”Defenders” პირველად მარველის კომიქსებში 1971 წელს გამოჩდნენ Marvel feature-ს პირველ თავში, თავდაპირველი გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: Hulk, Doctor Strange, Silver surfer და Namor. დროთა განმავლობაში დამცველების წევრები იცვლებოდნენ გარდა დოქტორი სტრეინჯისა და ჰალკისა რომლებიც გუნდის ძირითად შემადგენლობაში რჩებოდნენ ,მრავალი წლის მანძილზე გუნდში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ – Valkyrie, Nighhawk, Beast, Hellcat, Son of Satan, Luke cage და Gargoyle თუმცა Netflix-ის მიერ წარმოდგენილი გუნდი რადიკალურად განსხვავდება ორიგინალი დამცველებისგან Netflix-მა 2017 წელს დამცველებში ერთად მოაქცია წინა სერიალებში წარმოდგენილი 4 გმირი რითაც დამცველების ახალი ჯგუფი ჩამოყალიბდა შემდეგი შემადგენლობით – Daredevil, Jessica Jones, Luke Cage, Iron fist, ამ ოთხი წევრიდან მხოლოდ ლუკ ქეიჯს ვხვდებით დამცველის სახით ორიგინალ კომიქსებში (და ასევე პეთსი უოლკერი, რომელიც სერიალში მეორედ ხარისხოვან როლშია).
“Defenders” იყო ერთგვარი კულმინაცია წინა 4 სერიალისა რომელიც ჯამში 5 სეზონს მოიცავდა, სერიალში ოთხივე გმირი ერთიანდება საერთო მტრის “Hand”-ის წინააღმდეგ, ამ ორგანიზაციას მაყურებელი Daredevil-ის მეორე სეზონში და Iron fist-ში გაეცნო, აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ორ სერიალში მოცემული ერთი და იგივე ორგანიზაცია რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და სამწუხაროდ hand-ს დამცველებშიც იგივე ელფერი დაჰკრავს როგორიც iron fist-ში საწყისი სერიები ეთმობა ოთხივე გმირის ცალცალკე წარმოჩენას იმ მომენტამდე სანამ მათი გზები გადაიკვეთება მაყურებელს თავიდანვე იმაზე აქ ყურადღება გადატანილი როდის მოიყრიან ისინი ერთად თავს და რაღათქმაუნდა ეს ბრძოლის სცენაში ხდება.
რაც შეეხება ბრძოლის სცენებს მეტ მერდოკის ქორეოგრაფია როგორც ყოველთვის შთამბეჭდავია, ჯესიკა ჯონსის ოპონენტები ჯესიკას მსგავსად არ გამოირჩევიან რთული ილეთებით, ლუკ ქეიჯი ისევ და ისევ ფარის ფუნქციას ითავსებს რაც შეეხება დენი რენდს, როგორც ჩანს დენის მუშტის გასაფერადებლად ბიუჯეტის გამოყოფა მარველსისევ დაეზარა და აწი უკვე ჩვენი „უკვდავი რკინის მაჯა კუნლუნის მცველი და ნიუ იორკის მხსნელი“ გაფუჭებული ნათურასავით იქნევს თავის უძლიერეს იარაღს.
ბრძოლის შემდეგ გმირები თავს ჩინურ რესტორანში იყრიან სადაც მათი გუნდად ჩამოყალიბება მიმდინარეობს, მაგრამ ეს პროცესი დროშია გაწელილი და საკმაოდ დიდი დროც ეთმობა, იმდენად დიდი რომ სტიკი ასწრებს ხელის მოჭრას მათთან მოსვლას, ჯესიკა ჯონსის გაბრაზებას, ჯესიკა წასვლას და მოგვიანებით მანქანით უკან შემოვარდნას,მთლიანი რესტორნის სცენა ბანალური სცენებით,წინადადებებით და არცთუ ისე ხარისხიანი იუმორით არის გაჟღენთილ. ამის შემდეგ იწყება ბრძოლა ჰენდის და ალექსანდრას წინააღმდეგ, სერიალის ანტაგონისტი ალექსანდრა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ანტაგონისტია რაც ნეტფლიქს აქამდე უჩვენებია, ის უაზრო მოტივების მქონე ფისკის ცუდი პაროდიაა, დარჩენილი მთლიანი დრო ეთმობა 3 გმირის დაპირისპირებას ჰენდისა და დენი რენდის წინააღმდეგ რომელმაც თავისი წუწუნით გმირებს იმაზე მეტი დააკლო ვიდრე ჰენდმა, დენი რენდის ასეთ მომაბეზრებელ ქცევებს ზედ ერთვის მისი მუდმივი ციტატა სადაც ის თავს კუნლუნის მხსნელს უწოდებს თუმცა საბოლოოდ სწორედ დენის ევალება ნიუ-იორკის დაცვა, რითაც შეიძლება პერსონაჟის მომავალი განვითარებისკენ წავიდეთ. მეთისა და ელეკტრას ურთიერთობასაც საჭიროზე მეტი დრო ეთმობა რასაც მეტის გაურკვეველი თავგანწირვა მოჰყვება რისი ერთადერთი მიზანიც ალბათ მისი მესამე სეზონში კულმინაციური დაბრუნებაა.
სერიალის ერთ-ერთი პლუსია, მხატვრული დიზაინი, რომელიც თითოეულ გმირს თავისი დამახასიათებელი ფერს ანიჭებს: მეთ მერდოკს – წითელი, ჯესიკა ჯონსს- ლურჯი,ლუკ ქეიჯს – ყვითელი და დენი რენდს -მწვანე ეს ფერთა გამა intro-შიც და თითოეული პერსონაჟის ბრძოლის სცენაშიც კარგად ჩანს, მაგალითად ჯესიკა ჯონსის ბრძოლისას სადაც მას მეთ მერდოკი დასახმარებლად ევლინება მაყურებელი შეიძლება თავიდანვე მიმხვდარიყო მეტის მოსალოდნელ გამოჩენას რადგან იქაურობა ლურჯ და წითელ ფერებში იყო განათებული ასევე დამახასიათებელი ფერი აქვს ალექსანდრას მისი ყველა სცენას თეთრი ან ნაცრისფერი ფერი დაჰკრავს, როგორც ჩანს რეჟისორებმა ფერები მაინც აარჩიეს სწორად პერსონაჟების ხასიათის გადმოსაცემად.
საერთო ჯამში “Defenders” ნეტფლიქსის ყველაზე ცუდი სერიალია Iron fist-ის შემდეგ, ესეც გამოყოფილი ცოტა დროის (8 საათის) და სხვა გმირების გამოჩენის ხარჯზე, სერიალის ყურება ალბათ მხოლოდ იმიტომ ღირს რომ მაყურებელი მომდევნო სეზონების ნახვისას გაურკვევლობაში არ ჩავარდეს