ბეტმენის და სუპერმენის საერთო ფილმმაც დიდი ხანი გაატარა განუხორციელებელი პროექტების სიაში, როგორც დედპულმა. ალბათ პირველი რაც გაიგეთ, მისი გამოსვლის შემდეგ კრიტიკოსების ნეგატიური განხილვებია. ფანების საკმაოდ დიდი ნაწილი (ზოგ შემთხვევაში წინასწარ) სასტიკად არ ეთანხმება მათ შეფასებებს, მაგრამ რეალურად რაშია საქმე? რატომ აქვს ფილმს ასეთი დაბალი რეიტინგი?
სპოილერები!
ჩემი პირადი აზრით, ფილმი ნამდვილად არ არის 30% რეიტინგის ღირსი Rotten Tomatoes-ზე, (30% არი მიღებული ყველა განხილვების საერთო შეჯამებით) მაგრამ ამავე დროს, ვერ ვიტყვი, რომ არ მესმის მათი კრიტიკა, თუ თქვენ წაიკითხავთ განხილვებს მათ უმეტესობაში სამ საერთო პრეტენზიას დაინახავთ: ფილმის ხანგრძლივობა, მონტაჟი და ტონი.
ფილმის ხანგრძლივობაა 2 საათი და 31 წუთია, რაც თავისთავად ძალიან გრძელია, იმის მიუხედავად, რომ მე პირადად არ ვყოფილვარ ყურების დროს მოწყენილი, ეს იყო დიდი პრობლემა ბევრი კრიტიკოსისთვის, როგორც მოგეხსნებათ, ამოჭრეს უამრავი სცენა, (მათ შორის ჯენა მოლოუნის “ბარბარა გორდონი”) მაგრამ ამის მიუხედავად, ფილმში მაინც არის სცენები და სიტუაციები, რომლებიც საერთოდ არაფერს მატებს ფილმს, მათ შორის: ბრიუსის მშობლების სიკვდილის სცენა დასაწყისში, რადგან ბრიუსის კოშმარული სიზმარი უფრო ეფექტური იქნებოდა ამ სცენის გარეშე და ის ზუსტად იგივე ფუნქციას ასრულებს. სრულიად არაფრის მომცემი იყო “ გაურკვეველი ტყვიის გამოძიება” და “რუსი კაცი” სუბპლოტები.
აშკარად ჩანს, რომ ამ ეკრანიზაციას აქვს პრობლემები მონტაჟთან, შესაბამისად ცუდი მონტაჟი საერთოდ არაფრით ეხმარება, არც ისე ორიგინალურ სიუჟეტს, თხრობა საშინლად არაორგანულია (თუმცა Amazing Spider-Man 2 ამაზე უარესი იყო), ვინ იცის იქნებ დაანონსებულ 3 საათიან uncut R რეიტინგის ვერსიაში სიუჟეტი უკეთესი იქნება? სხვათა შორის, ცნობილი “Do You Bleed? You will!” ფრაზა, სცენის კონტექსტში, ანუ სუპერმენის სიტყვების შემდეგ ძალიან კარგად ჟღერს.
ფილმი უაზროდ ცდილობს იყოს ბნელი და დაძაბული, როდესაც ეს საერთოდ არ არის საჭირო, ნოლანის “ბნელი” ბეტმენიც კი მასთან შედარებით, მეტ “ნათელ” სცენას შეიცავდა. თუ ჩვენ მის დიდ ხანგრძლივობას დავუმატებთ მუდმივ სიბნელეს და დაძაბულობას უკვე არც ისე ძნელია გაიგო თუ რატომ არიან კრიტიკოსები უკმაყოფილო. შეხედეთ მარველს, იუმორი და სინათლე მათი ნებისმიერი ფილმის ფორმულის აუცილებელი ნაწილია. ან თუნდაც იგივე გაჰიტებულ დედპულს, რომელიც შეიძლება R რეიტინგის მქონე მაგრამ ზოგადად კომედიური ტონის ძალადობით სავსე მოკლე (1 საათ 48 წუთიანი) გასართობი სანახაობა. არ ვამბობ იმას, რომ მაყურებელს სჭირდება ხუმრობები და მე-4 კედლის ნგრევა ბეტმენისგან, მაგრამ ფილმს სასტიკად სჭირდება მომენტი, სადაც მაყურებელმა შეიძლება შეისვენოს მუდმივი ბნელი და დეპრესიული დაძაბულობისგან.
