ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ცნობილი ამერიკელი კომიქს მხატვარი დევიდ მაკი (David Mack) საქართველოში ჩამოიყვანა, უამრავი კომიქსის და კომიქს ყდის ავტორობის გარდა მაკი მუშაობდა დერდევილის (Daredevil) კომიქსზე, რომელშიც მან შექმნა ყრუ პერსონაჟი სახელად “ექო” (Echo) ასევე შექმნა საკუთარი კომიქსი “კაბუკი” (Kabuki). 23 ივლისს ხელოვნების სასახლეში მისი გამოფენა გაიმართა, ჩვენ მასთან ინტერვიუს აღება მოვახერხეთ.
ComicsPost: პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ დიდი პატივია კომიქსების ინდუსტრიაში მნიშვნელოვან მხატვართან შეხვედრა, დაახლოებით 11 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ვნახე თქვენი ნამუშევარი.
დევიდ მაკი: ოჰ, ასეთი პატარა.
Cp: დიახ, ძალიან საინტერესო იყო ასეთი ექსპერიმენტული და უნიკალური ხატვის სტილის აღმოჩენა.
მ: გმადლობ.
Cp: პირველი შეკითხვა, რა არის თქვენი პირველი შთაბიჭდილება საქართველოზე?
მ: ჩემი აზრით ის ძალიან მომხიბვლელია, ქალაქმა მართლა მოახდინა შთაბეჭდილება, განსაკუთრებით არქიტექტურამ დამაინტერესა, რადგან შემორჩენილი ისტორიული შენობები ერწყმის თანამედროვე დიზაინს, ასევე ძალიან მომეწონა სკულპტურები, საინტერესო სტილშია შესრულებული, დავდიოდი ქალაქში ფეხით და ვათვალიერებდი მათ.
Cp: ქართველ მხატვარ ფიროსმანზე თუ გსმენიათ?
მ: ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, ასეთ პროექტებში მონაწილეობის სილამაზე იმაშია, რომ შესაძლებლობა მეძლევა ამდენი ახალი კულტურა გავიცნო, მხატვრები და მწერლები. აქ მხოლოდ გუშინ ჩამოვედი, ასე რომ კიდევ დამრჩა დღეები ახალი არტისტების გასაცნობად.
Cp: თავიდან, როგორც ცნობილია გინდოდათ კომიქსების მწერალი გამოსულიყავით, თუმცა საბოლოოდ მათ ხატვაც დაიწყეთ. რამ შეგაცვლევინათ გადაწყვეტილება?
მ: კომიქსების შექმნის სურვილი თავიდან, როდესაც დამამთავრებელ კლასებში ვიყავი მაშინ გამიჩნდა, მონაწილეობას ვიღებდი კონკურსზე სტიპენდიისთვის. ხელოვნების მასწავლებელმა მითხრა, რომ ათი ნამუშევრის გაგზავნა შემეძლო-ერთი კალმით შესრულებული სკეჩი,ერთი სკულპტურა და ა.შ, მაგრამ მეათე რა იქნებოდა უკვე ჩემს არჩევანზე იყო დამოკიდებული, ხოდა ჩავთვალე რომ კომიქსის შექმნა და გაგზავნა კარგი იდეა იქნებოდა. ეს არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო, შესაძლებელობა, რომ კომიქს ფორმატში მემუშავა, მაგრამ გამეერთიანებინა სხვა ჩემთვის საინტერესო მედიუმებთან. ზუსტად ამიტომ ავირჩიე ეს მედიუმი: ის ერთდროულად ბევრი სხვადასხვა მედიუმის გაერთიანების საშუალებას იძლევა.
