AMC, რომელზეც ჰორორ კომიქსი “The Walking Dead” სერიალი უკვე გადის, კიდევ ერთი კომიქს სერიალის დაამატებას აპირებს თავის ბადეში, არხმა ოფიციალურად შეუკვეთა გარტ ენისის (Garth Ennis) და სტივ დილონის (Steve Dillon) DC/Vertigo აღიარებული კომიქს-სერიის „Preacher“ (მოქადაგე) საპილოტო ეპიზოდი. სერიალზე იმუშავებენ ეგეთი პროდუსერები როგორც Breaking Bad’ის სემ კეტლინი (Sam Catlin), თვით სეთ როგენი (Seth Rogen) და ივან გოლდბერგი (Evan Goldberg).
„Preacher“-ის მთავარი პერსონაჟია ჯესე კასტერი, მღვდელი ტექსასის შტატის პატარა ქალაქში, რომელსაც რწმენის კრიზისის დროს ჩაუსახლდება სამოთხის ტყვეობიდან გამოქცეული არსება, დემონისა და ანგელოზის სიყვარულის ნაყოფი “ჯენეზისი”, რომლის ძალაც ფაქტობრივად ღმერთის ძალას უთანაბრდება. “ჯენეზისს” არ გააჩნია ფიზიკური სხეული, ის უფრო სუფთა ენერგიის, სულიერი არსებაა, ვიდრე ფიზიკური და ცნობიერი არ გააჩნია, ამიტომ სჭირდება მას მასპინძელი სხეული, რომელსაც ჩაუსახლდება და გადასცემს მთელ მის ძალასა და ცოდნას. სწორედ ჯენეზისის მასპინძელის როლი ერგება ჯესე კასტერს, რომელიც, მას შემდეგ რაც მას “ჯენეზისი” ჩაუსახლდება, გაიგებს, რომ ღმერთმა დატოვა სამოთხე და მიატოვა ანგელოზები და კაცობრიობა. ვინაიდან მისი ძალა თითქმის ღმერთისას უთანაბრდება, ჯესი გადაწყვეტს მოძებნოს შემოქმედი და მოსთხოვოს მას პასუხი, თუ რატომ მიატოვა თავისი ქმნილებები. ამ ამბიციურ მოგზაურობაში მასთან ერთად იქნებიან ჯესეს ყოფილი შეყვარებული ტიულიპი, რომელიც ჯესემ ხუთი წლის წინ მოულოდნელად მიატოვა და გაუჩინარდა და ირლანდიელი ვამპირი კესიდი. სიუჟეტის განვითარებისამებრ შევიტყობთ ამ სამი პიროვნების წარსულის არც თუ ლამაზ დეტალებს, მათ მეგობრობასა და ურთიერთობებს კი უამრავი გამოცდა ელით.