ვიჟენი – სევდიანი ანდროიდი.

Avengers: Age of Ultron გამოსვლასთან დაკავშირებით არ იქნებოდა ურიგეო ამ შურისმაძიებელი ანდროიდის ისტორიის გახსენება.

პირველი რიგში ანდროიდი ვიჟენი (Vision) არ არი პირველი პერსონაჟი ამ სახელით მარველის სამყაროში, კომიქსების ოქროს ხანაში, ჯერ კიდევ როდესაც მარველს Timely comics ერქვა, არსებობდა პერსონაჟი ამ ფსევდონიმით, პირველად ის 1940 წლის Marvel mystery #13 გამოჩნდა, ეს ვიჟენი ინტერ გალაქტიკური პოლიციელი იყო.

წლების შემდეგ სტენ ლიმ (Stan Lee) და როი ტომასმა (Roy Thomas) ახალი პერსონაჟის დამატა გადაწყვიტეს შურისმაძიებლებში, სტენ ლის ახალი და ორიგინალური პერსონაჟი უნდოდა როი ტომას კი ძველი ვიჟენის დაბრუნება, კომპრომისის შედეგად ჩვენ მივიღეთ ახალი პერსონაჟი ძველი სახელით.

Behold! The Vision

ახალი ვიჟენი პირველად The Avengers #57 (1968) გამოჩნდა და თავიდან როგორც შურისმაძიებლების მოწინააღმდეგე იყო წარდგენილი, პირველად ის ჯანეტ ვან დაინს (კრაზანას/Wasp) დაესხმევა თავს, შეშინებული ჯანეტი მას “არაადამიანურ მოჩვენებას” (ინგლისურად ვიჟენს) უწოდეს, ზუსტად ამიტომა ანდროიდი  “ვიჟენს” თავის სახელად გამოიყენებს.

იგივე ნომერში ჩვენ ვიგებთ რომ ვიჟენი ალტრონ 5 (Ultron 5) მიერ შექმნილი სინტეზოიდური ანდროიდია და ალტრონმა ის შურისმაძიებლების გასანადგურებლად შექმნა, მაგრამ ალტონის დიდი შეცდომა იმაში იყო რომ ვიჟენი მეტად ადამიანური იყო, ზუსტად ამიტომ ვიჟენი ალტრონს უპირისპირდება და შურისმაძიებლებს უერთდება. მოგვიანებით ვიჟენი იგებს რომ მისი შექმნისას ალტრონმა, იმ დროისთვის გარდაცვლილი, ვონდერ მენის (Wonder Man) ტვინის და პერსონის მოდელი გამოიყენა, რაც ჩანს ვიჟენის გმირულ ხასიათში, სხეულისთვის კი პირველი ადამიანი ჩირაღდნის (Human Torch) სხეული იყო გამოყენებული (არ შეგეშალოთ ფანტასტიკური ოთხეულის ჯონი შტორმში).
აღსანიშნავია რომ შემდგომ გაირკვევა რომ დროის ლორდმა იმორტუსმა (Immortus) მარადიული კრისტალის მეშვეობით გაყო ადამიანი ჩირაღდნის სხეული ორად, ვიჟენის და ჩირაღდნის შორის.

Avengers #75-ში ალისფერი ჯადოქარი (Scarlet Witch), აგრეთვე ცნობილი როგორც ვანდა მაქსიმოვი (Wanda Maximoff), დაბრუნდება შურისმაძიებლებში და ძალიან მალე ვანდას და ვიჟენს შორის ახლო ურთიერთობა ყალიბდება, დროის შემდეგ ეს რომანში და მერე ქორწინებაშიც კი გადაიზარდება. როი ტომასის თქმით მას ძლიან მოსწონდა ვიჟენის და ვანდას რომანტიკული ურთიერთობის იდეა, მისი თქმით ეს მეტად საჭირო იყო ვიჟენს პერსონის განვითარებისათვის.

ქორწინების შემდეგ, მათ ტყუპი შვილები ეყოლებათ, თავისთავად ვანდას მაგიურ ძალების მეშვეობით. რადგან ვიჟენს ფიზიკურად არ შეეძლო ვანდას დაორსულება.

“Vision Quest”

ერთ ერთ მისიაში ვიჟენი სერიოზულად დაზიანდება, თუმცა ჰენკ პიმი მის აწყობას მაინც შესძლებს, მაგრამ ამ ჯერად უკვე გაცოცხლებული ვონდერ მენი არ მისცემს მისი ტვინის მოდელის გამოყენების უფლებას, რაც საჭირო არი ვიჟენის ემოციურ მატრიცისთვის. შედეგში ვოჟონი ბრუნდება როგორც უემოციო და უფერო ანდროიდი. მოგვიანებით ჩვენ ვიგებთ რომ ვანდას და ვიჟენის ტყუპები სინამდვილეში დემონ მეფისტოს (Mephisto) ფრაგმენტები იყვნენ, თავისთავად მეფისტო ამ ფრაგმენტებს დაიბრუნებს, ეს ყველაფერი დიდ სტრეს მოახდენს ვანდაზე მაგრამ ის მაინც შესძლებს ნორმაში მოსვლას. ამის მერე ვანდა და ვიჟენი ერთმანეთს სცილდებიან და შურისმაძიებლების სხვა და სხვა გუნდებში ოპერირებენ.

