ჯეისონ მომოა ოფიციალურად აკვამენია

Variety-ის მიხედვით ირკვევა რომ ჯეისონ მომოა (Jason Momoa) აკვამენის (Aquaman) როლს უკვე ოფიციალურად შეასრულებს ფილმში “Batman V Superman: Dawn of Justice”, ამის შესახებ ძლიერი ჭორები ბოლო სამი თვე დადიოდა. მაგრამ ოფიციალურად დადასტურდა მხოლოდ დღეს. სავარაუდოთ ფილმში აკვამენს მცირე როლი ან კემეო ერგება, და უკვე შემდგომ ის გამოჩნდება უფრო დიდი როლით დაგეგმილ სამართლიანობის ლიგის (Justice League) ფილმში.

“ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლის განთიადი” (Batman v Superman: Dawn of Justice) მონაწილეობენ: ჰენრი ქევილი (Henry Cavill), ბენ აფლეკი (Ben Affleck), გალ გადოთი (Gal Gadot), ემი ადამსი (Amy Adams), ჯესი აიზენბერგი (Jesse Eisenberg), ჯერემი აირონსი (Jeremy Irons), ლორენს ფიშბერნი (Laurence Fishburne) და დაიანა ლეინი (Diane Lane). ფილმის რეჟისორი ზაკ სნადიერი (Zack Snyder), კინოთეატრებში 2016 წლის მარტიდან.

კატეგორია: BatmanVSuperman, Comics, DC | კომენტარის დამატება

შავი კატას ფილმი 2017?


Deadline-ის მიერ ვრცელდება ინფორმაცია რომ Sony განიხილავს ადამიანი-ობიბას კიდევ ერთ სპინ-ოფ (spin-off) ფილმს 2017 წლისთვის, რომელშიც მთავარი გმირი ქალი იქნება, მართალია ჯერ არ არი დასახელებული კონკრეტულად რომელი პერსონაჟი იქნება ეს, მაგრამ დიდი ალბათობით ეს შავი კატა (Black Cat) შეიძლება იყოს, რადგან “ფელიცია” ფელისტი ჯონსის (Felicity Jones) შესრულებით უკვე გამოჩნდა Amazing Spider-Man 2-ში, თუმცა სხვა ვარიანტებიც არ არი გამორიცხული, რადგან Sony-ის უფლებები გააჩნია კიდევ: ქალ ობობაზე (Spider-Woman), გოგო ობობაზე (Spider-Girl) და ვერცხლის სიასამურზე (Silver Sable). Deadline მიხედვით აგრეთვე ცნობილია რომ ფილმის სცენარს დაწერს ლიზა ჯოი ნოლანი (Lisa Joy Nolan), პროდიუსერები კი ტრადიციულად ავი არადი (Avi Arad) და მეთ ტოლმაქი (Matt Tolmach) იქნებიან. შეგახსენებთ რომ მანამდე Sony-იმ ადამიანი ობობას პირველი სპინ ოფის “ბოროტი ექვსეულის” (Sinister Six) თარიღი დაასახელა (2016 წლის 11 ნოემბერი) და “წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა 3” 2018-ში გადაიტანა.

კატეგორია: Comics, Movies, Posts, Spider-Man | კომენტარის დამატება

Deadpool ფილმის სატესტო კადრები

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა გაჟონილი დედპულის (Deadpool) ფილმის სატესტო კადრები:

ამ სატესტო კადრებზე ჯერ კიდო 2011-დან დაიწყო ლაპარაკი როდესაც გაირკვა რომ რაინ რეინოლდსი (Ryan Reynolds) დედპულის motion capture’ზე და გახმოვანებაზე მუშაობდა, ამაზე აგრეთვე 2012-ში დედპულის თანა-შემქმნელი რობ ლაიფელდიც საუბრობდა, ეს კლიპი დედაპულის მაშინდელი რეჟისორის ტიმ მილერის (Tim Miller) და მისი ვიზუალური ეფექტების სტუდიის “Blur Studio” მიერ არი გაკეთებული. მართალია მთლიანი კლიპი კომპიუტერული გრაფიკისგან შედგება მასში რაინ რეინოლდსის გამოცნობა ადვილია. ამ დროისთვის FOX ჯერ კიდო დუმს ამ ფილმის შესახებ, სავარაუდოთ ერთ ერთი მიზეზია ფილმის R რეიტინგი.

კატეგორია: Comics, Movies, Posts | კომენტარის დამატება

Batman V Superman: Dawn of Justice – ტიზერი

სან დიეგოს კომიქს კონზე Batman V. Superman პანელზე იყო ნაჩვენები ფილმის პირველი მოკლე ტიზერი.

ამის გარდა პანელზე მოვიდნენ მთავარი როლის შემსრულებლები ბეტმენი – ბენ აფლეკი (Ben Affleck), სუპერმენი – ჰენრი ქევილი (Henry Cavill) და ვონდერ ვუმანი – გალ გადოთი (Gal Gadot), აგრეთვე აჩვენეს ვონდერ ვუმანის პირველი ფოტო მის კოსტუმში.

“ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლის განთიადი” (Batman v Superman, Dawn of Justice) მონაწილეობენ: ჰენრი ქევილი (Henry Cavill), ბენ აფლეკი (Ben Affleck), გალ გადოთი (Gal Gadot), ემი ადამსი (Amy Adams), ჯესი აიზენბერგი (Jesse Eisenberg), ჯერემი აირონსი (Jeremy Irons), ლორენს ფიშბერნი (Laurence Fishburne) და დაიანა ლეინი (Diane Lane). ფილმის რეჟისორი ზაკ სნადიერი (Zack Snyder), კინოთეატრებში 2016 წლის მაისიდან.

კატეგორია: BatmanVSuperman, Comics, DC, Movies | კომენტარის დამატება

გალაქტიკის მცველები 2 – 2017 წელს.

გალაქტიკის მცველები (Guardians of the Galaxy) ჯერ არ გამოსულან ფართო ეკრანებზე მაგრამ უკვე ცნობილია როდის გამოვა ფილმის გაგრძელება, სან დიეგოს კომიქს-კონზე  გახდა ცნობილი რომ ფილმის მეორე ნაწილი 2017 წლის 28 ივლისს გამოვა. თუმცა მანამდეც კი იყო ცნობილი რომ სიკველი იგეგმებოდა რომლესაც ისევე დაწერდა და გადაიღებდა ჯეიმს განი (James Gunn) , და იმის გათვალისწინებით რომ ფილმს უკვე ძალიან ძლიერ კრიტიკული შეფასება აქვს, ეს სულაც არ არი გასაკვირი. სამწუხაროდ ეს იყო ერთად ერთი ფილმის ანონსი მარველის პანლზე, რაც შეკითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს თუ რა ფილმები გამოვლენ სხვა 7 დასახელებულ თარიღებში.

ფილმების გარდა, გალაქტიკის მცველები თავის ანიმაციურ სერიალსაც მიიღებენ Disney XD-ზე, კომიქს კონზე იყო ნაჩვენები ამ სერიალის მოკლე კლიპი რომელშიც რაკეტა ენოტი მანაწილებდა, ამის გარდა მცველები სხვა მარველის ანიმაციურ სერიალებშიც გამოჩნდებიან, როგორიცაა “Ultimate Spider-Man,” “Hulk and the Agents of S.M.A.S.H.,” და “Avengers Assemble.”

მარველის “გალაქტიკის მცველებში” (Guardians of the Galaxy) მთავარ როლებში მონაწილეობენ: ქრის პრატი (Chris Pratt), ზოი სალდანა (Zoe Saldana), დეივ ბატისტა (Dave Bautista). აგრეთვე ვინ დიზელი (Vin Diesel) რომელიც ახმოვანებს გრუტს (Groot) და ბრედლი კუპერი (Bradley Cooper) რომელიც ახმოვანებს რაკეტა ენოტს (Rocket Raccoon). ფილმის რეჟისორი ჯეიმს განი (James Gunn).  კინოთეატრებში 2014 წლის 31 ივლისიდან. 

 

კატეგორია: Comics, Movies, Posts | კომენტარის დამატება

DC-ს ახალი ანიმაციერი ფილმები

კომიქს კონზე, Batman: Assault on Arkham (ბეტმენი: არქჰემზე თავდასხმა) პანელზე, იყო ანონსირებული DC-ს 2015 წლის ახალი ანიმაციურ ფილმები, მათ შორის არი: Batman Vs. Robin, რომელიც დაფუძნებული იქნება სკოტ სნაინდერის (Scott Snyder) ბეტმენის კომიქსის სიუჟეტზე “The Court Of Owls”,  ფილმი შემდეგ ზაფხულს გამოვა. მეორე ანონსი კი იყო Justice League: Gods Of Monsters, ეს იქნება სრულიად ორიგინალური ისტორია რომელსაც დაწერს და გადაიღებს, DC-ს ანიმაციური სამყაროს “მამა”, თვით ბატონი ბრუს ტიმი (Bruce Timm), ეს ფილმი 2015 წლის ბოლომდე უნდა გამოვიდეს. რაც შეეხება Batman: Assault on Arkham ის, სულ მალე, 29 ივლისიდან გამოვა.

კატეგორია: Animation, Comics, DC | კომენტარის დამატება

Sinister Six და Amazing Spider-Man 3 გამოსვლის თარიღები

Sony გაამხილა თავისი გეგმები ობაბას ფილმებთან დაკავშირებით, ესე 2016 წლის 11 ნოერმბერს გამოვა “ბოროტი ექვსეულის” (Sinister six) ფილმი, და პროდუსირებული იქნება ავი არადის (Avi Arad) და მეთ თოლმაკის (Matt Tolmach) მიერ, რაც შეეხება მესამე “წარმოუდგენელი ადამიანი-ობობა” ის 2018-ში გადაიტანეს.

კატეგორია: Comics, Movies, Posts, Spider-Man | კომენტარის დამატება

Fight Club 2 კომიქსი იქნება.

ჩაკ პალანიკის (Chuck Palahniuk) საკულტო წიგნი “მებრძოლთა კლუბი” (და შეიძლება კიდო უფრო საკულტო ფილმი), მალე გაგრძელებას მიიღებს, ავტორის თქმით თავიდან ის ამას წიგნების სერიაში გეგმავდა, მაგრამ მეთ ფრაკშენის რჩევის მერე პალანიკმა კომიქსის ფორმატი არჩია. სერიას 2015 წლის აპრილიდან Dark Horse გამოუშვებს, გეგმის მიხედვით გამოვა 10 ნომერი,  პალანიკის ისტორიას დახატავს კემერონ სტუარტი (Cameron Stewart), ყდებს კი დევიდ მაკი (David Mack) შეასრულებს. კომიქსი განაგრძობს უსახელო მთხრობელის ისტორიას და ამ ჯერად გვაჩვენებს თუ როგორ ის იმედს იცრუებს თავის 9 წლის შვილს, ზუსტად ისევე როგორც მამამისი იცრუებდა მას. სერიაში აგრეთვე დაბრუნდებიან მარლა სინგერი (Marla Singer) და თავისთავად ტაილერ დარდენი (Tyler Durden).

კატეგორია: Comics | კომენტარის დამატება

“შურისმაძიებლები: ალტრონის ხანა” პირველი სურათები

Entertainment Weekly გამოაქვეყნა მომავალი ფილმის “შურისმაძიებლები: ალტრონის ხანა” (Avengers: Age of Ultron) პირველი ექსკლუზიური სურათები და აგრეთვე ფილმის სინოპსისი:

“კარგი ეს თუ ცუდი (ნაღდათ ცუდი) ტონი სტარკმა დასახა გეგმა რომლის მიხედვით მას მეტი არ დაჭირდება რკინის კაცის ჯავშანის გამოყენება და ამავე დროს ამ გეგმით ის დაეხმარება თავის თანაგუნდელ შურისმაძიებლებს, ეს გეგმაა – ალტრონი, ისაა თვით ცნობიერი ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი რომელსაც სწავლის და გაუჯობესების უნარი აქვს, მისი მთავარი პროგრამაა შეებრძოლოს ყველა საფრთხეს და ამისთვის კიდეც დრონების არმია გააჩნია. პრობლემა კი იმაშია რომ ალტრონი ერთ დღეს გააცნობიერებს რომ ერთად ერთი გზა კაცოებრიობის გადასარჩენად არი მისი სრული განადგურება, კიდო უფრო დიდი პრობლემაა იმაში რომ ალტრონი არა უბრალოდ რობოტი ის  პირველ რიგში პროგრამა, რომელიც ყოველი ჯერით უკეთესი და დაუმრცხბელი ხდება.”

კატეგორია: Comics | კომენტარის დამატება

DMZ – დემილიტარიზებული კომიქსი

An inside look at a war without end…

DMZ ანუ დემილიტარიზებული ზონა არის 72 ნომრიანი კომიქსი, რომელიც შექმნა ბრაინ ვუდმა (Brian Wood) და რიკარდო ბურჩიელიმ (Riccardo Burchielli). უნდა ითქვას ისიც, რომ ვუდი მუშაობდა არა მარტო სიუჟეტზე, არამედ აგრეთვე ყდებსაც თვითონ ასრულებდა. სიუჟეტი შეეხება მანჰეტენის ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც ამერიკის მეორე სამოქალაქო ომის შემდეგ სასაზღვრო ზონად იქცა შეერთებულ შტატებსა და თავისუფალ შტატებს შორის.

ცხადია, ქვემოთ შეხვდებით ე.წ. სპოილერებს, ამიტომ ვინც აპირებს ამ მშვენიერი კომიქსის წაკითხვას, ვურჩევ რომ წაკითხვისგან თავი შეიკავოს. შევეცდებით განხილვისას მივყვეთ იმ თანმიმდევრობებს რომელიც კომიქსშია მოცემული და ცალკ-ცალკე გამოვყოთ ყოველი შემადგენელი სიუჟეტი.

დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics | კომენტარის დამატება