მორბიუსი პირველად 1977 წელს გამოჩნდა, რაც უკავშირდებოდა კომიქსის კოდის ლიბერალიზაციას.წარსულში ა.შ.შ-ის სახელმწიფომ კომიქს ინდუსტრიას რეგულაციები დაუწესა, ამის მიზეზი წიგნი “Seduction of the innocent” იყო, რომელიც აპელირებდა იმის შესახებ, რომ კომიქსები ემსახურებოდნენ ბავშვების გარყვნას.
მაგალითად, წიგნი ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ბეტმენი და რობინი ჰომოსექსუალობას უწევდნენ პროპაგანდას, თუმცა ასეთი უსაფუძვლო ბრალდებების გარდა არსებობს უფრო მეტად კონკრეტულებიც, როგორიცაა მაგლითად კომიქსებში ნორმად ქცეული ძალადობა და მკვლელობა, თავის მოკვეთა, სიკვდილით დასჯა და ა.შ. ზუსტად ერთ-ერთი კომიქსის ყდა, რომელზეც გამოსახული იყო მოკვეთილი თავი, გახდა ამერიკის კონგრესის სხდომის მთავარი ობიექტი, რამაც ადვილი გახადა კომიქსების დემონიზირება და შესაბამისად შეიქმნა ე.წ. კომიქსკოდი, რომელიც არეგულირებდა კომიქსში წამოჭრილ თემებს. სწორედ, ამ კოდმა აკრძალა ვამპირები და სხვა ჰორორის ჟანრის გმირები. ეს ყველაფერი მხოლოდ 1977 წელს შეიცვალა. ვამპირებს უკვე შეეძლოთ კომიქსებში გამოჩენა, მარველმა კი მორბიუსი წარადგინა.
თავდაპირველად, The Amazing Spider-Man-ის იმ დროინდელ მწერალს სურდა დრაკულას პერსონაჟის გამოყენება, სტენ ლის კი, უფრო ტრადიციული ბოროტმოქმედის შექმნა სურდა. საბოლოოდ, ისინი შეჯერდნენ კომპრომისზე, რომელიც იყო მორბიუსი, ე.წ. ცოცხალი ვამპირი.ის მეცნიერების მიერ შექმნილი ანუ მუტირებული ვამპირი იყო, შესაბამისად, მას არც მზის და არც სხვა ტრადიციული იარაღის ეშინოდა, რომელსაც ტრადიციული ვამპირების წინააღმდეგ იყენებდნენ.მორბიუსი ადამიანი ობობას გადაეყარა იმ პერიოდში, როდესაც პიტერ პარკერს გადაწყვეტილი ჰქონდა გმირობისთის თავის დანებება და ამისათვის მის მიერ შექმნილი სპეციალური ქიმიური ხსნარი მიიღო, რათა საკუთარი ძალები დაეხშო, თუმცა ამ ნივთიერებმამ პირიქით ხელი შეუწყო პიტერის მუტაციას, რის შედეგადაც პიტერს დამატებითი ორი წყვილი ხელი განუვითარდა. მსგავსი შემთხვევა 90-იანი წლების ანიმაციაშიც იყო ადაპტირებული, თუმცა მანდ გამომწვევი ფაქტორი ბუნებრივი მუტაცია იყო.
ზუსტად ამ რთულ პერიოდში გამოჩნდა მორბიუსი, წარმომავლობით ევროპული ქვეყნიდან, რომელიც თავდაპირველად ზუსტად არ არის დასახელებული, თუმცა მოგვიანებით გაკრვება რომ მისი ქვეყანა საბრძნეთია. მაიკლ მორბიუსი არის ნობელის ლაურეატი მეცნიერი, რომელიც სისხლის იშვიათი დაავადებით იტანჯება. მან საკუთარი თავის განკურნება ღამურის დნმ-ის გამოყენებით სცადა, თუმცა ექსპერიმენტი სხვაგვარად წარიმართება და ის გადაიქცევა “ვამპირად”.როგორც ყველა ტრადიციულ ვამპირს, მორბიუსსაც საარსებოდ სჭირდება სისხლის სმა. ამ ცვლილებამ მას განსაკუთრებული სიძლიერე და ფრენის უნარი შემატა, მაგრამ მზის შუქი მას დიდად არ ვნებს, როგორც ეს მითოსურ ვამპირებს სჩვევიათ, თუმცა ისევე, როგორც ღამურას, მასაც აქვს გარკვეული დისკომფორტი სინათლეზე.
