Warner Bros.-მა ოფიციალურად დაანონსა DC-ის 9 მომავალი ფილმი. WB-ს აქციონერების შეხვედრაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კევინ ტსუჯიხარამ (Kevin Tsujihara) მომავალი DC კომიქსის პროექტები გაამხილა: ასე სამართლიანობის ლიგა (Justice League) ორ ნაწილად იქნება გაყოფილი და პირველი 2017-ში გამოვა, მეორე კი 2019. 2016-ში ჩვენ ვიხილავთ ფილმს “თვითმკვლელების გუნდზე” (Suicide Squad), ამ ბოროტ მოქმედების გუნდზე ფილმს დევიდ აერი (David Ayer) გადაიღებს, ტსუჯიხარას თქმით როლებზე A კლასის მსახიობებთან მიდის მოლაპარაკებ.
2017-ში სამართლიანობის ლიგას (Justice League) და ვონდერ ვუმანის (Wonder Woman) სოლო ფილმებს ვიხილავთ. 2018 კი “ფლეში”-ს (Flash) ფილმი გამოვა რომელშიც ითამაშებს იზრა მილერი (Ezra Miller). აგრეთვე იმავე წელს “აკვამენი”-ს (Aquaman) ფილმიც გამოვა რომელშიც ჯეისონ მომოა (Jason Momoa) მიიღებს მონაწილეობას. კიდევ გაირკვა რომ ფილმი “შეზამი” (Shazam), რომელშიც დვეინ ჯონსონი (Dwayne Johnson) შავი ადამის (Black Adam) როლს შეასრულებს, მხოლოდ 2019-ში გამოვა, სამართლიანობის ლიგის მეორე ნაწილთან ერთად. ამის გარდა იყო ნახსენები რომ სტუდია კიბორგის (Cyborg) და მწვანე ლამპარის (Green Lantern) ფილმებზე მუშაობს, ეს პროექტები სავარაუდოდ 2019 წლის მერე გამოვლენ ეკრანებზე.
ფილმების სია:
- “Suicide Squad,” რეჟისორი დევიდ აერი (David Ayer) (2016)
- “Wonder Woman,” გელ გადოთის (Gal Gadot) მონაწილეობით (Gal Gadot) (2017)
- “Justice League Part One,” რეჟისორი ზაკ სნაიდერი (Zack Snyder) (2017)
- “The Flash,” იზრა მილერის (Ezra Miller) მონაწილეობით (2018)
- “Aquaman,” ჯეისონ მომოას (Jason Momoa) (2018)
- “Shazam” (2019)
- “Justice League Part Two,” რეჟისორი ზაკ სნაიდერი (2019)
- “Cyborg,” რეი ფიშერის (Ray Fisher) მონაწილეობით (2020)
- “Green Lantern” (2020)