მე მიყვარდა კომიქსები, მაგრამ ვთვლიდი, რომ ჩემი ხატვის შესაძლებლობა არ იყო საკმარისად კარგი, ამიტომ ვიფიქრე მე ტექსტს დავწერდი და სხვა არტისტებთან ერთად ვიმუშავებდი ხატვაზე, “კაბუკიში” ესე მოვიქეცი, ჩემი თანამშრომელი იყო ახლა ცნობილი მწერალი მაიკლ ბრაიან ბენდისი (Brian Michael Bendis). ჩვენ ’93 წელს ჩიკაგოში, გამომცემელთან შევხვდით, იმ დროისთვის ის ცდილობდა penciler არტისტობით გაეკვლია გზა, მე კი მაშინვე დამეხმარა სხვა პროექტში inker-ად ავეყვანე, როდესაც ერთად მუშაობა დავიწყეთ მე მას გავუგზავნე ხელით ნაწერი “კაბუკის” მთელი სცენარი, რისი მხატვარიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან ითხოვა 8 ფურცლიანი ისტორია, მხატვრებისთვის პერსონაჟების და დიზაინის ნათლად “გასაცოცხლებლად”, რაზეც გამომცემელიც დათანხმდა. საბოლოოდ მე ერთზე მეტი ასეთი ისტორია დავწერე და შემდეგ ვიფიქრე თუ მათ შევაერთრბდი, უკვე მთლიანი კომიქსი გამოვიდოდა. ნელ-ნელა თვითონ ხატვაც ვცადე, თავიდან სულ რამდენიმე გვერდისთვის, როდესაც ისინი კარგად გაიყიდა გამომცემლობამ უკვე მთხოვა თვითონ გამეგრძელებინა. მეც გავაგრძელე და სხვა არტისტებსაც ვურჩევდი იგივეს.
თავიდან დაწყება ძალიან რთულია, როდესაც ეს მთლიანი უზარმაზარი ეპიკური ისტორიები გაქვს გონებაში და არც კი იცი საიდან დაიწყო. დაიწყეთ 4,6,8 გვერდიანი მოთხრობებით, ეს უფრო მარტივი პროექტია და მსგავსი პატარა ისტორიები გეხმარება “გაწმინდო”, უფრო ცხადად წარმოსახო შენი იდეა და ჩადებული ინფორმაცია დაზოგო. ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა სწავლისთვის.
Cp: მინდა დაგისვათ შეკითხვა თქვენს სტილზე, ადრე “კაბუკის” ადრინდელ პერიოდში ტრადიციული კომიქს სტილი გაქვთ, შემდეგ უფრო ექსპერიმენტულისკენ წახვედით და საბოლოოდ თქვენი, უნიკალური სტილი ჩამოაყალიბეთ. რა განაპირობებდა ამ ცვლილებებს?
მ: ყველაფერი ისტორიით იწყება, თავიდან პერსონაჟის წარდგენაა და მინდოდა პირველი ისტორია შავ-თეთრში ყოფილიყო, რათა ამბის ტონალობაში ჩამჯდარიყო. ამას გარდა გამოვიყენე უკვე არსებული კომიქს “trope-ები”, რადგან უფრო მიმზიდველი გამეხადა არსებული მკითხველების ბაზისთვის, მაგრამ შემდეგ პერსონაჟი იცვლება, ვითარდება და მას მიჰყვება სტილი და ტონალობაც. მინდოდა მკითხველისთვის ახალი ტიპის “ენა” და “კომიქს გრამატიკა” წარმედგინა, რაც თავიდანვე არაა მიზანშეწონილი, სჯობს ნელ-ნელა შეიტანო ცვლილებები ისე, რომ მკითხველი არ დაკარგო.
Cp: კაბუკის პირველი ტომის შესავალში თქვენ ახსენეთ, რომ მუშაობის პროცესში ყოფნისას დედა გარდაგეცვალათ, მეც 3 თვის წინ დავკარგე დედა…
მ: ვიზიარებ თქვენს დანაკარგს
Cp: როგორღაც უფრო მეტ კავშირს ვგრძნობ, როდესაც ვიგებ რომ ვიღაც სხვაც იზიარებს ამ ტკივილს, როგორ იმოქმედა მომხდარმა თქვენს შემოქმედებით პროცესზე?
