კრიის იმპერია

user posted imageკოსმოლოგიაში, დიდი როლი ენიჭება არა მარტო ე.წ. აბსტრაქტებსა თუ წარმოუდგენელი ძალის არსებებს, არამედ, აგრეთვე იმპერიებს, რომელიც ჩამოყალიბდა ადამიანის მსგავსი არსებების მიერ. და როდესაც მსგავსებაზე ვლაპარაკობ, ცხადია არ ვგულისხმობ ზუსტ იდენტურობას ფიზიკურობასა თუ ტექნოლოგიურ განვითარებაში. უბრალოდ იმის მინიშნება მინდა, რომ არ არის კატასტროფული სხვაობა ამ ნიშნების მიხედვით ჩვენსა და მათ შორის. ზემოთ მოცემულ სურათზე, წარმოდგენილია ის ძირითადი იმპერიები, რომლებიც დომინირებს მარველის სამყაროში. ესენი : კრიი (Kree), სკრულების იმპერია (Skrull Empire) და შ’იარი ( Sh’iar). აგრეთვე ნაჩვენებია ანიჰილუსის (Annihilus) არმიის შემოსევის მარშრუტი, თუმცა ანიჰილუსის ურდოს და ბრუდების ცოცხალ არმადას ვერ ვუწოდებთ იმპერიებს, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენენ საკმაოდ დიდ ძალას. თუ გავავლებთ პარალელს, შეგვიძლია ისინი ატილას ჰუნებს შევადაროთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მინდა ყურადღება გავამახვილო კრიის იმპერიაზე. რასის ფიზიკური მონაცამები: (მივიჩნიე, რომ უმჯობესი იქნებოდა პირველწყარო გამომეყენებინა, ვიდრე ჩამომეწერა მათი სიმაღლე, ფერი და ა.შ)

    user posted image
ზოგადად, კრიი მიემსგავსება ადამიანებს, თუმცა ერთმანეთისგან მათ განასხვავებთ კანის ფერი და ფიზიკური ძალა. საშუალოდ, ისინი ორჯერ უფრო ძლიერები არიან ვიდრე ადამიანები. თუმცა კანის ფერთან მიმართებით უნდა ითქვას ის, რომ ყველა კრიი არ არის ლურჯი ფერის კანით, პირიქით, იისფერი ნაწილი რასისა, რომელიც სხვა რასებთან შეწყვილებით წარმოიშვა უფრო მეტია ვიდრე “წმინდა” სისხლის წარმომადგენლები. ზოგადად, ფერსა და წარმომავლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმპერიაში. ამ ორი ნაწილის გარდა არსებობს კიდევ ერთი, ექსპერიმენტის შედეგად შექმნილი ნაწილი Ruul. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ მდედრობითი სქესის წარმომადგენელს გააჩნია უნარი იმოქმედოს საციცოხლო ენერგიაზე. კრიი, როგორც რასა, არ არის ევოლუციისკენ მიმართული. ეს გამოიწვია გარეშე ძალების ჩარევამ, როდესაც ერთ-ერთმა კრიიმ, უძველესი არტეფაქტის გამოყენებით მიიღო ღმერთის ძალა. სასჯელად, ასე ვთქვათ, მოხდა მათი გენების გაყინვა და დარჩნენ ევოლუციის ერთ კონკრეტულ საფეხურზე. თუმცაღა ევოლუციის შეჩერების კონპენსირებას, ისინი სხვადასხვა გენეტიკური ექსპერიმენტებით ცდილობენ.

