ჭიანჭველებსა და ადამიანებზე

 

ადამიანი-ჭიანჭველას ენთმენის ფილმის გამოსვლასთან დაკავშირებით არ იქნებოდა ურიგო გავიხსენოთ მისი (ან უფრო სწორად მათი) კომიქს ფესვებიფილმში და კომიქსებშიც პირველი ენთმენი ჰანკ პიმი იყო, პირველად ის გამოჩნდა კომიქსში “Tales to Astonish” #27 (1962 წლის იანვარი), ის იყო შექმნილი სტენ ლის (Stan Lee), ლარი ლაიბერის (Larry Lieber) და ჯეკ კირბის (Jack Kirby) მიერ, საინტერესოა რომ ეს ნომერი არ იყო სუპერგმირული კომიქსი არამედ იმ დროისათვის რიგითი სამეცნიერო ფანტასტიკა, ამ ისტორიაში ჩვენ ვეცნობით მეცნიერ ჰენკ პიმს, რომელიც აღმოაჩენს სუბატომურ ნაწილაკებს, რომელსაც მოგვიანებით ის უწოდებსპიმის ნაწილაკებს“, ამ აღმოჩენით ის შექმნის სპეციალურ შრატს, რაც მას აძლევს სხეულის დაპატარავების შესაძლებლობას (და მომავალში გაზრდასაც).

დაპატარავებისას ჰენკი ჭიანჭველების ბუდეში მომწყვდეული აღმოჩნდება, მისთვის საბედნიეროდ ის შეძლებს მათგან თავის დაღწევას, მომავალში, ზუსტად ეს ინციდენტი შთააგონებს მას “ენთმენობაზე”, ისტორიის ბოლოს ის ანადგურებს ყველაფერს და გადაწყვეტს არასდროს გაიმეოროს ეს ექსპერიმენტი, მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს….. კარგი გაყიდვების შემდეგ გამომცემლობაში გადაწყდება, რომ ჰენკ პიმი კომიქსის ფურცლებს ისევ დაბრუნებოდა და 8 თვის მერე ის დაბრუნდა, მაგრამ უკვე როგორც სუპერგმირი სახელად ენთმენი, ამჯერად ჰენკს სხეულის ზომის მანიპულირების გარდა ჰქონდა სპეციალურ კიბერნეტიკული ჩაფხუტი, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია ჭიანჭველებთან კომუნიკაცია და კონტროლი, მოგვიანებით კომიქს სერიაში ჰენკს დაემატება პარტნიორი/რომანტიული ინტერესიჯანეტ ვან დაინი  ცნობილი, როგორც კრაზანა (Wasp).

კრაზანაც გამოიყენებსპიმის ნაწილაკებსრის შედეგადაც კრაზანასაც ჰენკივით სხეულის ზომის მანიპულირება შეუძლია, ჰენკისგან განსხვავებით  დაპატარავებისას მას ფრთების გაზრდა შეუძლია, რომლითაც ის დაფრინავს.  თავისთავად ჯანეტი ჰენკის შეყვარებული გახდება და მოგვიანებით  მათი რომანი ქორწინებაშიც კი გადაიზრდება, რომელიც უამრავი გაყრა შერიგებით სავსე იქნება შემდეგი წლების განმავლობაში.

