ბეტმენის ბევრ მოყვარულს ეცოდინება, რომ მისი ავტორი ბობ კეინია (Bob Kaine), ამის დამახსოვრება ადვილია, რადგან ეს მითითებულია ბეტმენის ყველა ფილმში, ანიმაციაში და თამაშში. უფრო ნაკლებმა იცის რომ სინამდვილეში ბობ კეინი ბეტმენის მხოლოდ თანაავტორი იყო და არანაკლები (თუ არა მეტი) წვლილი ბეტმენის შექმნაში შეიტანა (მილტონ) ბილ ფინგერმა (Bill Finger).
სუპერმენის პოპულარობამ უბიძგა გამომცემლობა National Comics (მომავალი DC Comics) ახალი სუპერგმირების შემქნაში, ერთ-ერთი ადამიანი, მხატვარი ბობ კეინი ახალი სუპერგმირის იდეით იყო , თავის სუპერგმირს მან უწოდა ბეტ-მენი (Bat-Man), კეინმა თავისი პირველი მონახაზი ბილ ფინგერს აჩვენა (რომელიც მის სტუდიაში მუშაობდა), როგორც ფინგერი იხსენებდა: “ის რაც მე დავინახე ძალიან გავდა სუპერმენს ქერა თმით, წითელ კოსტუმით, დომინოს (რობინის სტილის) ნიღბით და ღამურის ფრთებით.”
ფინგერის პირველი შენიშვნები და რჩევები იყო შემდეგი: ბეტ-მენს უნდა ჰქონოდა სრული ღამურის ნიღაბი თავისი ყურებით, მუქი/რუხი ტონების უნიფორმა და ფრთების მაგივრად მოსასხამი ღამურის ფრთების სტილში. ფინგერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ბეტ-მენის იდეამ შთააგონა “ფანტომი” (The Phantom) კომიქს სტრიპიდან. ქალაქ “გოტემის” (Gotham) სახელი და სახელი “ბრიუს ვეინიც” აგრეთვე ფინგერის იდეა იყო, როგორც მან განაცხადა სახელი ბრიუსი აიღო შოტალნდიელი პატრიოტისგან რობერტ ბრიუსისგან. ბრიუს ვეინი უნდა ყოფილიყო, მაღალი სოციალური წარმოშობის ადამიანი თავისი “ფლეიბოური” მანერებით, მას უნდოდა ერთგვარი კოლონიალური ელფერი მიენიჭებინა სახელისთვის, ჯერ სცადა ისეთი გვარები, როგორიცაა ადამსი, ჰენქოკი და შემდეგ გაიფიქრა ეტონი ვეინზე (რევოლუციის დროინდელი ცნობილი ამერიკელი ოფიცერი). ზუსტად ბილ ფინგერის იდეებმა შექმეს ის ბეტმენი, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ.
ბილ ფინგერმა დაწერა პირველი ორი კომიქსი ბეტ-მენის მონაწილეობით, ბობ კეინმა კი ისინი დახატა, როგორც უკვე იცით, სუპერმენივით ბეტ-მენიც კომიქსების ახალი ჰიტი გახდა, გარდა ამისა, ფინგერმა ბეტმენის უამრავი ადრეული ისტორია დაწერა და დიდი წვლილი შეიტანა ჯოკერის (Joker), რიდლერის (Riddler), ორ-სახას (Two-Face), პინგვინის (Penguin), საფრთხობელას (Scarecrow) და ადამიანი კალენდარის (Calendar Man) შექმნაში. აღსანიშნავია, რომ მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო პირველი მწვანე ლამპარის (Green Lantern), ალან სკოტის შექმნაში. ბეტმენის ერთ-ერთი მხატვარი ჯორჯ რუსოსი ამბობდა, რომ ბილ ფინგერი, ძალიან მეთოდური იყო თავის საქმეში და ბევრ დროს უთმობდა იმ საკითხების კვლევას რაზეც წერდა. სამწუხაროდ ის ვერ წერდა რეგულარულად, რაც კომიქსების ბიზნესისთვის ერთ-ერთი უმთავრესი თვისება იყო და დღემდე არის.
ზუსტად ამის გამო, ფინგერი დროებით ჩაანაცვლა ახალმა ავტორმა, ეს იყო გარდნერ ფოქსი (Gardner Fox), რომელმაც თავისი ავტორობის პერიოდში შექმნა ბეტმენის არსენალი, მათ შორის ბეტმენის ქამარი (Utility Belt) და სხვა ხელსაწყოები. ფინგერი ბეტმენის წერას, როდესაც დაუბრუნდა, მან მონაწილეობა მიიღო (ლეგიტიმური) ბეტმობილის (Batmobile) და ღამურის გამოქვაბულის (Bat Cave) შექმნაში.
ბობ კეინის კონტრაქტი National Comics-თან (მომავალი DC Comics) ითვალისწინებდა, რომ ბეტმენის ფლობა დისის მხოლოდ იმ პირობით შეეძლო, თუ ბობ კეინის სახელი ყოველთვის იქნებოდა მითითებული ნებისმიერ ადაპტაციასა თუ მატერიალზე, იქნებოდა ეს კომიქსი, ფილმი თუ ანიმაცია. ამ კონტრაქტში ბილ ფინგერის სახელი არსად არის ნახსენები, რადგან ის მხოლოდ ბობ კეინის სტუდიაში მუშაობდა.
1989 წელს ინტერვიუში ბობ კეინმა აღნიშნა, რომ ბილ ფინგერი იყო უდიდესი დამხმარე ძალა ბეტ-მენის შექმნაში, მან აგრეთვე გამოხატა თავისი სინანული იმაზე, რომ მან ვერ შეძლო ბილ ფინგერისთვის საავტორო უფლებების მინიჭება. დღეს ყველა კომიქსის ექსპერტი და ბეტმენის ფანი ერთსულოვნად აღნიშნავს რომ ბეტმენი არის ბილ ფინგერის და ბობ კეინის ერთობლივი ქმნილება.
თითქოს უსამართლო და სევდიან ისტორიას აქვს თავისი სამართლიანი და ბედნიერი დასასრული, ფინგერის ოჯახის და DC-ს მოლაპარაკების შედეგად, პერსონაჟის შექმნიდან 75 წლის შემდეგ, ბილ ფინგერი პირველად იქნება ნახსენები როგორც ბეტმენის ავტორი. 2015-ის სექტემბერში DC-მ დაანონსა რომ ბილ ფინგერი იქნება აღნიშნული როგორც ბეტმენის თანაავტორი ფილმში “Batman v Superman: Dawn of Justice” და სერიალ “Gotham” მეორე სეზონში. რაც შეეხება კომიქსებს, ბილ ფინგერი პირველად ახსენეს 2015 წლის ოქტომბერში Batman and Robin Eternal #3 და Batman: Arkham Knight Genesis #3 განახლებული კრედიტი ასე ჟღერს : “Batman created by Bob Kane with Bill Finger”.
Big thanks to Jiza and AlexThunder.