All-Star Superman

SPOILERS AHEAD 

All Star Superman  (მწერალი: გრანტ მორისონი, მხატვარი ფრენკ ქუატლი) არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომიქსი რაც სუპერმენზე დაწერილა. მოქმედი გმირების ფართო სპექტრი, ჩამთრევი სიუჟეტი, მშვენიერი დასურათება სწორედ ის მიზეზებია რატომაც გირჩევთ ამ 12 თავიანი კომიქსის წაკითხვას. სუპერმენი მანამდეც ,,მომკვდარა’’ 1992 წელს გამოსულ კომიქსში, მარა შემდგომ აღმოჩნდა, რომ მკვდარი სულაც არ იყო და კომის მსგავს მდგომარეობაში იმყოფებოდა.

აქ ვხვდებით Lex Luthor-ს, რომელმაც საკმაოდ ჭკვიანურად დაგეგმა თუ როგორ მოეკლა სუპერმენი. სუპერმენი შეიტყუეს ე.წ მზის მისიაში მეცნიერებთან ერთად, რომელიც მზის მახლობლად მუშაობდნენ. საბოლოოდ გათვლა გაკეთდა იმაზე, რომ რადიაციულ დასხივებას მიიღებდა და ნელ-ნელა დაიბრიდებოდა. ჩვეულებრივ შემთხვევაში სუპერმენის უჯრედებს რადიაციისთვის უნდა გაეძლო და მეტიც, ახალი ძალა უნდა შეეძინა. მაგრამ მოხდა პირიქით, უჯრედებმა კვდომა დაიწყო. მოკლედ თვეების სიცოცხლე აქვს დარჩენილი. მსოფლიოს კარგავს უდიდეს გმირს, რომელიც თავის მხრივ კარგავს საყვარელ ქალს. მაგრამ ის მაინც არ ნებდება და იწყებს გამოსავლის ძიებას.

თუ ვინმეს აინტერესებს სუპერმენის ნამდვილი ბუნება და თვისებები ალბათ ამ მოკლე კომიქსში იდეალურად არის აღწერილი. სიკვდილის პირას მყოფი გმირი მაინც არ ნებდება ბედისწერას, აგრძელებს სიმართლისთვის და სამართლიანობისთვის ბრძოლას. სწორედ ეს არის ის თვისებები, რომლითაც ,,ყველაზე საყვარელი უცხოპლანეტელი“ არის აღჭურვილი და მის წარმოჩენას მორისონი შესანიშნავად ახდენს.

მოკლედ გირჩევთ წაიკითხოთ!

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *