“შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი”: მიმოხილვა

სუპერგმირული კომიქსების ჟანრის ერთერთი დამახასიათებელი ნიშანი არის საერთო სამყაროს კონცეპტი და პერსონაჟებს შორის გადაკვეთები, . “crossover”-ები, რაც ჯერ DC-ში იყო და შემდგომ უკვე Marvel-ში. მაგალითისთვის, ადამიანობობას პირველ ნომერში (Amazing Spider-Man #1), იგი ცდილობს გაწევრიანდეს ფანტასტიკურ ოთხეულში, იმის მიუხედავად რომ მარველის სამყარო მაშინ ახალი და მცირე იყო, ერთ წლის შემდეგ მარველში გამოდის ახალი გუნდური კომიქსიშურისმაძიებლები,  მაგრამ ფანტასტიკური ოთხეულის და იქს ადამიანებისაგან განსხვავებით ეს კომიქსი აერთიანებს უკვე ჩამოყალიბებულ სოლო გმირებს (ჰალკი, თორი, ენთმენი, ვასპი და რკინის კაცი). საინტერესოა, რომ ფანტასტიკური ოთხეულის და შურისმაძიებლების კომიქსების იდეა  იყო შთაგონებული დისის, იმ პერიოდში პოპულარული, კომიქსით სამართლიანობის ლიგა.  წლების შემდეგ ეს კავშირები სუპერგმირულ კომიქსებში უფრო გაძლიერდა სამყაროები კი გაფართოვდა, ზოგ შემთხვევაში აბსურდულ დონემდეც კი

ბუნებრივად კომიქსის პერსონაჟები და მათი ისტორიები ინტერესს წარმოადგენდა კინო ინდუსტრიისთვის, თუმცა სტუდიოები და ფილმების ავტორები ყოველთვის ფოკუსს ანიჭებდნენ ცალკეულ პერსონაჟებზე, რაც სავსებით ლოგიკური იყო, იმის მიუხედავდ რომ ფანები ყოველთვის ელოდნენ მინიშნებებს რომ ეს გმირები ერთ საერთო სამყაროში არიან. ამ ინდივიდუალისტურმა მიდგომამ ბევრი კარგი ფილმი მოგვცა,  პირველი სუპერმენის ფილმი, ტიმ ბარტონის ბეტმენის დუოლოგია, ნოლანის ბეტმენის ტრილოგია, სემ რეიმის პირველი ორი სპაიდერმენი და პირველ ორი იქსმენის ფილმი.

ამ უკვე ტრადიციული მიდგომის მიუხედავად, საერთო სამყაროს იდეა უფრო პოპულარული ხდებოდა, მაგრამ ყველას ესმოდა, რომ ამის განხორციელება არ იქნებოდა ადვილი, პარადოქსულად პირველი სტუდია რომელმაც გადაწყვიტა საერთო სამყაროს შექმნა იყო არა WarnerBros, რომელიც ყველა DC-ის პერსონაჟს ფლობს, არამედ Marvel Studios, სტუდიო რომელსაც არც კი ჰქონდა ყველა თავის პერსონაჟზე უფლება, მაგრამ ამან წარმატებაში ხელი არ შეუშალა, მეტიც ზუსტად ამ წარმატების გამო მარველმა შეძლო სპაიდერმენისსესხებასონისგან

მარველის კინო სამყაროს ბოლო ფილმი, “Infinity War”,  არის ერთგვარი კულმინაცია და ტესტი თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა Marvel Studios ეს ამბიციური 10 წლიანი პროექტი, რომლის მიზანი იყო მარველის კომიქს სამყაროს ეკვივალენტის შექმნა კინო ეკრანებზე.  ეს 10 წლიანი გზა უმეტესად კარგი ფილმებისაგან შედგება, რაც გარკვეულ წილად გასაოცარიც არის, თუ სხვა კომიქს ფილმებს და ფრანჩაიზების ავიღებთ,  ბუნებრივად უსასრულობის ომის მიმართ უპრეცედენტოდ დიდი მოლოდინები იყო.

უსასრულობის ომისყველაზე დიდი სიძლიერე და სისუსტეც იმაში მდგომარეობს, რომ მისი ცალკეულად აღქმა რთულია, რაც რიგითი მაყურებლისთვის და კლასიკური კინო კრიტიკოსებისთვის პრობლემატური იქნება, მაგრამ იმ ადამიანებისთვის ვინც ამ სამყაროს ევოლუციას თვალს ადევნებდა მიიღებენ სრულ სიამოვნებას იმ შედეგისგან, რაზეც ამდენი წლის მანძილზე მიდოდა მუშაობა.

ეს ფილმი გამორჩეულია, არა მხოლოდ სხვა ფილმებს შორის არამედ კი ყველა სხვა მარველის ფილმის შორის. რა თქმა უნდა, წარმატების დიდი ნაწილი იმ 10 წლიანი სამყაროს შენებას ეკუთვნის, აქედან გამომდინარე, რაღაც გაგებით არასწორი იყო ფილმის “Avengers” დარქმევა რადგან ეს ფილმი ეხება არა გუნდს არამედ მთლიან სამყაროს, თავისთავად ზომით ეს სამყარო ახლოსაც არაა მარველის კომიქსის სამყაროსთან, მაგრამ კინემატოგრაფში ეგეთი მასშტაბის სამყარო და კროსოვერი (Most Ambitious Crossover Event In History მიმის არ იყოს) მართლაც უპრეცედენტოა.

“Infinity War” ჩვენ გვაჩვენებს რომ MCU ავტორები კიმოქსის ადაპტაციას კი არ ცდილობდნენ, სადაც ავტორები კომიქს სვამენ კინოს ფორმატში, რასაც კარგად ვხედავთ ტრადიციულ კომიქს ფილმებში, არამედ Marvel studios კინოს სვამს კომიქსის ფორმატში, რაც ხდის Infinity war არა მხოლოდ ამბიციურს არამედ ასევე ყველაზეკომიქსურფილმად.

