Marvel-ის ახალი სერიალი ABC-ზე

Variety მიხედვით ABC Television Network-მა საბოლოოდ გადაწყვიტა Marvel-ის ახალი სერიალის პილოტის შეკვეთა, როგორც ირკვევა, ეს იქნება სერიალ “Agents of S.H.I.E.L.D”. სპინ-ოფი სახელად “Marvel’s Most Wanted”. სერიალის მთავარი გმირი იქნება, შილდის აგენტებიდან ცნობილი, ბობი მორსი (Bobby Morse) ასევე ცნობილი როგორც ჯაფარა “Mockingbird”, ედრიანი პალიკის (Adrianne Palicki) შესრულებით, აგრეთვე სერიალში მონაწილეობის მიიღებს ლენს ჰანტერი (Lance Hunter) ნიკ ბლადის (Nick Blood) შესრულებით. და როგორც მიხვდით სერიალი ბობის და ჰანტერის ისტორიის გაგრძელება იქნება. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის გამოვა ან როგორ წარადგენენ ამ სერიალს.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Marvel, TV. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.