ისტორიული თვალსაზრისით საინტერესო და ცოტა არ იყოს ირონიულია ის ფაქტი, რომ იმპერიის დაარსებას სათავე დაუდეს სკრულებმა, რომლებიც შემდეგ დაუძინებელ მეთოქეებად იქცნენ. განვითარების გარკვეულ მონაკვეთზე, სკრულების რასამ გაასწო კრიის. მაშინ კრიი მხოლოდ ბარბაროსი ტომებისგან შედგებოდა, რომლებიც თანაცხოვრობდნენ პლანეტა ჰალაზე ( შემდგომში იმპერიის ცენტრი) კოტატისთან (Cotati), ნაწილობრივ მცენარის სტილის ჰუმანოიდებთან. სკრულებს, მაშინ სურდათ შეექმნათ სავაჭრო სივრცე და მათ განუცხადეს ამ ორ რასას, რომ მხოლოდ ერთი რასას ექნებოდა უფლება ყოლოდა წარმომადგენელი სათათბიროში, ხოლო იმის გადასაწყვეტატ, თუ რომელი რასა მიიიღებდა ამ უფლებას, მათ მოაწყვეს შეჯიბრება. კერძოდ, მათ ჩამოიყვანეს ორივე რასის წარმომადგენელები მთვარეზე და განუსაზღვრეს გარკვეული დრო. ამ დროის განმავლობაში კრიი ააშენა ქალაქი, ხოლო კოტატის წევრებს კი ეძინათ და ამ პროცესში მათ შექმნეს ბაღი. დაბრუნებულმა სკრულებმა უპირატესობა კოტატის მიანიჭეს. განრისხებულმა კრიის წარმომადგენელბმა ამოხოცეს როგორც სკრულები, აგრეთვე კოტატი, გაიტაცეს სკრულების საჰაერო ხომალდი და დაბრუნდნენ ჰალაზე. სწორედ ეს გახდა სათავე პირველი ომისა ამ ორ რასას შორის, რომელიც შემდეგ არაერთხელ განახლდა.
    

                             ხელისუფლება, კულტურა და ტექნოლოგია

კრიის იმპერია არის მილიტარისტული სახელმწიფო, რომელის პოლიტიკაშიც ასევე დიდი როლი უკავია რასობრივი უპირატესობის შეგრძნებას. სწორედ ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი პოზიცია “წმინდა” სისხლის შვილებს უჭირავთ. ხელისუფლების სათავეში მყოფი პირები ცხადია იცვლებოდნენ, თუმცა ძირითადად მეთაურთან ასოცირდება უზენაესი ინტელექტი (Supreme Intelligence), რომელიც არის კომპიუტერული სისტემა და შექმნილია რასის საუკეთესო შვილების გონებათა გაერთიანებით, რომლებიც მოიცავენ როგორც მეცნიერებს, აგრეთვე ფილოსოფოსებს და ა.შ. გარკვეული დროის განმავლობაში იმპერიას მართავდა რონანი, შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ ინჰუმანები (Inhuman). ამ მომენტისთვის, ხელისუფლება კვლავ უკვე აღნიშნული უზენაესი ინტელექტის ხელშია. მოსახლეობის პიკი, იმპერიაში იყო დაახლოებით 30 მილიარდი, მაგრამ შემდეგ უშედეგო ექსპერიმენტიბის გამო, მათი 98 პროცენტი განადგურდა. თუ სწორად მახსოვს აღნიშნულ ფაქტს ადგილი ქონდა გალაქტიკური შტორიმის სახელწოდებით ცნობილ ივენთში. რელიგია ძირითადად გამოიხატება იმაში, რომ ღმერთად მიიჩნევენ ინტელექტს. ასევე ღმერთად მიიჩნევს მას რონანიც ( What have you done to my ruler– my GOD?! what have you done to the Supreme Intelligence?!). ტექნოლოგიური თვალსაზრით, გასაგებია, თუ რაოდენ ძლიერია იმპერია. ისე, ათასობით სამყაროს დამორჩილება შეუძლებელი იქნებოდა. ცხადია, მათი ტექნოლოგია მოიცავს კოსმიურ საბრძოლო ხომალდებს, ატომურ იარაღს და ა.შ. ჩამოვთვალოთ და ვისაუბროთ მხოლოდ იმ სამ იარაღზე, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია

1) გუშაგი (Sentry)

რობოტები, რომლებიც შეიქმნა დაპყრობილი პლანეტების გასაკონტროლებად და სამხედრო ბაზების დასაცავად. 

2) Nega band. 

user posted image
იარაღი შეიქმნა უზენაესი ინტელექტის მიერ და ეფუძნება იმავე ტიპის იარაღს, რომელსაც ეწოდება Quantum Bands. ( კვანტუმის სამაჯურები). ეს ის იარაღია, რომელსაც ძველი კაპიტანი მარველი იყენებდა. შემდეგ ამავე იარაღს მისი შვილები, პილა და გენისი იყენებდნენ. ასევე ცნობილია სხვა სამი მოდელი ამ იარაღისა. მეორე – რომელიც შექმნა დოქტორმა ჰენრი პიმმა, მესამე – რომელსაც იყენებდა სკრული, რომელსაც ევალებოდა პირველი კაპიტანი მარველის განსახიერება. მეოთხე კი განსხვავდება წინა სამისგან გარეგნულად. ის შეიქმნა ნოჰ-ვარრისთვის, იგივე Marvel Boy-ითვის. აღნიშნული იარაღი მფლობელს აძლევს შემდეგ შესაძლებლობებს: ფრენა. აგრეთვე ფრენა კოსმოსში და არ არის საჭირო სკაფანდრი ან სხვა ტიპის ფორმა რომელიც მიაწვდის ჰაერს. სხვადასხვა ტიპის ენერგიის მანიპულაციის შესაძლებლობა. ფიზიკური ძალისა და გამძლეობის გაძლიერება.


3) უნივერსალური იარაღი (Universal Weapon) 

user posted image
იარაღი რომელიც ასოცირდება კრიის სპეციალურ დანაყოფთან, მოსამართლეებთან/დამსჯელებთან, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ გაენადგურებინათ ინჰუმანები, რამდენადაც ისინი წარმოადგენდნენ პოტენციურ საფრთხეს იმპერიისთვის. აგრეთვე, ისინი ასამართლებენ იმათ, ვისაც მიუძღვის დანაშაული იმპერიის წინაშე. აღნიშნული იარაღი მრავალ ფუნქციურია. მისი შესაძლებლობები იწყება უბრალო სკანირებიდან და მოიცავს როგორც ტელეპორტაციის უნარს, აგრეთვე ენერგო და მოლეკულურ მანიპულაციას, ანიჭებს მფლობელს ფრენის შესაძლებლობას. შეუძლია შექმნას ენერგო-ფარი და ა.შ. აგრეთვე უნდა გვახსოვდეს ის, რომ იარაღი არ არის დაკავშირებული მფლობელთან ისე, როგორც მაგ. მიოლნირი ტორთან. შესაძლოა იარაღი განადგურდეს, მაგრამ მოსამართლეს შეუძლია მოიხმოს ახალი იარაღი, რაც არსებითად ხორციელდება იმ ფორმის/ჯავშნის მეშვეობით, რომელსაც დანაყოფის წევრები ატარებენ.
                                user posted image
                                                        Accusers of Kree empire

მოკლედ, ან შედარებით მოკლედ მიმოვიხილოთ ის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებმაც კვალი დაამჩნია იმპერიის განვითარებას. ცხადია, აქ უმჯობესი იქნებოდა სკრულებთან ომითა და გალაქტიკური შტორმის განხილვით დამეწყო, მაგრამ აღნიშნული მოვლენები შორეულ წარსულში მოხდა, აგრეთვე მათი განხილვა დიდ დროს მოითხოვს, ასე რომ შედარებით ახალი ივენთებით შემოვიფარგლები. ასევე გაითვალისწინეთ ის, რომ ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია შეიცავს სპოილერებს, ასე რომ, ვისაც წაკითხვა სურს აღნიშნული კომიქსებისა, თავი შეიკავოს…



                                                             Annihilation   

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ცხადია ეს მოვლენა/ივენთი უფრო მრავლისმომცველია და უფრო ფართო ასპარეზ მოიცავს, მაგრამ ჩვენ ამ თემიდან გამომდინარე შევეხებით მხოლოდ იმ ფაქტებს, რამაც გავლენა მოახდინა იმპერიაზე. ამ ივენთის დროს, ანიჰილუსმა დაძრა თავისი არმია, რომ გაენადგურებინა ყველაფერი ცოცხალი. მისი პირველი მსხვერპლი გახდა სკრულების იმპერია. დაპირისპირება ორ სამხედრო ძალას შორის გარდაუვალი იყო. ამ მოვლენების ფონზე, რონანი ბრუნდება ჰალაზე. მას თან ახლავს კლრტ, იგივე სუპერსკრული. რონანი არკვევს, რომ იმ დროისათვის, იმპერიის მმართველებს, ფიოროს (House Fiyero) ალიანი ჰქონდა გაფორმებული ანიჰილუსის არმიასთან, კერძოდ მის მარჯვენა ხელთან რეივენოუსთან. საკუთარ გადაწყვეტილებას მმართველები ხსნიდნენ იმის, რომ ომი თავიდანვე წაგებული იყო და თუ დაპირისპირება იმპერიას მიაღწევდა, კრიი ამ დარტყმას ვეღარ გადაურჩებოდა და იმპერია საბოლოოდ განადგურდებოდა. ამავდროულად, მათ ჩაატარეს ექსპერიმენტები უზენაეს ინტელექტზე და არსებითად, მას კომატოზურ მდგომარობაში ამყოფებდნენ. ამის გაგების შემდეგ რონანი იწყებს შეტევას ციტადელის წინააღმდეგ, სადაც რეივენოუსი და ფიეროს ოჯახია გამაგრებული. საბოლოოდ რონანი მიაღწევს მოღალატე მმართველებამდე და ბრძოლაში დაამარცხებს ანიჰილუსის თანაშემწეს.

user posted image
ამის შემდეგ კი ის კლავს ფიოროს ოჯახს. როდესაც ის მოღალატეებისგან გაწმინდავს ჰალას, ის მიდის იმპერიის ნამდვილი მართველის ოთახში, სადაც ის მიიჩნევს რომ ერთადერთი რეალური გამოსავალი არის ინტელექტის მოკლვა, რამდენადაც მისი ყოფა არ იყო სიცოცხლე, არამედ რაღაც შუალედი სიკვდილს და სიცოცხლეს შორის, ხოლო ასეთი გზა კი კრიისთვის მიუღებელია. ამიტომ ის იღებს ერთადერთ ლოგიკურ გადაწყვეტილებას, ანადგურებს დანადგარს, რომელშიც ჰალას ღმერთი იყო მოთავსებული და შესაბამისად კლავს მას. ამის შემდეგ კი, იწყება რონანის მმართველობის პერიოდი…
                                                        user posted image
ომი სრულდება ზავით რეივენოუსსა და რონანს შორის, რომელიც თავიდანვე მყიფე იყო, რადგანაც არცერთ მხარეს არ აკმაყოფილებდა მიღწეული შედეგი. რეივენოუსს, რომელიც ანიჰილუსისს სიკვდილის შემდეგ ლიდერი გახდა უფრო მეტი ტერიტორია უნდოდა, რონანს კი შურისძიება იმის გამო, თუ რა დამართეს იმპერიას.

                                                   Annihilation: Conquest        

ანიჰილუსის ომის დასრულების და, ასე თუ ისე, მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, იმპერიამ გადაწყვიტა გაეძლიერებინა საკუთარი თავდაცვითი სისტემა და გაეერთიანებინა ძალები შემდეგი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ამავ დროულად დაემთხვა ის, რომ პიტერ ქუილი, იგივე სტარ ლორდი (Starlord dude! Legendary outlaw! C’mon! 😉 ) იმპერიის სამხედრო მრჩეველი იყო. მისი ინიციატივით, უნდა გაფორმებულიყო სამხედრო კავშირი გალადარიელ რაინდებთან , რაც გამოიწვევდა კრიის თავდაცვითი სისტემის გაძლიერებას. თუმცაღა ეს სინამდვილეში აღმოჩნდა მახე. მიზანი კი იყო ახალი მტრის, პჰალანქსისთვის (Phalanx) შესაძლებლობის მიცემა, რომ შემოჭრილიყვნენ დაუცველ იმპერიაში. ეს მართლაც ასე მოხდა, გაავრცელეს რა ვირუსი, მტერმა ჩაიგდო ხელში Sentry-ის დანაყოფი და დაიწყო ჰალას განადგურება. სულ რამოდენიმე კვირაში კრიის იმპერია დაეცა.

