Cartoon Network-მა დაანონსა სამართლიანობის ლიგის ახალი ანიმაციური სერიალი (Justice League Action), ამასთან ერთად გამოჩნდა პირველი პრომო არტი. ლიგის ახალი სერიალი ახლოს იქნება Teen Titans GO!-ს 11 წუთიან ფორმატთან.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ბეტმენს გაახმოვანებს (უკვე ამ საქმეში ვეტერანი) კევინ კონროი (Kevin Conroy), ჯოკერს (არა ნაკლები ვეტერანი) კი- თვით ბატონი მარკ “მუნჯი სკაიუოკერი” ჰემილი (Mark Hamill), თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ როდის ვიხილავთ ახალ ლიგას ტელეეკრანებზე.