დედპული: მიმოხილვა

Dat Booty

11 წლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ვეღირსეთ დედპულის (Deadpool) ფილმს. (საინტერესოა, რომ დედპულის გაჟონილი სატესტო კადრები comicspost-ის ერთ-ერთი პირველი ნიუსი იყო ორი წლის უკან) ფილმის მიმართ თავისთავად დიდი მოლოდინები არსებობდა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ Fox-ის “ფანტასტიკური 4” (Fantastic 4) ფიასკოს შემდეგ ბევრს ეს იმედები შეუმცირდა; ყველაფრის მიუხედავად მივიღეთ ნამდვილად კარგი  ფილმი, რომელსაც ესმის თავისი პერსონაჟი და მისი სამყარო.

სპოილერები! Spoilers! 

პირველ რიგში ნეგატივი-ეს ფილმი ნამდვილად არ არის იდეალური და ზოგ მომენტში სიუჟეტი “მშრალიც” გამოდის, განსაკუთრებით ფლეშბეკებში, თუმცა ამის გარდა ფილმს აქვს უამრავი პლიუსი რაც ამ “სიმშრალეს” გავიწყებს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ფილმის რეჟისორს და სცენარისტებს  ნათლად ესმოდათ თუ ვინ არი დედპული და რამდენად უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევდა მათ ეს პერსონაჟი. ფილმის შექმნელებმა აგრეთვე ძალიან ეფექტურად გამოიყენეს ფილმის (იქს-ფილმებთან შედარებით) მცირე ბიუჯეტი, რაც არა ერთხელ ახსენა თვითონ დედპულმა.

ეს დედპულია, მართლა

რა თქმა უნდა დედპულთან პირველი რაც გახსენდება არის ე.წ. მე-4 კედლის ნგრევა (მეოთხე კედლის ნგრევა – როდესაც პერსონაჟი პირდაპირ მკითხველს/მაყურებელს ესაუბრება) (და შემდეგ მე-16 კედლისაც) და თვითშეგნება; რომ ის კომიქსის პერსონაჟია (ან ამ შემთხვევაში კომიქსის პერსონაჟი ფილმში), და ფილმმა ეს შესანიშნავად გამოიყენა. რაც ყველაზე მნიშნველოვანია, ფილმში არ არის (ან ძალიან მცირეა) ბანალური გამაღიზიანებელი ხუმრობები, რომლებიც ასე ხშირია დღევანდელ კომედიებში.

ფილმს ასევე ჰქონდა 2009 წლის X-Men Origins: Wolverine “დედპულის” გამოსწორების/დავიწყების მისია,  მოგეხსნებათ ამ ფილმში დედპული გადააქციეს ექსპერიმენტის ჯენერიკულ მონსტრად, რასაც მოყვა სრულიად გასაგები ნეგატიური რეაქცია ფანებისგან. სცენარისტებმა არ გაუშვეს საშუალება და ამ ფილმში ეს საშინელი არა-“დედპული” კრეატიულად ახსენეს.

 He's watching your fanboy dreams die

ფილმი ახლოს არის დედპულის კომიქსების სულთან, მაგრამ მას აქვს თავისი სახეცვლილებებიც; ამ ფილმში უეიდი შეშლილია, მაგრამ ის არ არის  მენტალურად ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც ამჟამად კომიქსებში და მას (ჯერ?) არ ესმის 2 დამატებითი ხმა თავში, რაც შესაძლოა მომავალ სიკველებში ვიხილოთ, ფილმს აგრეთვე აქვს დედპულისთვის არადამახასიათებელი happy end-ი. ფილმში არის უამრავი easter egg/-ული ხუმრობა რომელიც უბრალოდ სასიამოვნოა ნებისმიერი კომიქს ფანისთვის და ბევრ შემთხვევაში უბრალო მაყურებლისთვისაც.

ჩვენ აგრეთვე ვიღებთ სტენ ლის (Stan Lee) კამეოს,  ბევრს ეცოდინება რომ სტენს არანაირი კავშირი არ აქვს დედპულთან, რაც პირიქით ფილმს უფრო მეტ აბსურდულობას მატებს. უკეთესი იქნებოდა რომ ამას დედპულის კომენტარიც მოჰყოლოდა: “Hey! It’s Stan Lee cameo time! Even though he didn’t create me but still.” უფრო სასაცილო ის არის, რომ სტენ ლის მის მიერ შექმნილი იქს-ადამიანების ბოლო ორ ფილმში კამეო არც ჰქონია, და თუ არ ვცდები არც აპოკალიფსში ექნება. თავისთავად, დედპულის შემქმნელებსაც დაეთმო დრო, ფილმში არის რობ ლაიფელდის (Rob Liefeld) კამეო ბარის სცენაში, და  ფებიან ნიცეიზას (Fabian Nicieza) სახელობის ქუჩა ბილბორდზე. იმის მიუხედავად რომ დედპული ლაიფელდის და ნიცეიზას მიერ არის შექმნილი, ჩვენთვის საყვარელი დედპულის პერსონა ჩამოყალიბდა მწერალ ჯო კელის (Joe Kelly) დედპულის პირველ ონგოინგ კომიქს სერიაში, ზუსტად მისმა დედპულმა ისწავლა მეოთხე კედლის ნგრევა.

ჯო კელლის დედპული

აგრეთვე აღსანიშნავია რაინ რეინოლდსის თამაში, იმის მიუხედავად რომ იგი არ არის მაინცდამაინც შესანიშნავი მსახიობი ან რამე ეგეთი, ის ძალიან ორგანულად ერგება დედპულის როლს. ფილმში დედპულს იქს-ადამაიანებიც “ეხმარებიან”, ორი “თავისუფალი” იქსმენის გამოჩენა კარგად შესრულებელი და სასიამოვნო იყო; ეს იქსმენების კინო სამყაროს კიდევ უფრო აფართოებს და აყალიბებს, თავისი მცირე როლების მიუხედავად კოლოსი (Colossus) და “Megasonic Teenage Warhead” საკმაოდ ეფექტურები გამოდგნენ, განსაკუთრებით  დედპულთან ურთიერთობაში და დინამიკაში. რაც შეეხება ფილმის ანტაგონისტების,  აჯაქსი (Ajax) ან ფრენცისი ნამდვილად არ იყო ყველაზე საინტერესო ბოროტმოქმედი მაგრამ იგი ბევრად უფრო ქარიზმატული გამოდგა ვიდრე იგივე ანტმენის იელოუჯეკეტი ან თორის ბნელი ელფი მალეკითი, Angel Dust-ს ან ნაკლებად გაბრაზებულ როზი ო’დონელსაც კი ჰქონდა რამდენიმე კარგი მომენტი (განსაკუთრებით კოლოსთან).

დედპულის “ოჯახის” პერსონაჟებიც წარმატებულად იყვნენ გადმოტანილი ეკრანზე, იმის მიუხედავად რომ ჩვენ ვერ დავინახავთ (თუ დავინახავთ?) ვიზელის (Weasel) კავშირის პიტერ პარკერთან (ის და პარკერი სკოლელები იყვნენ კომიქსებში და აგრეთვე ვიზლს ქრაში ჰქონდა გვენ სტეისზე და ზოგადად შური პარკერის მიმართ) და სხვა საინტერეოს კომიქს კავშირები, თუმცა მე პირადა უფრო მეტ სცენას ვისურვებდი დედპულის ბრმა “დეიდა” ელთან (Blind Al). ვეიდის შეყვარებულიც, ვანესა, იყო გასაკვირად საინტერესო და არა ტიპიური (სტრაპ-ონის სცენა….), ყველაზე მეტად ზუსტად R რეიტინგის მომენტებმა გამოაჩინეს მისი პერსონაჟი, და როგორც ჩანს მომავალში მას უკვე როგორც Copycat-ს ისე ვიხილავთ.

რაც შეეხება რეიტინგს, ამან კიდევ უფრო მეტი უნიკალურობა მისცა ფილმს, რადგან დედპული არის კარგი სუპერგმირული კომედია რომელსაც არ აქვს pg-13 რეიტინგის ბორკილები. მართალია ეს არ არის მარველის პირველი R რეიტინგის ფილმი, პირველი იყო 1998 წლის “Blade”, რომლის მესამე ნაწილში აგრეთვე თამაშობს რაინ რეინოლდსი. ცალკე აღსანიშნავია, რომ სტუდიამ საკმაოდ გარისკა – R რეიტინგი ფილმის რენტაბელურობას თავისთავად ზღუდავს, მაგალითისთვის ის უკვე აკრძალეს ჩინეთის შემოსავლის მხრივ მნიშვნელოვან დიდ კინო ბაზარზე.

მე პირადად უფრო მეტ “სისხლს” ველოდი, მაგრამ ფილმი არ იყენებს  R – რეიტინგის თავისუფლებას  უაზროდ, რაც აჩვენებს, რომ ფილმი არ იყო ისე “უბრალოდ” გაკეთებული და მასზე მომუშავე გუნდმა სწორად გამოიყენა რეიტინგი კრეატივული თავისუფლებისთვის.

Spideypool

ჯამში “დედპული” იყო ზუსტად ის “სუფთა ჰაერის” დოზა რაც ასე სჭირდებოდა კომიქს ფილმების ჟანრს, ეს არის სასაცილო, სახალისო (sounds kinda gay, I know), უნიკალური, ირონიული და კომიქსების და პერსონაჟის მიმართ პატივისცემით შექმნილი ფილმი. ზუსტად ამ  მიმართულებით უნდა მოძრაობდეს ფოქსი თავის შემდეგ კომიქს პროექტებში (Gambit I’m looking at you), იმედს ვიტოვებ რომ დედპულის გარდაუვალი სიკველი მხოლოდ გააუმჯობესებს პირველი ნაწილის მცირე მინუსებს და როგორც მინიმუმ ისეთივე სანახაობრივი იქნება.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Marvel, Movies, Posts, Reviews, X-Men. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.