვიღებთ  რომანტიულ ისტორიას,  კი ეს არის ტრაგედიით სავსე რომანტიულ ისტორია, მაგრამ მსგავსი ისტორია უფრო შეესაბამება ადამიან-ობობას ვიდრე დედპულს.

იმის მიუხედავად რომ დედპული არც  არის მუტანტი, ან კი იქს ადამიანი, მისი ფილმი, არა ნაკლები წარმატებით, აჩვენებს მუტანტების პრობლემატიკას ვიდრე სხვა ფილმი იქს ადამიანებზე. ფილმში ნათქვამიც არის, რომ იქს ადამიანები ყოველთვის იყვნენ კომენტარი უმცირესობებზე და მათ მიუღებლობაზე და დისკრიმინაციაზე ფართო საზოგადოებაში.  ფილმის მთავარი ბოროტმოქმედი არა კონკრეტული პერსონაჟია, არამედ ზუსტად ამ მიუღებლობაზე დაფუძნებული კონფლიქტია. კონფლიქტი შვილსა და მამას შორის, მხოლოდ იმიტომ რომ მისი შვილი სხვანაირია.

ზუსტად ეს აძლევს ფილმს ემოციურ წონას, რის გარშემოც ჩვენ დედპულს ახალი პრესპექტივიდან ვხედავთ, ამ თემის გარეშემო ასევე “ვხსნით”  ფილმის ახალ პერსონაჟს, კეიბლს. ფილმი   ბევრ დროს არ ხარჯავს კეიბლზე ან დომინოზე, ან კი ზოგადად ე.წ. “X Force”-ზე…. თუმცა ფილმის ტიპიდან გამომდინარე ეს  ყველაფერი მისაღებია. ფილმის ნახვისას გიჩნდება აზრი რომ დედპულს, როგორც ფრანჩაიზს, რეალურად არც ადარდებდეს Disney იყიდის 20th Century Fox-ს თუ DC Comics-ი.  ნებისმიერ გარემოება ფილმს, მხოლოდ ახალ სახუმარო მასალას მისცემს, მთავარია, რომ ფილმის მწერლები არ გაზარმაცდნენ და არ გაიმეორონ სხვა კომედიური ფილმების ბედი.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Marvel, Movies, Reviews. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.