თავის კარიერის დასაწყისში ჰენკი და ჯანეტი ჰალკთან (Hulk), თორთან (Thor) და რკინის კაცთან (Iron Man) დააფუძნებენ შურისმაძიებლებს (Avengers), მეტიც შურისმაძიებლების შექმნის პირველი ინიციატორი ჰენკი იყო.  სამწუხაროდ გუნდში, ნამდვილი სუპერმენების შორის ყოფნის გამო, ჰენკს არასრულყოფილების კომპლექსები გაუჩნდება, რადგან ის არ გრძნობს თავს თანატოლად სხვა სუპერგმირებთან შედარებით, ამის გამო ის ახალ სუპერგმირულ ამპლუას შექმნის სახელად გიგანტურიადამიანი/ჯაიანტმენი (Giant-man), რომ მან უფროდიდადიგრძნოს თავი ჯგუფის სხვა გმირებთან შედარებით, თავისთავად სახელიდან გამომდინარე ამ დროისთვის მას უკვე სხეულის გაზრდაც შეეძლო. თუმცა ის არც ამ ახალ ამპლუაზე ჩერდება და ცოტა ხანში გოლიათი (Goliath) ხდება, და არც ამით მარტივდება საქმე, რადგან შემდეგ გოლიათის პერსონას უკვე კლინტ ბარტონი/ჰოკაი (Hawkeye)ისესხებს”.

უფრო მეტი დრამისთვის ისიც დავამატოთ, რომ ამასობაში ჰენკმა უკვე დაიწყო მუშაობა პროექტზე სახელადალტრონი” (Ultron), რომელიც, როგორც მოგეხსნებათ, შურისმაძიებლების ერთერთი ყველაზე დიდი მტერი და თავის ტკივილი გახდება მომავალში. ყველაფერი კიდევ უფრო გამწვავდება როდესაც ერთერთი ექსპერიმენტის დროს ჰენკი შემთხვევით  ქიმიკატებს შეისუნთქავს, რაც მას შეშლის და ჩვენ ვიღებთ ჰენკის ახალშიზოფრენიულპერსონას სახელად იელოუჯეკეტი (Yellow Jacket), რომელიც  იქამდე მივა, რომ თავის თავზე ჰენკ პიმისმკვლელობასაიღებს, თუმცა ჯანეტი ადვილად მიხვდება რომ იელოუჯეკეტი სინამდვილეში გონება შეშლილი ჰენკია, ამ შიზოფრენიული ეპიზოდის დროს ჰენკი დააძალებს ჯანეტს მასზე დაქორწინებას, საბედნიეროდქორწილისბრძოლის დროს ჰენკი გამოვა მდგომარეობიდან და მეტ ნაკლებად დაუბრუნდება ნორმასცოტა ხნით

პრობლემები ჰენკის მენტალურ მდგომარეობასთან ისევ გრძელდება, მისიშვილიალტრონი ჰენკს გაიტაცებს და მას ტვინის გამოურეცხავს, შედეგად ჰენკის გონება წარსულში გადავა, და დროში დაბნეულ ჰენკს მოუწევს შურისმაძიებლებთან ბრძოლა, ამის შემდეგ ჰენკი, კიდევ ერთხელ დატოვებს გუნდს, ამ ჯერად სახელმწიფო აგენტის ჯეი გერიკის მითითების გამო.

თავისთავად ეს მოვლენები სერიოზულად შეარყევენ ჰენკის არც ისე ჯანსაღ ფსიქიკას და თვით შეფასებას. ჰენკის სავალალო ფსიქიკური მდგომარეობა თავის პიკს აღწევს მაშინ როდესაც ის ხელს გაარტყამს თავის ცოლს ჯენეტს, იმ დროისთვის ეს იყო პირველი ოჯახური ძალადობის შემთხვევა სუპერგმირულ კომიქსებში, თავისთავად ამის მერე ჰენკს კიდევ ერთხელ გააგდებენ შურისმაძიებლებიდან.

ამ ინციდენტის შემდეგ ჰენკი წყვეტს კოსტიუმირებულ სუპერგმირობას,  მაგრამ ის მაინც განაგრძობს შურისმაძიებლების დახმარებას, ის დასავლეთი სანაპიროს შურისმაძიებლებს (West Coast Avengers) შეურთდება, როგორც მათი მრჩეველი.  სუპერგმირობას ის მხოლოდ 1993-ში უბრუნდება და უკვე აღმოსავლეთ სანაპიროს შურისმაძიებლებში,  ამ ჯერად როგორც ჯაიანტმენი, 2001-ში ის ისევ იელოუჯეკეტი ხდება, სამოქალაქო ომის მერე ცოტა ხანი ენთმენიც კი იქნება.