ფილმის ყველაზე ძლიერი მხარე მისი ანტოგონისტია (თუ პროტოგონისტი?) – თანოსი, ჩვენ ადვილად შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს მისი ფილმია, ის არის მარველის კინო სამყაროს არა მხოლოდ საუკეთესო ბოროტი მოქმედი არამედ ერთერთი საუკეთესო პერსონაჟი, და ამის ჩვენება მოხერხდა ერთი ფილმით, ჩვენ არც იმდენად ბევრი გავიგეთ თანოსის წარსულზე, მაგალითად მის ბავშვობაზე, რაც კომიქსებში დიდ როლს თამაშობს,  თუმცა სულ, რაღაც ერთი ფლეშბექ  სცენით და კარგად დაწერილი დიალოგით ჩვენ გავიგეთ ყველაფერი თანოსის პერსონაჟზე და მის მოტივაციაზე, აქვე აღსანიშნავია მეორე პერსონაჟი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია თანოსთანგამორა, მის გარეშე თანოსის, როგორც პერსონაჟის გახსნა შეუძლებელი იქნებოდა,  შესაბამისად მათი ურთიერთობა ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, როგორც შინაარსობრივად ასევე ემოციურად.   

ბუნებრივად, ფილმი სავსეა მოქმედებით, რაც შეიძლება ზედმეტი იყოს რიგითი მაყურებლისთვის,  ამავე დროს  ფილმი ახერხებს მისცეს ფაქტობრივად ყველა გმირს ადეკვატური დრო, თუმცა კაპიტანი ამერიკას როლი ფილმში მოულოდნელად მცირეა, რაც ალბათ ფილმის მინუსებში შეგვიძლია გავიყვანოთ, ბევრისთვის ცალკე  გამაღიზიანებლი იქნება ის ფაქტი, რომ ზოგი სცენები და ერთი “პერსონაჟი“ ტრეილერიდან, ფილმის ბოლო აქტში საერთოდ არ არის. ფილმის ტონი სერიოზულია, მაგრამ თუ ჩვენ მას ძმები რუსოების წინა ფილმებს “Winter Soldier” და “Civil War” შევადარებთ, ის აშკარად უფრო მეტ კომედიურ მომენტს შეიცავს, რაც ჩემი პირადი აზრით, არც ისე კარგად მუშაობს. როგრც თორის მესამე ფილმში ასევე აქაც ზოგი ხუმრობა ზედმეტია, მაგრამ ასევე გასაგებია რომ ფილმის ინტენსიურობის და ხანგრძლივობის გამო მათ სჭირდებათ განსატვირთი კომედიური სცენები, იმის მიუხედავად რომ მათი ნახევარი ძალითჩატანილიადა არაფერს მატებს ფილმს.

ფილმის ფინალი მოულოდნელია და ფანების ყველა წინასწარ მეტყველებას ცდება, ბევრმა ასევე შეიძლება შეადაროს ფილმის ფინალი “Watchmen”-ების დასასრულს, მსგავსებები ნაღდად ბევრია. თუმცა იმის მიუხედავად, რომ ფინალი არატრადიციული და შოკისმომგვრელი, ასევე როგორც  კარგად დაწერილი და შესრულებული, მას მაინც აქვს  პრობლემა: ძალიან რთულია დაიჯერო იმ პერსონაჟების ტრაგიკული ბედი, რომლებსაც  კიდევ 2-3 ფილმი აქვთ დაანონსებული, რაც უბრალოდ აუფასურებს ამ დასასრულს და ემოციურ სცენებს. სავარაუდოდ ნამდვილ მსხვერპლს ჩვენ  შემდეგ ფილმში დავინახავთ, რაც შეეხება სხვა მომენტებს, არ შემიძლია არ ავღნიშნო ერთი საინტერესო კამეო, არა, სტენ ლიზე არაა საუბარი, მე ვსაუბრობ პერსონაჟზე, რომლის დაბრუნებას ჩვენ  2011 წლიდან ველოდებოდით, და ეს დაბრუნება იყო შეუსრულებელი კომიქსების ჟანრის ტრადიციაში.

როგორც წინად აღვნიშნე, ფილმი რეალურად არც არის შურისმაძიებლების მესამე ნაწილი,  ის ბევრად უფრო მეტია, ეს სულ სხვა ტიპის ფილმია ვიდრე წინა ორი შურისმაძიებლები, ის ნამდვილად ამბობს ახალ სიტყვას კომიქს ფილმების ჟანრში, ამავე დროს ეს ფილმი არაა როგორც ნოლანის ბეტმენის ტრილოგია, სადაც ნოლანი იყენებდა კომქისის ელემენტებს, რათა უფრო კლასიკური სტილის ფილმი შეექმნა, არა, ამ შემთხვევაში ძმები რუსეობი და Marvel Studios იყენებს ფილმის მედიუმს, რათა დაგვანახოს რა არის აუთენთური სუპერგმირული კომიქსის კროსოვერ მოვლენა, და ამ მიდგომაში დასაფასებელია შემქმნელების უშიშრობა და გამბედაობა აიღო ამხელა რისკი, რადგან ეგეთი პროექტის შესრულება ძალიან რთულია და სახიფათო, საკმარისი შევხედოთ იგივე DC-ის კინო სამყაროს. ზუსტად ეს ხდის ამ ფილმის და ზოგადად მარველის პროექტეს დიდ მიღწევად ინდუსტრიაში.

Edited by AlexT.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Marvel, Movies, Posts, Reviews. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.