სხვა ვამპირებისგან განსხვავებით, მორბიუსის კბენა არ იწვევს მომენტალურ სიკვდილს და განკურნებადიცაა ანტოდოტის მეშვეობით, რომელიც თვით მორბიუსის სისხლის გამოყენებით მზადდება.იმის მიუხედავად, რომ მორბიუსი პირველად გამოჩენისას ბოროტმოქმედად მოგვევლინა, ის ნელ-ნელა გარდაიქმნა ანტი გმირად.მრავალი მცდელობის მიუხედავად, მისი ყველა განკურნების მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. ვამპირიზმი და ადამიანის სისხლის დაუოკებელი წყურვილი კი მისი პეროსნაჟის შიდა კონფლიქტის მთავარი ელემენტი გახდა.
კომიქსებში ნაჩვენებია ერთი მომენტი, როდესაც ის ადამიან-ობობასა და კურტ კონორს იგივე ლიზარდს გადააწყდება. ჩხუბისას მორბიუსი ლიზარდს კბენს, რაც გამოიწვევს მის ადამიანად ტრანფორმაციას, თუმცა, არა სრულებით. ეს ფაქტი კი პიტერის დააფქირებს, რადგან ამ დროს პიტერი იტანჯებოდა ზემოთხსენებული მუტაციით გამოწვეული გვერდითი მოვლენებისაგან, მისი მუტაცია კი მხოლოდ ვითარდებოდა, ზუსტად ამიტომ ეს ფაქტი მისცემს პიტერს იმედს, რომ მორბიუსის სისხლი შეიძლება იყოს თავისი მუტაციისაგან განკურნების საშუალება, რაც ისტორიის ბოლოს სიმართლე აღმოჩნდა. მოგვიანებით მორბიუსი განკურნებას შეძლებს. ირონიულად, ეს ხდება ადამიანი ობობას სისხლის მეშვეობით, თუმცა ადამიანური ფორმის დაბრუნების მიუხედავად, მას სისხლის წყურვილი არ გაჰქრობია.
სპაიდერმენის გარდა ის გადაეყრება სხვა გმირებსაც, როგორიცაა Man-Wolf, Werewolf, Man Thing და ჰორორის და ზებუნებრივი ჟანრის სხვა პერსონაჟებს. რა თქმა უნდა, ის ასევე გადაეყრება მარველის ვამპირებზე მონადირე ბლეიდს. მორბიუსი ასევე გახდა Midnight sons-ის გუნდის წევრი, რომლის დამფუძნებელიც Ghost rider იყო. მათი საერთო მიზანი დემონების მბრძანებელი ლილითის შეჩერება იყო.
ადამიანურობის დაბრუნების შემდეგ მას სასამართლოს წინაშე წარდგენა მოუწია, რათა თავის დანაშაულებზე პასუხი ეგებინა. სასამართლოზე დაცვის მხარეს წარმოადგენდა ჯენიფერ ვოლტერსი, ასევე ცნობილი როგორც She-Hulk. ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მორბიუსის მიერ ყველა მოკლული ადამიანი უნებლიე მკვლელობის მსხვერპლი იყო და მას განზრახ დაგეგმილი არცერთი დანაშაული არ ჰქონია. ამ ყველაფრის მიუხედავად, მორბიუსის ვამპირზმი დაბრუნდა. მან გადაწყვიტა საკუთარი პრინციპები შეეცვალა.- კვლავ დაიწყო სისხლის სმა, თუმცა მხოლოდ დამნაშავე ადამიანების სისხლს იღებდა. ის მეტწილად დადებითი პეროსონაჟის როლს ინარჩუნებდა კომიქსებში.