საიდუმლო შემოჭრის  (Secret invasion) დროს ირკვევა რომ “Avengers Disassembled” მოვლენების შემდეგ ჰენკი უცხოპლანეტელი სკრულების (Skrulls) მიერ იყო გატაცებული და ჩანაცვლებულია აგენტი სკრულით, ამასობაში ამ სკრულს, რომელიც ჰენკს განასახიერებს, დაეწყება რომანი   შურისმაძიბელ გმირთან ტაიგრასთან (Tigra) , მათი რომანის შედეგად ტაიგრა დაორსულდება, მაგრამ რადგან გარდაქმნისას სკრულს ჰენკის დნმ ჰქონდა, ბავშვის მამა გენეტიკურად მაინც ჰენკია. ნამდვილ ჰენკს გაათავისუფლებენ სკრულებისგან. მაგრამ საიდუმლო შემოჭრის ბოლოს ჯანეტი ფინალურ ბრძოლაში იღუპება და მის საპატივსაცემოდ ჰენკი ახალ აპლუას ირგებს სახელად კრაზანა (Wasp). რა თქმა უნდა ჯანეტი მალევე გაცოცხლდება, ჰენკი კი შურისმაძიებლების აკადემიის ხელმძღვანელი ხდება ამჯერად უკვე როგორც ჯაიანტმენი.

ჰენკი არ იყო ერთადერთი ენთმენი, 1979 წელს მარველში გადაწყდა ახალი ენთმენის შექმნა, ჩვენ ვეცნობით ელექტრონიკის სპეციალისტს სკოტ ლენგს (Scott Lang), რომელიც ფინანსური პრობლემების გამო ქურდობას მიმართავს, ამის შედეგად ის ციხეში აღმოჩნდება, კარგი საქციელის გამო მას დროზე ადრე გამოუშვებენ და თავისი ნიჭის გამო შესთავაზებენ სამუშაოს სტარკ ინდუსტრიში (Strak Industires), ამ საქმეში ის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდება იმდენად, რომ მას დაავალებენ შურისმაძიებლების სასახლეს დაცვის სისტემის დაყენებას, მაგრამ ყველაფერი იცვლება მაშინ, როდესაც სკოტის შვილი კეისი (კასანდრა) ავად გახდება, და ერთად ერთი ადამიანი რომელსაც მისი გადარჩენა შეუძლია არის მძევლად კროს კორპორეიშენის შენობაში, ეს უბიძგეს სკოტს მოიპაროს ენთმენის კოსტუმი ჰენკ პიმისგან და გაათავისუფლოს ეს ექიმი, ის ამაშიც წარმატებული აღმოჩნდება და მისთვის საბედნიეროდ სკოტი მოახერხებს თავისი შვილის გადარჩენას.

ამის მერე ის შეეცდება ენთმენის კოსტიუმის დაბრუნებას მაგრამ ჰენკი იმდენად აღფრთოვანებული დარჩება სკოტის გმირობით, რომ ის არ მიიღებს კოსტიუმს და სკოტსენთმენობისგაგრძელებას სთხოვს, და ესე სკოტ ლანგი ხდება ახალი ენთმენი, თავისთავად სკოტი შურისმაძიებლებს უერთდება.