ერთადერთი შედარებით “მსუბუქი” სცენა იყო, როდესაც ბეტმენი გადაარჩენს სუპერმენის დედას. ზოგადად ბეტმენის დაპირება, რომ ის სუპერმენის დედას აუცილებლად გადაარჩენს ფილმის საუკეთესო ადამიანური “aw” მომენტი იყო, ჩემი აზრით, შეიძლება ბანალური, მაგრამ, როგორც ლექს ლუთორმა თქვა არაფერია დედაზე ძვირფასი.
გმირების დახასიათებას რაც შეეხება უნდა ითქვას, რომ აქ ბეტმენია უდაო ლიდერი, ფილმის დასაწყისიდან ნათლად გვესმის, თუ რას გრძნობს ის და რას განიცდის, სამწუხაროდ არ შეიძლება იგივე ითქვას სუპერმენზე, რომელიც თითქოს უსულოა. ისიც გასაგებია რომ სნაიდერსს სუპერმენის ტრადიციული მოსაწყენი, ყოვლის შემძლე, კეთილი ბოისკაუტის პიროვნებისგან დაღწევა უნდოდა, მაგრამ ამის შედეგად ჩვენ საერთოდ დავკარგეთ სუპერმენის „სული“.
არც ლექს ლუთორის მოტივებია გასაგები, იმის მიუხედავად, რომ მას არ აქვს ცოტა სცენა, ფილმმა ვერ შეძლო ეჩვენებინა რატომ ვერ იტანს ის სუპერმენს, ერთი სიტყვის გარდა,როდესაც ის ამბობს რომ ცოდნა ძალის გარეშე საცოდაობაა, ეს შეიძლება საკმარისი იყოს კომიქსების ფანისთვის, ვისაც ესმის სუპერმენის და ლუტოროს კონფლიქტის არსი, მაგრამ უბრალოდ მაყურებლისთვის ეს გაუგებარია. რაც შეეხება ჯეისი აისენბერგს, მისი შესრულებას საინტერესოა… თუმცა ზოგჯერ გეგონებოდა რომ ერთგვარი ჯოკერის ტიპის ფსიქოპატის როლს უფრო ასრულებდა ვიდრე ლექს ლუთორის, Heath Ledger wannabe much?
გაუგებარია რატომ გონია სნაიდერს, რომ სიბნელისთვის სუპერმენმა და ბეტმენმა აუცილებლად უნდა გაწირონ კრიმინალები სასიკვდილოდ. ნოლანის ბეტმენი და დერდევილის სერიალი ზუსტად იმის მაგალითია, რომ “no kill rule“ გადასარევად მუშაობს ბნელ სამყაროში, როდესაც ბეტმენისთვის “არ მოკლა” არი ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი წესი და პრინციპი. კი ფილმში არ ჩანს, როგორ კლავს ბეტმენი თავისი ხელებით კრიმინალებს, მაგრამ ეჭვი მეპარება რომ კრიპტონიტზე ნადირობის სცენამ უმსხვერპლოდ ჩაიარა….
მეორედ ხარისხოვანი კასტი ზოგადად სოლიდური იყო, განსკუთრებით ჯერემი აირონსის ალფრედი, ლოის ლეინი კი ძალიან დაბნეული გამოდგა ამ ფილმში, “ფოლადის კაცისგან” განსხვავებით, სადაც ის ძლიერი პერსონაჟი იყო.
მთავარი პერსონაჟების კასტს რაც შეეხება, საინტერესოა, მაგრამ ბევრი ფიქრობდა, რომ ფილმის სისუსტე ბენ აფლეკის ბეტმენი და გელ გადოტის ვონდერ ვუმანი იქნებოდნენ, ორივე შემთხვევაში ეს მცდარი აღმოჩნდა, რადგან აფლეკი შესანიშნავი ბეტმენია და ამასთან ერთად ფილმის საუკეთესო და ერთადერთი გმირი, რომელსაც შენ უთანაგრძნობ, ვონდერ ვუმანი დროის სიმცირის მიუხედავად, ძალიან ეფექტური გამოვიდა, არ ვიცი როგორი გამოვა მისი სოლო ფილმი, მაგრამ ამ ფილმში ის იყო ნამდვილი, ძლიერი, ქარიზმატული ამაზონელი მეომარი, რასაც მე ნამდვილად არ ველოდი. შეიძლება ის ასეთი კარგი ზუსტად დროის სიმცირის გამო გამოვიდა? ჰო, და მისი ბრძოლის საუნდტრეკიც მაგარი იყო.
