როგორც უკვე გაიგებდით Marvel Studios-მა და Sony Pictures-მა მიაღწიეს შეთანხმებას რომლის მიხედვით ორი კომპანია უკვე ერთობლივად გამოუშვებს ადამიანი ობობას (Spider-Man) ფილმებს, შედეგში კი ადამიანი-ობობა გამოჩნდება მარველის კინემატოგრაფიულ სამყაროში. თითქოს ამით ასრულდა ფანების დიდი ხნის ოცნება.
ამასთან დაკავშირებით მარველის სტუდიამ უკვე გადაწია 3 დაგეგმილი ფილმი: Captain Marvel, Black Panther და Thor: Ragnarok, ადამიანი ობობას ახალი ფილმი Thor: Ragnarok თარიღს დაიკავებს (2017 წლის 28 ივლისი), აგრეთვე ცნობილია რომ ენდრიუ გარფილდი (Andrew Garfield) არ დაბრუნდება და როლს შესრულებს ახალი მსახიობი, რაც 10 წლის განმავლობაში ობობას უკვე 2 რებუტი იქნება. Wall Street Journal-მა კი გაავრცელა ინფორმაცია რის მიხედვით პირველად ახალ ადამიან ობობას Captain America: Civil War (2016-ში) ვიხილავთ, ჯერ უცნობია რამხელა როლი ერგება მას, შეიძლება იგივე ეფექტური After Credit სცენა მივიღოთ ობობას მონაწილეობით.
Captain America: Civil War-ის გადაღება უკვე მაისში იწყება, ფილმის სცენარიც უკვე დაწერილია, მაგრამ სულაც არ იქნება გასაკვირი რომ ადამიანი ობობას გულისთვის ფილმზე ცვლილებები განახორციელონ. ამის გარდა Sony მაინც გააგრძელებს დაგეგემილ „Sinister Six“-ზე მუშაობას, მაგრამ ჩანს რომ პროექტს ბევრი ცვლილება ელის რადგან ის უკვე MCU ფარგლებშია. ისიც არ არი გამორიცხული რომ Sinister Six და 2017 წლის ადამიანი ობობას ფილმი ერთ პროექტში გაერთიანდეს.
ჩემი აზრით ეს ძალიან კარგი ამბავია რადგან ადამიანი ობობა არი მარველის სამყაროს ინტეგრალური ნაწილი, მარველ სტუდიოსაც სულ ქონდა ობობაზე მუშაობის სურვილი, და გაჟონილმა წერილებმა გვაჩვენა რომ Sony-ის ძალიან სუსტი ხედვა გააჩნდა ადამიანი ობობას მიმართ.
იგივე გაჟონილი წერილებიდან გახდა ცნობილი რომ მარველს სურს სკოლის მოსწავლე ტინეიჯერ პიტერ პარკერი, რომანტიკული ასპექტის გარეშე, (თუმცა არც ის არი გამორიცხული რომ მაილზ მორალესი გამოაჩინონ, ჩემი პირადი აზრით ამის ალბათობა ძალიან ძალიან დაბალია) რომელიც როგორც პატარა მოსწავლე იქნება სხვა შურისმაძიებლებისთვის, დაახლოებით ისე როგორც ეს იყო კომიქსში Ultimate Spider-Man vol. 1, რაც ობობას მისცემს უნიკალურობას რადგან ის ერთად ერთი ახალგაზრდა პერსონაჟი იქნება მარველის კინო სამყაროში, ამ ეტაპზე მაინც.
მაგრამ ისიც გავიგოთ რომ თუ მარველის სამყაროს ჭირდება ადამიანი ობობა ეს არ ნიშნავს რომ შურისმაძიებლებს აუცილებლად ჭირდება ადამიანი ობობა, კი დღეს კომიქსებში ადამიანი ობობა შურისმაძიებლების წევრია, მაგრამ პერსონაჟის 40 წლის არსებობის განმავლობაში ის ყოველთვის იყო სოლო პერსონაჟი და არასდროს გუნდის მოთამაშე, ზუსტად ამაში იყო მისი სიძლიერე და ხიბლი.
აქედან გამომდინარე, Sony-ის მანამდეც ქონდა ყველა საშუალება რომ შეექმნა ადამიანი ობობას ყველანაირად კარგი ფილმი, Spider-Man 2 (2004) გამოკლებით ყველა სონის ფილმი ან „ისე რა“ იყო ან კი საშუალო დონის. ძალიან საინტერესო იქნება რას იზამენ მარველი და სონი ამ ახალ ფილმში.
ისიც ვთქვათ რომ ადამიანი ობობას ბოლო 5 ფილმში, ცუდად თუ კარგად, ძალიან ბევრი რამე იყო გაკეთებული: სემ რეიმის ტრილოგიაში დრამატული ბოროტ მოქმედები მივიღეთ, მარკ ვების დუოლოგიაში, იმის მიუხედავად რომ ორივე სუსტი ფილმი იყო, შესანიშნავად იყო წარმოჩენილი პიტერის და გვენის რომანი.
აუდიტორიას ჭირდება რამე ახალი რაც ჯერ არ იყო გაკეთებული არც ერთ ფილმში, ამიტომაც იდეა რომლის მიხედვით “Sinister Six” და 2017 წლის ფილმი ერთ პროექტად შეიძლება გაერთიანდეს საკმაოდ საინტერესო ჩანს. იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ მარველს და კევინ ფაიგის (Kevin Feige) ბევრი სხვა ახალი და საინტერესო იდეა შეიძლება ქონდეთ. ერთი რაც დაგვრჩა არი ლოდინი და იმის იმედი რომ ჩვენ მივიღებთ კარგ ფილმს რომელსაც ადამიანი ობობა ნამდვილად იმსახურებს.