2004-ში Avengers Disassembled-ის კატასტროფული მოვლენების დროს სკოტი იღუპება, ამასობაში მისი უკვე მოზრდილი შვილი კეისი, პიმის ნაწილაკების გამოყენებით,  სუპერგმირი ხდება, სახელად “Stature”, ნაწილობრივ დაღუპული მამის საპატივსაცემოდ და ნაწილობრივსუპერგმირული საქმისგასაგრძელებლად, როგორც მამა ისიც ეგრევე უერთდება გუნდს, ამ შეთხვევაში ახალგაზრდა შურისმაძიებლებს (Young Avengers). მხოლოდ 2011-ში “The Children’s Crusade” კეისი დროში მოგზაურობის მეშვეობით  (Iron Lad-ის დახმარებით) გადაარჩენს და დააბრუნებს სკოტს მომავალში, ირონიულად იმისთვის, რომ სკოტმა კეისის სიკვდილი დაინახოს. თუმცა მოგვიანებით AXSIS მოვლენების დროს გაკეთილშობილებული დოქტორ დუმი (Doctor Doom) კესის გააცოცხლებს. რიდ რიჩარდსის თხოვნით სკოტი, მოკლე დროით, ახალი FF ლიდერი გახდება, ამის მერე სკოტი გადადის მაიამიში ახალი ცხოვრების დასაწყებად,  მისი მიზანია უფრო მეტი დრო დაუთმოს თავის შვილს, ის აგრეთვე აყალიბებს თავის ფირმას სახელად “Ant-Man Security Solutions”.

სკოტის გაცოცხლებამდე, სცენაზე ახალი მაგრამ არც ისეგმირულიენთმენი (Irredeamble Ant-man) გამოდის. ეს სერია უფრო იუმორისტული ჟანრის იყო, კომიქსის მთავარი გმირი ერიკ ოგრედი დაბალი რანგის შილდის (S.H.I.E.L.D.) აგენტია, რომლის ხელში შემთხვევით ჩავარდება ახალი ენთმენის კოსტიუმი, მაგრამ სკოტისგან განსხვავებით მას არ ამოძრავებს ზნეობრივი მოტივები, პირიქით ის არი მზად წავიდეს ყველაფერზე რაც მას პერსონალურ მოგებას მოუტანს, ის უფრო ანტი გმირია ვიდრე სუპერგმირი (ამასთან ერთად პერვერტიც როგორც ხედავთ ის შიშველ მის მარველ უთვალთვალებდა შხაპის დროს).

ყველაფრის მიუხედავად ოგრეიდის მაინც მოუწევსგმირობა”, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ოგრედი სახელმწიფოინიციატივისპროექტის ნაწილი ხდება სადაც მასსწორ გზაზეაყენებენ, ამ პროგრამაში მიღწეული წარმატებების შედეგად მას “Thunderbolts” ჯგუფში გადაიყვანენ, რომელიც რეფორმირებული ბოროტმოქმედებებისგან შედგება. თუმცა ის კიდევ უფრო დიდი დაწინაურებას მიიღებს როდესაც თვით სტივ როჯერსი (Steve Rogers) მას პერსონალურად სთხოვს შეუერთდეს მის საიდუმლო შურისმაძიებლებს (Secret Avengers), ზუსტად აქ, ის ხვდება თავის საბოლოო ბედს, თავის ბოლო მისიაში ოგრეიდი ბავშვის გადარჩენას შეეცდება, მაგრამ ბავშვის გადასარჩენად მას მოუწევს საკუთარი თავის გაწირვა, ირონიულად ეგოისტი ოგრეიდი თავის ცხოვრებას ასრულებს როგორც ნამდვილი გმირი. მოგვიანებით ჩვენ ვიგებთ რომ ოგრედი დაბრუნდება, მაგრამ ირკვევა რომ ეს სინამდვილეში რობოტია  .. Life Model Decoy. რომელიც თავს ასახავდა როგორც ოგრეიდი.

ზოგადად  რობერტ კრიკმანის “Irredeemable Ant-Man” არის ერთერთი ყველაზე საინტერესო და უნიკალური კომიქსი რაც კი ენთმენზე დაწერილა. კიდევ ერთი საინტერესო კომიქსი პროექტი, რომელიც სამწუხაროდ ვერ შედგა, იყო 2003 წლის Ant- Man Marvel Max (18+ აუდიტორიაზე გათვლილი სერია), ამ პროექტისგან ჩვენ მხოლოდ კლეიტონ კრეინის შესანიშნანი ყდები დაგვრჩა.