მორბიუსის მეორე ნახევრად შეიძლება ჩაითვალოს მარტინ ბანკროფტი, რომელიც მორბიუსთან ერთად მუშაობდა მანამ, სანამ ის ვამპირად გადაიქცეოდა, მათ შორის, ის ესწრებოდა მორბიუსის საბედისწერო ექსპერიმენტს. მოგვიანებით, მარტინიც ვამპირი გახდა, თუმცა მორბიუსმა შეძლო მისი განკურნება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბანკროფტს სურდა მორბიუსთან სამუდამოდ ყოფნა, მან გადაწყვიტა მორბიუსთან ერთად ნამდვილ ვამპირად გადაქცევა, რადგან ნამდვილი ვამპირები უკვდავები არიან , თუმცა მორბიუსისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა. ამის საპასუხოდ ბანკროფტა მისთვის იძულება სცადა, ამ ბრძოლის შედეგად, რომელშიც ადამიანი ობობაც მონაწილეობდა, ბანკროფტი დაიღუპა.
როგორც ავღნიშნეთ, სპაიდერმენის გარდა, მორბიუსი გახდა ვამპირებზე მონადირე – ბლეიდის სამიზნე. ასევე, საინტერესო ფაქტია ის, რომ კომიქსებში ბლეიდმა ზუსტად მორბიუსის გამო მიიღო ვამპირის სუპერძალები, რადგან თავდაპირველად კომიქსებში ბლეიდს მხოლოდ ვამპირების კბენისგან დამცავი იმუნიტეტი გააჩნდა, მაგრამ არა ვამპირის სუპერძალები. სუპერძალების იდეა კი გაჩნდა ადამიანი-ობობას ანიმაციაში და ბლედის პირველი ფილმში, შესაბამისად მარველს სურდა რომ მათი კომიქსები ყოფილიყო ფილმებთან თანხვედრაში.
რაც შეეხება სხვა მედიას მორბიუსი პირველად 90-იანები წლების ადამიანი-ობობას ანიმაციაში მოგვევლინა ტელე-ეკრანებზე, თუმცა ბევრი შეზღუდვა იყო დაწესებული მის ჩვენებაზე, რადგანაც ანიმაცია ბავშვებზე იყო გათვლილი. ისინი შეეცადნენ მორბიუსი ნაკლებად ბრუტალური გაეხადათ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მორბიუსი სისხლს არა კბენით, არამედ ხელების მეშვეობით მიიღებდა.
ამასთან ერთად, კიდევ ერთი სხვაობა კომიქსებთან არის ის, რომ ანიმაციაში ის პარკერის თანაკურსელია, მას ასევე აქვს რომანტიული ურთიერთობა ფელიცია ჰარდისთან, რომელიც შემდგომ შავი კატა გახდება.
საინტერესოა, რომ ვესლი სნაპსისის ბლეიდის ფილმის ბოლოს მორბიუსის გამოჩენა იყო დაგეგმილი. ეს სცენა გადაღებულიც კი იყო, მაგრამ სამწუხაროდ არ შედგა რადგან 1998 წელს სონიმ ადამიანი-ობობს კინო უფლებები შეისყიდა რომელშიც ასევე შედიოდა მორბიუსიც , თუმცა 2022 წელს მორბიუსმა მიიღო კინო დებიუტი საკუთარი სოლო ფილმის ფორმით, რომელშიც მის როლს მსახიობი ჯარედ ლეტო ასრულებს.
მორბიუსი არამხოლოდ ადამიანი ობობასა და ბლეიდის კომიქსებში ჩნდებოდა, მას ასევე გააჩნია 5 კომიქს სერია, პირველი იყო Adventure into Fear კომიქსის ფარგლებში, 1992 წელს მან მიიღო ახალი კომიქსი, რომელმაც 32 ნომერი გასტანა. მას ასევე ჰქონდა 9 ნომრიანი 2013 და 8 ნომრიანი კომიქსი 2020 წელს.