user posted image

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პჰალანქსზე კონტროლი აიღო ულტრონმა, რომელმაც მოახერხა და დაიმორჩილა/საკუთარ ნებას დაუმონა. მიზანი გასაგებია, ტრადიციულად ყველაფრის დამორჩილება და შემდეგ განადგურება. მიზნის მისაღწევად ისინი არვცელებდნენ ვირუსს, რომლიც მსხვერპლს უმორჩილებს ულტრონის ნებას. ხოლო ის წევრები, რომლებიც დაიმორჩილეს, მაგრამ გამოირჩეოდნენ რაიმე ნიშნით, ხდებოდნენ ჯგუფების ლიდერები, როგორც მოხდა ბლასტაარის ან რონანის შემთხვევაში. ისტორიის განვითარების ამ მონაკვეთზე ასპარეზზე გამოდის ახალი პერსონაჟი – Wraith (მოჩვენება). მისი განსაკუთრებულებო ამ შემთხვევაში იყო ის, რომ მას შეეძლო აღეძრა შიში პჰალანქსში. მისი ისტორიიდან ირკვევა, რომ არსებობს კრიის კიდევ ერთი სახეობა, რომელმაც განიცადა ცვლილებები. კერძოდ, უძველეს ხანაში, კოსმიური კვლევის პიონერები რომლებიც იკვლევდნენ კოსმოსს, მათ შორის ნაწილმა აღმოაჩინა, რომ მათ სხეულში შეიჭრა პარაზიტი, რომელიც იკვებებოდა ადამიანის სულით. ამის სანაცვლოდ, ისინი იძენდნენ უკვდავებას, თუმცა უკვდავებას თან ახლდა ერთი ნაკლოვანებაც: კერძოდ ის რომ დროთა განმავლობაში ეს იწვევდა ემოციების გაქრობას. ამ მოდიფიცირებული რასის შესახებ მეტი არ არის ცნობილი და ჩვენც აქ შევჩერდეთ, ალბათ არ ღირს ზედმეტად ჩავუღრმავდეთ Wraith-ის ისტორიას.

user posted image
                                                                 Wraith


ამ დროს სტარ-ლორდი აყალიბებს გალაქტიკის მცველების მსგავს ჯგუფს, რათა გამოასწოროს ის შეცდომა, რაც მან დაუშვა. ამავდროულად, პჰალანქსი ცდილობს გააცოცხლოს უზენაესი ინტელექტი, რათა მისი მეშვეობით გააგზავნოს სიგნალი და საბოლოოდ გატეხოს კრიის წინააღმდეგობა და დაუმორჩილოს იგი მის ნებას. მოვლენები სხვადასხვა ფრონტზე ვითარდება- რონანი იყენებს გადამალულ sentry-ების არმიას, რათა გაათავისუფლოს ან გაანადგუროს ჰალა. მას ამ მისიაში ეხმარებიან სუპერსკრული და Wraith. ზოგადად ამ კომიქსში მთავარი მოქმედი პერსონაჟები ადამ ვარლოკი და მარველია, თუმცა რამდენადაც მათი მოქმედებები იმპერიის გარეთ მიმდინარეობს მათ აღარ შევეხებით. საბოლოოდ, კომიქსი სრულდება ისე, რომ, Technarchy-ისა და High Evolutionary დახმარებით, ულტრონი დამარცხდება და კიდევ ერთხელ გადაურჩება გალაქტიკა თითქოსდა გარდაუვალ საფრთხეს.


user posted image
                                              ულტრონი, პჰალანქსის ლიდერი 

ამის შემდეგ ვაპირებდი მეფეთა ომზე ( War of kings) დამეწერა, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ უმჯობესი იქნებოდა, თუ ჯერ შ’იარზე დავწერდი ცალკე, რადგანაც ორივე იმპერია უნდა განიხილო ალბათ, სანამ მათ შორის გამართულ ომზე დაწერდე. თან შ’იართან მიმართებით, როდესაც ომზე იქნება საუბარი, გასათვალისწინებელია იმპერიის შიდაპოლიტიკური მდგომარეობა. ამიტომ კრიიზე საუბრისას მხოლოდ უკვე განხილული საკითხებით შემოვიფარგლოთ და მხოლოდ მას შემდეგ რაც შ’იარზეც დავწერ მსგავს მიმოხილვას, მერე გადავიდეთ მეფეთა ომზე.

 

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Comics, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.