ახალი იქს ადამიანების სერიალი: “ლეგიონი”

pzjqfx0

ტელეარხი “FX” ახალი სუპერგმირული სერიალის წარმოებას იწყებს, ამ “იქს” სერიალის მთავარი გმირია –  ფსიქიკური აშლილობის მქონე მუტანტი სახელად ლეგიონი (Legion), რომელსაც ითამაშებს დენ სტივენსი (Dan Stevens).  კომიქსებში, ლეგიონი პროფესორ იქსის შვილია, წინასწარი ინფორმაციით სერიალი არ არი დაკავშირებული იქს ფილმების სამყაროსთან. პროდიუსერ საიმონ კინბერგის თქმით სერიალი იქნება Breaking Bad სუპერგმირული ვერსია. “ლეგიონი” პირველი ტელე კოლაბორაციაა 20th Century Fox Television-ს და Marvel Television-ს  შორის. პროექტში აგრეთვე მიიღებენ მონაწილობას: ობრი პლაზა (Aubrey Plaza), ჯინ სმარტი (Jean Smart), ემბერ მიდთანდერი (Amber Midthunder) და კეტი ესილტონი (Katie Aselton). გეგმის მიხედვით სერიალის პირველ სეზონში სულ 8 ეპიზოდი იქნება, ტელე ეკრანებზე სერიალი 2017 წლის დასაწყისში გამოვა.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Marvel, News, TV, X-Men. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.