
ბეინი (The Bane) არის გამოგონებული ანტი-გმირი DC კომიქსებში, შექმნილი Chuck Dixon, Doug Moench და Graham Nolan-ს მიერ. პირველად გამოჩნდა კომიქსში Batman: Vengeance of Bane #1 (1993 წლის იანვარი) ის გვევლინება ბეტმენის მტრად რომელიც ავლენს როგორც დიდ ფიზიკურ ძალას ასევე გონებრივსაც. IGN-ს გამოკითხვაში “ტოპ 100 ანტი-გმირი კომიქსების ისტორიაში” ბეინმა 34 ადგილი დაიკავა. მის ბრწყინვალე გონებაზე Ra’s al Ghul-მა (ეს არის ადამიანი რომელიც დაახლოებით 6 საკუნეა უკვე ცოცხლობს) აღნიშნა რომ: “ბეინის გონება უტოლდება უდიდეს გონებას რაც ჩვენთვის ცნობილია”-ო. დაიბადა კარიბის რესპუბლიკაში. იჯდა ციხეში რომელსაც ეძახდნენ Peña Dura-ს რაც ნიშნავს Hard Rock-ს მამამისი Edmund Dorrance იყო რევოლუციონერი. როგორც შემდეგ მთავრობამ ჩათვალა შეიძლებოდა ბეინიც მამამისი კვალს გაჰყოლოდა ამიტომ ბავშვობა და ახალგაზრდობა ციხის საკანში გაატარებინეს სადაც არაფერი არ ქონდა ერთი სათამაშო დათვის გარდა რომელსაც Osito დაარქვა (ესპანურად პატარა დათვს ნიშნავს) ამ მძიმე წლებმა მას საკმაოდ ბევრი რამ ასწავლა რაც შემდეგში ეხმარება კრიმინალური სამყაროს სათავეში ყოფნაში. ციხეში ყოფნის დროს მან საფუძვლიანად შეისწავლა მეცნიერების სხვადასხვა დარგები, ლაპარაკობს 6 აქტიურ ენაზე ასევე 1 მკვდარ და 1 საიდუმლო ენებზეც, ასევე მას აქვს ფოტოგრაფიული მეხსიერება. მან სულ რაღაც ერთ წელში მოახერხა და გაიგო ბეტმენის ვინაობა რასაც ბეტმენი თითქმის იდეალურად მალავდა. ფიზიკურად ძლიერდება ხსნარით რომელიც პირდაპირ მის ტვინში შედის და მისი მიღება სჭირდება ყოველ 12 საათში ერთხელ. და კიდევ ერთი ის ცნობილია როგორც “The Man who Broke the Bat”.
-
ბოლო ჩანაწერები
არქივი
- აგვისტო 2023
- ოქტომბერი 2022
- სექტემბერი 2022
- აპრილი 2022
- სექტემბერი 2021
- მაისი 2020
- მაისი 2019
- მარტი 2019
- დეკემბერი 2018
- ნოემბერი 2018
- ოქტომბერი 2018
- აგვისტო 2018
- ივნისი 2018
- მაისი 2018
- მარტი 2018
- იანვარი 2018
- დეკემბერი 2017
- ნოემბერი 2017
- სექტემბერი 2017
- ივლისი 2017
- ივნისი 2017
- მაისი 2017
- მარტი 2017
- თებერვალი 2017
- დეკემბერი 2016
- ნოემბერი 2016
- სექტემბერი 2016
- აგვისტო 2016
- ივლისი 2016
- ივნისი 2016
- მაისი 2016
- აპრილი 2016
- მარტი 2016
- თებერვალი 2016
- იანვარი 2016
- დეკემბერი 2015
- ნოემბერი 2015
- ივნისი 2015
- აპრილი 2015
- თებერვალი 2015
- იანვარი 2015
- დეკემბერი 2014
- ნოემბერი 2014
- ოქტომბერი 2014
- სექტემბერი 2014
- აგვისტო 2014
- ივლისი 2014
- ივნისი 2014
კატეგორიები
მეტა














ტელე-სერიალ კონსტანტინეს (Constantine) ტრეილერში დოქტორ ფეიტის (Dr. Fate) ჩაფხუტი გამოჩნდა, დოქტორ ფეიტი არი DC სამყაროს ცნობილი ოკულტური გმირი. სერიალის პრემიერი ტელეარხ NBC’ზე ოქტომბრის ბოლოს შედგება.



მაგნეტო ძლიერი მუტანტია, რომელსაც შეუძლია ელექტრომაგნიტური
თავდაპირველად მას შეეძლო მხოლოდ ორვალენტიანი რკინის შემცველი მეტალების მართვა მაგრამ შემდეგ მისი ძალები საგრძნობლად გაიზარდა მაგალითად ახლა შეუძლია ასწიოს 30, 000 ტონის სიმძიმე თუმცა ბოლომდე რა მასით შეუძლია მანიპულირება დადგენილი არ არის. მისი ძალები საგრძნობლად ფართოვდება სუბატომურ ველებში. ის საკმაოდ ჭკვიანურად იყენებს ამ ძალას და რამოდენიმე საკმაოდ ეფექტურ გამოყენებას უძებნის მაგალითად: მას შეუძლია ფრენა თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ორიგინალ დასაწყისში ის “დაფრინავდა” იმ მეთოდით რომ მეტალის მინერალებს და დედამიწის მაგნიტურ ველს განიზიდავდა სხეულით ხოლო შემდგომ გამოცემებში მან ჩაიცვა კოსტუმი რომელიც შეიცავდა მეტალის მოლეკულებს და შესაბამისად მისი ფრენის “ტექნიკაც” გამარტივდა.
შეუძლია ასევე საკუთარ სხეულში ელექტრო-მაგნიტური ველის გატარებით გაიზარდოს გამძლეობა, შეუძლია წარმოქმნას ძალიან ძლიერი ელექტრომაგნიტური ტალღა რომლის მანიპულირებასაც ფოტონების დონემდე ახდენს, შეუძლი გახდეს უხილავი ანუ დამალოს საკუთარი თავი ხილული სინათლის საკუთარი სხეულის გარშემო “დაგრეხვით”, ასევე მან აჩვენა თავის შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინოს მეტალზე სუბატომურ დონეზეც კი!!! მაგრამ როგორც ჩანს ეს პროცედურა საკმაოდ დიდ ძალებს მოითხოვს მისგან და ძნელია მისთვის ამის გაკეთება ამიტომ ძალიან იშვიათად იყენებს ამ ძალას. შეუძლია კიდევ ძალიან ბევრი რამ ამაზე რომ გავაგრძელოთ საუაბრი ალბათ ძალიან დიდი სტატია გამოვა :)))
ერთს დავამატებ უბრალოდ ყველაზე ნაკლებად დაცულია ტელეპატებისგან ამიტომ ის ატარებს სპეციალურ შლემს რომელიც მას იცავს. შემდეგ ის მედიტაციის გზით უკვე სწავლობს თავდაცვას ტელეპატებისგან შლემის გარეშეც კი (ზუსტად ემა ფროსტის წინ იდგა მაგრამ ემამ მაინც ვერ წაიკითხა მისი აზრები) და ბოლოს 2008 წლის მაისში, გაზეთ Wizard-ის ყველა დროის 200 საუკეთესო კომიქსის პერსონაჟს შორის მაგნეტომ მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო IGN-ის ყველა დროის 100 საუკეთესო სუპერბოროტმოქმედს შორის კი პირველი.