რა იყო კიდევ მაგარი? თავისთავად ექშენი, (დაჟინებით გირჩევთ ნახოთ IMAX), რაც არ უნდა თქვა სნაიდერზე, მან მაინც იცის კარგი სტილის მქონე ექშენის გადაღება, სუპერმენის და ბეტმენის ბრძოლა შესანიშნავი იყო, ბეტმენის კრიმინალებთან ბრძოლა ალბათ საერთოდ საუკეთესო ბეტმენის ბრძოლის სცენა იყო მათ შორის, რაც ეკრანებზე გამოსულა. ფინალური შერკინების სცენაც ეფექტური იყო, და აქაც საუკეთესოდ ვონდერ ვუმანი გამოჩნდა. კარგი ბრძოლის მიუხედავად ფინალური სცენაში ყველაზე მაგარი მაინც ერთად მდგომი დისის სამების (ბეტმენი, ვონდერ ვუმანი, სუპერმენი) დანახვა იყო ეკრანზე, საოცარი ფანბოიური გრძნობა იყო, პირადად ჩემთვის.
ბეტმენის “სიზმარი” საინტერესო და ამავე დროს დამაბნეველია. პარადემონები? დარკსეიდი? სუპერმენის რაზმი? ეს სცენა ბევრ შეკითხევას ბადებს. ამის მერე ჩვენ აგრეთვე დავინახავთ მომავლის ფლეშს, რომელიც ეტყვის ბრიუსს, რომ მან უნდა შეკრიბოს “ისინი” და ამით გადაარჩინოს მომავალი . კარგი იქნებოდა, ცოტა მეტი ინფრო და დატალები ამაზე, მაგრამ ფილმმა სხვა უაზრო დეტალებზე გადაწყვიტა დროის ხარჯვა…
Easter egg-ებზე: თვალი მოვკარით აკვამენს, კიბორგს (Mother Box?) და ფლეშს. დარკსეიდს რაც შეეხება ფილმის ბოლოს უკვე პატიმარი ლუთორი ამბობს: “ის მოდის, ის მოდის”, დიდი ალბათობით ლექსი დარკსეიდს გულისხმობს და როგორც ჩანს მას გარკვეული ინფრომაცია გააჩნია მასზე. პატიმარი ლუტორის ბოლო სცენაში “პინგ, პინგ, პინგ,”-ი სავარაუდოთ აგრეთვე Mother Box-ის რეფერენსი იყო, რომლის მიერი შესაძლებელია ტელეპორტაცია დარკსეიდის სამყაროში.
დუმსდეის რაც შეეხება, ბევრი დებს ბრალს, რომ დუმსდეი ე.წ. Plot Device გამოიყენეს ანუ ფინალური ექშენის მიზეზად, და თუ ეს სხვა ბოროტმოქმედი იქნებოდა, სიტყვაზე დარკსეიდი ან ბრეინიაკი, მე დავეთანხმებოდი ამ აზრს, მაგრამ დუმსდეი კომიქსებში ზუსტად ასეთივე სამიზეზო პერსონაჟი იყო, რომლის შექმნის ფუნქცია მხოლოდ სუპერმენის “მოკვლა” იყო, ამიტომ რეალურად აქ ვერ დავდებ ბრალს ფილმს. იმის მიუხედავად რომ დუმსდეის გამოჩენამ ნათელი გახადა რომ სუპერმენი ამ ფილმშიც მოკვდებოდა მე ეს მაინც გამიკვირდა. სავარაუდოთ სუპერმენი Justice League Part 1 ბოლოს დაბრუნდება ე.წ. Cliff hangers-ში. სუპერმენის გასვენების სცენაც ზედმეტად გრძელი იყო. მე პირადა მჯერა რომ თუ ეს ფილმი იქნებოდა 25-30 წუთით ნაკლები ან/და ნათელი განსატვირთი სცენებით, ის არ მიიღებდა ეგეთ განადგურებელ რეიტინგის.
საბოლოოდ ჩვენ მივიღეთ გრძელი, პრობლემატური, მაგრამ მაინც საკმარისად ადეკვატური და იმედის მომცემი დაწყება დისის კინო სამყაროსთვის. ამიტომ, როგორც ფენბოი, ფილმს 10-დან 7 ქულას ვაძლევ.
Huge thanks to AlexThunder and PinkSugar.