პიმის ნაწილაკების შესაძლებლობები

საშუალო დაპატარავების ზომა არის დაახლოებით 1 სმ (ჭიანჭველას ზომა), საშუალო გაზრდისას დაახლოებით 7 მეტრი, თუმცა გაზრდის ლიმიტი არის დაახლოებით 76 მეტრი (ჰენკის და კეისის შემთხვევებში)

დაპატარავებისას ადამიანი ინარჩუნებს თავის ძალას და მასას, მასა კი გადადის სპეციალურ ველში, რაც შეეხება სხეულის გაზრდას აქაც იგულისხმება რომ დამატებითი მასა გადმოდის სხვა განზომილებიდან, ზუსტად ეს მასა აძლევს ინდივიდს ძალას და გაზრდის გადატანის საშუალებას.

მაქსიმალური დაპატარავებისას ინდივიდი ავტომატურად გადადის მიკროვერსში, მაკრო სამყაროში გაზრდისას კი ოვერ სპეისში, სადაც ბინადრობენ აბსტრაქტული კოსმოსური არსებები (უსასრულობა, სიკვდილი, ცოცხალი ტრიბუნალი და ა..) როდესაც ინდივიდი დიდი ხნის განმავლობაში იყენებს პიმის ნაწილაკებს მისი ორგანიზმი იწყებს ამ ნაწილაკების თვითნებურ გამომუშავებას, ასე მოხდა ჰენკ პიმის, სკოტ ლენგის, ჯანეტ ვან დაინის და კეისი ლენგის შემთხვევაში.

ენთმენტი სხვა მედიაში

კომიქსების და საკუთარი ფილმის გარდა ენთმენი ანიმაციაშიც იყო, ენთმენი/ჯაიანტმენი შურისმაძიებლების ლიდერი იყო 13 ეპიზოდიან “The Avengers: United They Stand” (1999-2000).  ჰენკი და ჯენეტი  მონაწილეობდნენ ანიმაციურ ფილმებში “Ultimate Avengers” და “Ultimate Avengers 2” რაც იყო კომიქსის “Ultimates”  ადაპტაცია. ჰენკ პიმი და კრაზანა ასევე დიდ როლს თამაშობენ “The Avengers: Earth’s Mightiest Heroes!” (2010-2013) ორივე სეზონში, მეორე სეზონში აგრეთვე სკოტ ლენგიც ჩნდება, ზოგადად ეს სერიალი იყო ყველაზე კარგი შურისმაძიებლების და ენთმენის ისტორიების ადაპტაცია.


სამწუხაროდ ეს ანიმაცია იყო ჩანაცვლებული “Avengers Assemble”-ით (2013-),  რომელიც უფრო ახლოს არი ფილმებთან ვიდრე კომიქსებთან, ამ ანიმაციას მეორე სეზონში ენთმენი (სკოტ ლანგი) გუნდის წევრი ხდება. ამის გარდა ენთმენი ვიდეო თამაშების გმირიც იყო, მათ შორის Marvel: Avengers Alliance, Marvel Contest of Champions და Lego Marvel’s Avengers.

წასაკითხი კომიქსების სია

  1. “Tales to Astonish” #27, #35 (პირველი გამოჩენა)
  2. Avengers #1
  3. Avengers #60, #213 (Yellowjacket-ის დრამა)
  4. Marvel Premiere #47-48 (სკოტ ლენგის გამოჩენა)
  5. The Irredeemable Ant-Man #1-12 (ერიკ ოგრეიდის ისტორია)
  6. FF Vol. 2 #1-16

 

 

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Ant-man, Articles, Comics, Origins. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.