ვიჟენი ნელ-ნელა შესძლებს დაიბრუნოს ემოციები და თავისი „ადამიანობა“, ამისთვის ის გამოიყენებს გარდაცვლილი მეცნიერის ალექს ლიპტინის ტვინის მოდელს, აგრეთვე ვიჟენის სისტემაში ჯერ კიდევ დარჩენილი ვონდერ მენის პერსონა გაერთიანდება ლიპტონის პერსონასთან და ვიჟონი უბრუნდება „ნორმას“. ყველაფრის მიუხედავად ვიჟენი მაინც ცდილობს ვანდასთან შერიგებას მაგრამ ამაოდ.

Avengers Disassembled

ვანდას არასტაბილური ფსიქიკურ მდგომარეობა უარესდება, მას თავისი შვილების დაბრუნება სურს, ამისთვის ვანდა თავის მაგიური ძალბით რეალობის ზეგავლენას ახდენს, რაც კატასტროფულ მოვლენებს გამოიწვევს. ერთ ერთ სიტუაციაში ვიჟენი დაკარგავს კონტროლს თავის სხეულზე და კუინჯეტს ვერ დაიმორჩილებს, შედეგად ჯეტი შურისმაძიებლების შტაბ ბინას შეეჯახება, შემდეგ მისი სხეულიდან გამოვა სფეროები რომლებიც ალტრონის დრონებათ გადაიქცევიან, ჯერ  უცნობია ეს ალტრონის დიდი ხნის გეგმა იყო თუ ვანდას ბრალი, ამ სიტუაციაში განრისხებული ში-ჰალკი (She-Hulk) გაანადგურებს ვიჟენის, ისედაც დაზიანბეულ, სხეულის ნარჩენებს.

ამ მოვლენების შემდეგ ვიჟენი დიდი ხანი არ გამოჩნდება კომიქსების გვერდებზე, მაგრამ მისი ოპერაციული სისტემა იქნება გამოყენებული “Iron Lad” ჯავშნისთვის, დროის შემდეგ ჯავშანი ახალი ვიჟენი გახდება რომელსაც ჯონას უწოდებენ, ის ახალგაზრდა შურისმაძიებლების წევრი ხდება. ჯონასი აირონ ლადის ანუ ახალგაზრდა კანგის (Kang the Conqueror) ტვინის მოდელზეა აგებული, სამწუხაროდ მისი ყოფა ხან მოკლე იქნება რადგან მომავლიდან დაბრუნებული კანგი ჯონას გაანადგურებს.

2012-ში ტონი სტარკი ვიჟენს თავიდან ააწყობს, ვიჟენი ეგრევე ინფორმირებულია თუ რა მოხდა, ის სიტუაციას გაგაგებით ეკიდება და არ არი განაწყენებული ში ჰალკზე, თუმცა ის მაინც ვერ აპატიებს ვანდას რადგან მან მისი სხეული როგორც იარაღი გამოიყენა, ამის მიუხედავად მას ჯერ კიდევ  გააჩნია გრძნობები  ვანდას მიმართ.
შემდეგ ის ჰენკ პიმის Avengers A.I. უერთდება, ვიჟონი გარკვეულ ევოულუციას განიცდის რისი შედეგად მისის სხეული უკვე მთლიანად ნანობოტებისგან შედგება. ამ დროისთვის ვიჟენი Uncanny Avengers-ში მოქმედებს, სადაც მის გარდა ვანდაც არი.

შესაძლებლობები

ვიჟენის შუბლის თვალი მისი ერთგვარი მზის დამტენია, თვალი მის ყველა ენერგიული მოთხოვნას აკმაყოფილებს, მას შეუძლია ენერგიული ინფრაწითელი და მიკრო ტალღოვანი სხივების სროლა, მას აგრეთვე შეუძლია ამ სხივების შუბლის თვალის მეშვეობით სროლა რაც სხივის ძალას ბევრად ზრდის მაგრამ ამა დროულად ვიჟენის მთლიან  რესურსებს ხარჯავს.

ვიჟენის აგრეთვე შეუძლია თავისი სხეულის სიმკვრივის მანიპულირება, სიმკვრივის დაბალ  დონეზე მას შეუძლია მოჩვენებასავით კედლებში გავიდეს და იფრინოს, მაქსიმალურ დონეზე კი ის სუპერ ძალას იძენს, მათ შორის ბრილიანტის დონის სიმკვრივეს. ზოგადად ვიჟენის სხეულს შეუძლია მიაღწიოს 10 ჯერ მეტ სიმკვრივეს ვიდრე გაღარიბებული ურანს.

ვიჟენი ხშირად იყენებს სიმკვრივის ძალას თავის მოწინააღმდეგეებზე რაც ძალიან დიდ ზიანს ახსენებს მათ, ამის გარდა ვიჟენს აქვს სუპერ ადამიანური რეფლექსები, სიჩქარე, გამძლეობა, და არა ადამიანური ძალა (სიმკვრივეს მანიპულირების გარეშეც კი).

დიდ იმედს ვიტოვებ რომ შურისმაძიებლების სიკველში ვიჟენი არა ნაკლებ უნიკალური და საინტერესო პერსონაჟი იქნება.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Comics, Origins. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.