მ: იმ დროისთვის ისე ახალგაზრდა ვიყავი, ბოლომდე ვერც ვიაზრებდი თუ როგორი გავლენა ჰქონდა ამას, მაგრამ უკან მოხედვისას ვხვდები, რომ ბევრ ჩემთვის პირად საკითხს ვეხებოდი ტექსტში, თუმცა ამავდროულად ვყვებოდი ისტორიას რამდენადაც შემეძლო იმდენად კარგად და ეს ნამდვილად იყო პირადი ამბავი ჩემთვის, რომ მომეყოლა ჩემი საკუთარი პრობლემები სხვა პერსონაჟების საშუალებით.
Cp: რა არის თქვენთვის შთაგონების წყარო? როდესაც ჯდებით და იწყებთ ხატვას რა გაკეთებინებთ ამას? სვამთ ჩაის, ყავას ან რაიმე სხვა “ნარკოტიკს”?
მ: ჩაი და ყავა ნამდვილად მიყვარს,მაგრამ ნარკოტიკების მომხმარებელი არასდროს ვყოფილვარ, როგორც წესი ყველაფერი ისტორიით იწყება, ვსვამ ჩაის ან ყავას, მაგრამ როგორც წესი რიტმში ვზივარ, ჩემი ჭამის, ძილის და ვარჯიშის რეჟიმით არანაირი “წამალი” აღარ მჭირდება, ისედაც იმდენი ნივთიერებაა ადამიანის სხეულში, შესაძლებელია მათი მანიპულირება დიეტით, ძილის რეჟიმით და ვარჯიშით. ასე რომ ვიყენებ მათ სხვადასხვა ვარიაციებს ხატვისას და წერისას, რომ შევქმნა საუკეთესო რიტმი თითოეულისთვის.
ასევე მონახაზების კეთებისას ვუსმენდი მოცარტს, წავიკითხე კვლევა, რომელიც “მოცარტის ეფექტს” ეხებოდა, ხომ იცით, ის იდეა რომ კლასიკური მუსიკა უფრო ჭკვიანებს გვხდის, მათ შეამოწმეს ეს ექსპერიმენტით და აღმოაჩინეს რომ არ იყო აუცილებლად ყოველთვის მართალი, მაგრამ მოცარტის შემთხვევაში ამართლებდა .ვინაიდან ყველა მისი კომპოზიცია სიმეტრიულია, რაც აუმჯობესებს ადამიანში pattern recognition-ის უნარს, მაგალითად ეხმარება ფაზლის ორჯერ სწრაფად აწყობაში და ა.შ. ასე რომ კომიქსებისთვის მონახაზის კეთებისას მოცარტს ვუსმენდი.
Cp: რომელია თქვენი საყვარელი კომიქსი და რომელმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა?
მ: როდესაც პატარა ვიყავი პირველად წავიკითხე “Daredevil”, დაახლოებით 9 წლის ვიყავი, მან დიდი გავლენა იქონია ჩემზე, გატაცებული ვიყავი. ეს ფრენკ მილერის (Frank Miller) და კლაუს ჯენსონის (Klaus Janson) პერიოდი იყო, ყდაზე “Punisher-ით”, შეიძლება ითქვას მან გამიკვლია გზა კომიქსებისკენ. ამ კომიქს იმხელა ეფექტი ჰქონდა ჩემზე, 9-ის ვიყავი იმ დროისთვის და შეიძლება ჩემთვის ზედმეტად რთული გასაგები იყო, რამდენიმე წლის შემდეგ დავუბრუნდი და ცოტა მეტი გავიგე, ძალიან შთამბეჭდავი იყო ჭკვიანურად შესრულებული დიზაინი ყველა პანელზე, ჩრდილები და განათება რომელიც ასე ეხამებოდა ისტორიას, რეალურად ამ ნომერმა გამიღო კარი კომიქს სამყაროში.
Cp: რას გეგმავთ სამომავლოდ?
მ: ვმუშაობ საავტორო პროექტზე ბრაიან მიკელ ბენდისთან ერთად, ასევე სხვა რამდენიმე მსგავს პროექტზე.
Cp : გმადლობთ ინტერვიუსთვის.
მ: მადლობა მოსვლისთვის, ჩემი წიგნების წაკითხვისთვის და დაფასებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ამერიკის საელჩოს ამ ღონისძიებისთვის.