ქალი-ობობას ახალი კომიქსი?

საიტ Bleeding Cool-ის წყაროს მიხედვით ქალი-ობობა (Spider-Woman) მალე მიიღებს თავის საკუთარ კომიქს სერიას (ან კი უფრო სწორად მინი-სერიას), რაც არ არი გასაკვირი თუ მომავალ Spider-Verse მოვლენას გავითვალისწინებთ, რომელშიც ყველა ობობების ოჯახის პერსონაჟი მონაწილეობას მიიღებს. წყაროს მიხედვით კომიქსის მხატვარი დანამდვილებით გრეგ ლენდი (Greg Land) იქნება და კომიქსის მწერალი დიდი ალბათობით დენის ჰოპლესი (Dennis Hopeless), აგრეთვე ნაკლებად შესაძლებელია მაგრამ მაინც მოიაზრება მწერალი კალენ ბანი (Cullen Bunn).

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *