Magneto: The dude who was right


Magneto (დაბადების სახელი Max Eisenhardt ასევე ცნობილია როგორც Magnus და Erik Lehnsherr ან Lensherr) არის გამოგონებული ანტი-გმირი მარველის კომიქსებში. ის არის მთავარი ბოროტი ძალა როგორც სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში ასევე კომიქსებში. პირველად გამოჩნდა კომიქსში X-Men #1 (Sept. 1963) და შექმნეს მწერალმა Stan Lee და მხატვარმა Jack Kirby.

მაგნეტო ძლიერი მუტანტია, რომელსაც შეუძლია ელექტრომაგნიტური ძალების წარმოქმნა და კონტროლი. მას შეუძლია დედამიწის მაგნიტური ველით მანიპულირება. გამოჩენის დღიდან იგი იქს-ადამიანების უმთავრესი მტერია. ადრეულ წლებში, მისი მოტივები გამომდინარეობდა მუტანტისთვის დამახასიათებელი მეგალომანიიდან, თუმცაღა შემდგომ ნომრებში მწერლებმა მისი პიროვნება უკეთ გააცნეს მკითხველს. მაგნეტო ებრაელი პატიმარია, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა. იგი ცდილობს დაიცვას მუტანტების რასა და მსგავს ბედისწერას გადაარჩინოს. მისი როლი კომიქსებში იცვლება სუპერბოროტმოქმედიდან – სუპერგმირამდე.

თავდაპირველად მას შეეძლო მხოლოდ ორვალენტიანი რკინის შემცველი მეტალების მართვა მაგრამ შემდეგ მისი ძალები საგრძნობლად გაიზარდა მაგალითად ახლა შეუძლია ასწიოს 30, 000 ტონის სიმძიმე თუმცა ბოლომდე რა მასით შეუძლია მანიპულირება დადგენილი არ არის. მისი ძალები საგრძნობლად ფართოვდება სუბატომურ ველებში. ის საკმაოდ ჭკვიანურად იყენებს ამ ძალას და რამოდენიმე საკმაოდ ეფექტურ გამოყენებას უძებნის მაგალითად: მას შეუძლია ფრენა თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ორიგინალ დასაწყისში ის “დაფრინავდა” იმ მეთოდით რომ მეტალის მინერალებს და დედამიწის მაგნიტურ ველს განიზიდავდა სხეულით ხოლო შემდგომ გამოცემებში მან ჩაიცვა კოსტუმი რომელიც შეიცავდა მეტალის მოლეკულებს და შესაბამისად მისი ფრენის “ტექნიკაც” გამარტივდა.

შეუძლია ასევე საკუთარ სხეულში ელექტრო-მაგნიტური ველის გატარებით გაიზარდოს გამძლეობა, შეუძლია წარმოქმნას ძალიან ძლიერი ელექტრომაგნიტური ტალღა რომლის მანიპულირებასაც ფოტონების დონემდე ახდენს, შეუძლი გახდეს უხილავი ანუ დამალოს საკუთარი თავი ხილული სინათლის საკუთარი სხეულის გარშემო “დაგრეხვით”, ასევე მან აჩვენა თავის შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინოს მეტალზე სუბატომურ დონეზეც კი!!! მაგრამ როგორც ჩანს ეს პროცედურა საკმაოდ დიდ ძალებს მოითხოვს მისგან და ძნელია მისთვის ამის გაკეთება ამიტომ ძალიან იშვიათად იყენებს ამ ძალას. შეუძლია კიდევ ძალიან ბევრი რამ ამაზე რომ გავაგრძელოთ საუაბრი ალბათ ძალიან დიდი სტატია გამოვა :)))

ერთს დავამატებ უბრალოდ ყველაზე ნაკლებად დაცულია ტელეპატებისგან ამიტომ ის ატარებს სპეციალურ შლემს რომელიც მას იცავს. შემდეგ ის მედიტაციის გზით უკვე სწავლობს თავდაცვას ტელეპატებისგან შლემის გარეშეც კი (ზუსტად ემა ფროსტის წინ იდგა მაგრამ ემამ მაინც ვერ წაიკითხა მისი აზრები) და ბოლოს 2008 წლის მაისში, გაზეთ Wizard-ის ყველა დროის 200 საუკეთესო კომიქსის პერსონაჟს შორის მაგნეტომ მე-17 ადგილი დაიკავა, ხოლო IGN-ის ყველა დროის 100 საუკეთესო სუპერბოროტმოქმედს შორის კი პირველი.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *