შიარის იმპერია

ში’არის (Shi’ar) იმპერია ყველაზე ახალგაზრდა და ნაკლებად კონსერვატორულია სხვა დიდ იმპერიებთან შედარებით. იმპერიისა და მისი ხალხის წარმოშობა უკვე უფრო მეტად ლეგენდაა, ვიდრე რეალობა, რადგანაც არისტოკრატიამ ბურუსში გაახვია ისტორია, რათა იმპერიული ზრახვები უფრო გაეადვილებინათ და ქონოდათ იდეოლოგიური ბაზისი შემდგომი დაპყრობებისთვის. 


პირველ რიგში, როგორც კრიიზე საუბრისას, მივუთითოთ ის ბიოლოგიური მონაცემები, რაც აღნიშნულ რასას ახასიათებს. თუმცაღა ში’არი არის მხოლოდ ერთი შემადგენელი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი რასი მრავალგვაროვან იმპერიაში. კვლავ მოვიყვანოთ ძირითადი წყარო

user posted image

რასის ფიზიკური მახასიათებელი

ისევე როგორც კრიის მონაცემები, აგრეთვე ეს კონკრეტული ინფორმაცია ამოღებულია Nova Corps-ის ფაილებიდან.   ში’არი არის ნაზავი ჰუმანოიდური და ფრინველის მსგავსი გენებისა, რაც უპირატესად გამოიხატება გარეგნობაში. ერთის მხრივ, მათ განვითარებული აქვთ ფრთების მსგავსი წარმონაქმნი. მიიჩნევა, რომ ევოლუციასთან ერთად რასამ დაკარგა სრულად განვითარებული ფრთები და მხოლოდ ჩანასახოვანი სახით გვხვდება ის, მაგრამ ასევე გვხვდება გამონაკლისებიც. საინტერესოა, რომ ძვლოვანი სისტემაც ფრინველების მსგავსია, ანუ ის ისევე მსუბუქი და ღრუოვანი აგებულებისაა როგორც ფრინველების. ასევე მათ არ ახასიათებთ თბილსისხლიანობა. გამრავლებაც კი ფრინველებისას მიემგვანება. ამ საკითხზე საუბარი ალბათ აქ არ ღირს, რამდენადაც უკვე გავცდებით საუბრის მთავარ საგანს და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მოხმობა მოგვიწევს. მათი “მსუბუქი” აგებულება სულაც არ ნიშნავს რომ ისინი ფიზიკურად სუსტები არიან, პირიქით, ფიზიკური გამძლეობით ადამანიას 20-ჯერ აღემატებიან, ხოლო ტვირთზიდვის ძალა დაახლოებით 1 ტონაა.

ხელისუფლება, კულტურა და ტექნოლოგია/არმია

იმპერიის მმართველობის მოდელი ეფუძნება მონარქიას, უფრო ზუსტად კი კონსტიტუციური მონარქიას. ხელისუფლების სათავეში დგას მაჯესტორი (Majestor – მეფე) ან მაჯესტრიქსი (Majestrix – დედოფალი). ძალაუფლება გადანაწილებულია მასსა და უმაღლესს საბჭოს შორის, რომელიც დაკომპლექტებულია ყველა იმ რასის წარმომადგენლით, რომელიც იმპერიის შემადგენლობაში შედის. უკანასკნელის სამეფო გვარი იყო ნერემანი (Neramani). პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრს კი წარმოადგენს პლანეტა ჩანდილარი (Chandilar), რომელიც არ წარმოადგენს რასის წარმოშობის ადგილს. უცნობია, დღემდე არსებობს თუ არა მათი ისტორიული პლანეტა.

იმპერიის იდეოლოგია აბსოლუტურად განსხვავდება კრიის იმპერიის მიდგომებისგან. იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელის მთელი მოძღვრება საკუთარი რასის უპირატესობის შეგრძნებას ემყარება და დაპყრობილ ხალხებს თიშავენ პოლიტიკური ცხოვრებიდან, შიარს უფრო რბილი მიდგომა აქვს ამ მხრივ. ამის საფუძველი კი მათ ფილოსოფიასა და რელიგიაში უნდა ვეძებოთ. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მათი ღმერთები Sharra და K’ythri ქორწინების ღმერთები არიან. სწორედ აქედან ამოდის ში’არის იდეოლოგია. ისინი თანასწორად მიიჩნევენ ყველა კულტურასა თუ რელიგიას. ამ ლიბერალური მიდგომით ისინი ხიბლავენ სხვა ხალხებს და საბოლოოდ შთანთქავენ მათ. ალბათ შთანთქმა არ არის მართებული ტერმინი, უფრო სწორი ასიმილაცია იქნება. ის ფაქტი, რომ იმპერიული გვარდია დაკომპლექტებულია სხვადასხვა რასის წარმომადგენლებით მიუთითებს იმაზე, რომ იდეოლოგია მოქნილი და მოქმედია. იმპერიულ გვარდიას სათავეში უდგას პრაეტორი (Praetor). გვარდია ბრძანებებს უშუალოდ იმპერატორისგან იღებს და მხოლოდ მას ემორჩილება. იმპერიულ გვარდიაზე უფრო მეტს ქვემოთ ვისაუბრებთ სხვა სამხედრო დანაყოფებთან ერთად, რომლებიც იმპერიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. მეტად უცნაური ჰარმონიულობით ერწყმის რასაში პაციფისტური კულტურისადმი სიყვარული დაპყრობით ომებსა და მუდმივ ანექსიებს. დაპყრობილი პლანეტები, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ლოიალურია იმპერიისადმი იღებს სრულ ავტონომიას ან პირდაპირ ემორჩილება შიარის წარმომადგენელს.

ტექნოლოგიური თვალსაზრისით იმპერია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული წარმონაქმნია. მათი განვითარება ერთის მხრივ სტანდარტულია, არ გვხდება ისეთი განსაკუთრებული მიღწევები, როგორიც კრიიზე საუბრისას აღინიშნა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ განვითარების დონე დაბალია. უნდა აღინიშნოს პირველ რიგში ძალიან ძლიერი ფლოტილია და ახალი ფლაგმანი, კრეისერი ლილანდრა. ალბათ ზედმეტია ვილაპარაკოთ ბირთვულ იარაღებსა და სატელეპორტაციო მოწყობილობებზე, ენერგო ფარებზე, რომლებსაც შეუძლიათ დაიცვან არა მარტო ხომალდები, აგრეთვე პლანეტებიც. უბრალოდ აღსანიშნავია მათი შეიარაღების ერთ-ერთი სიამაყე: Starcracker, რომელიც იწვევს ვარსკვლავების აფეთქებას.

user posted image

Starcracker

გვარდია არის ის ელიტარული სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ იმპერატორს ემორჩილება. თავდაპირველად, მისი შექნის მიზეზი გახდა ის, რომ ერთ-ერთი ში’არი, კერძოდ Rook’Shir, იყო პიროვნება რომელიც ფლობდა ფენიქსის ძალას და მისი მანიფესტაცია ვლინდებოდა მის ხმალში, რომელსაც ამღად ფლობს მისი შთამომავალი, კორვუსი. რამდენადაც იმპერიის თეოლოგიაში ფენიქსი მიიჩნევა ყველაფერი არსებულის დასასრულად, ცხადია დაუშვებელი იყო ასეთი დიდი ძალის მქონე არსების უყურადღებოდ დატოვება, მით უმეტეს, რომ ის იყო ში’არი.

ჩამოყალიბების შემდეგ, პირველი მისია სწორედ რუკ’შიარის განადგურება იყო, რომელსაც გვარდიამ თავი ადვილად გაართვა. ამის შემდეგ ის არ დაშლილა და დაევალა იმპერიის დაცვა. გვარდიის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა დაპყრობილი რასის წარმომადგენელი, რომელსაც მეთაურობს პრაეტორი. როგორც წესი, პრაეტორები იყვანენ სთრონთიანები, რასის წარმომადგენლები, რომელიც უკვე აღარ არსებობს და მხოლოდ რამოდენიმე ინდივიდიღაა შემორჩენილი. გვარდიას ახასიათებს ერთი ნიშანი: კერძოდ მის შემადგენლოაბში შემავალი გვარდიელების შესაძლებლობები განსხვავდება ერთმანეთისგან და როდესაც ერთ-ერთი იღუპება, მოხდება მისი ჩანაცვლება ზუსტად ისეთივე შესაძლებლობების მქონე სხვა პირით. არ უნდა გავიგოთ ისე, რომ თითქოსდა უბრალოდ, გამართლებაზე ხდებოდეს მათი შერჩევა. არა, პირიქით, წევრების შერჩევა ხდება დიდი დაკვირვების შემდეგ, ხოლო მათი წვრთნა მიმდინარეობს კორპუსში, სადაც მხოლოდ საუკეთესოები ხვდებიან.

user posted image

Imperial Guard

იმპერიული გვარდია არ ემორჩილება რომელიმე კონკრეტულ მმართველს. ისინი ემსახურებიან სამეფო ტახტს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მეფე. ეს კარგად გამოჩნდა იმპერიაში გამართულ სამოქალაქო ომებსა და აგრეთვე მეფეთა ცვლილების დროს, მათი პასიურობით ზოგიერთ შემთხვევაში. გვარდია, ზოგადად დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ დანაყოფად მიიჩნევა არა მარტო იმპერიაში, არამედ მის გარეთაც. მათი ბრძოლისუნარიანობა გამოჩნდა ნოვა ცენტურიონებთან ბრძოლაში ან თუნდაც პლანეტა იმზუმბარდზე შეტევისას.
                             user posted image
ალბათ ყურადღება უნდა მივაქციოთ Exospex-საც. ეს არის იარაღი, რომელიც გამანადგურებლების (Smashers), სტანდარტული ეკიპირების ნაწილია. მისი დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ მისი მეშვეობით მომხმარებელი იძენს სხვადასხვა ძალებს, თუმცაღა შეუძლია ერთდროულად მხოლოდ ერთი გამოიყენოს. ძალების ვარიაცია იცვლება სურვილის მიხედვით. ეს შეიძლება იყოს, როგორც ფიზიკური ძალა თუ გამძლეობა, აგრეთვე ფრენა, ენერგო მანიპულაცია და ა.შ.

user posted image

Shi’ar Death Commandos

იმპერიის გასაიდუმლოებული ელიტური ქვედანაყოფი, რომლის წევრებიც იმპერიის სხვადასხვა პლანეტიდან იქნა არჩეული. განსხვავებით გვარდიისგან, რომელიც უფრო მეტად არის ცნობილი, კომანდოსები წარმოადგენენ ერთგვარ სპეციალურ ქვედანაყოფს, რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებული მისიების დროს იყენებენ, ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც არ სურთ, რომ ჩატარებული ოპერაციის შესახებ გახდეს ცნობილი. ისინი უშუალოდ ემორჩილებოდნენ მრჩეველ არაკის (Araki). სავარაუდოა, რომ მათი მოქმედებების უმრავლესობა თვით იმპერატორისთვისაც კი უცნობი იყო, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მმართველი ლილანდრა იყო, რადგანაც მისი პაციფისტური ბუნებიდან გამომდინარე, ის დიდი ალბათობით არ დაუშვებდა ასეთი ქვედანაყოფის არსებობას. დაზუსტებით არ შეიძლება ითქვას, მაგრამ ალბათ დანაყოფის წევრების ჩანაცვლების ისეთივე წესები არსებობს როგოც გვარდიის შემთხვევაში. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება კომანდოსების ქმედებასთან ასოცირდეს არის გრეის ოჯახის განადგურება. როგორც ვიცით, შიარის თეოლოგიაში, ფენიქსი არის აპოკალიფსური არსება, რომელიც ყველაფერი არსებულის დასასრულთან ასოცირდება. ნუ დაგვავწყდება ის, თუ რა ზიანი მიაყენა ჯინ გრეიმ, როგორც ფენიქსმა იმპერიას. აგრეთვე ფენიქსის ავატარი იყო რეიჩელ გრეიც. ამის გათვალისწინებით, არაკიმ, იმპერიის უსაფრთხოებისთვის აუცილებლად მიიჩნია ამ გვარის განადგურება. ამისათვის მან სწორედ კომანდოსები გამოიყენა. მათ დაკისრებული მისია ზუსტად შეასრულეს, ხოლო რეიჩელს კი ფენიქსის ნიშანით დადაღეს, რათა მას არასროს არ მოეხერხებინა დამალვა.

user posted image

End of Greys (The Uncanny X-Men vol. 1, #466-471)

user posted image

The Fraternity Of Raptors

მტაცებელთა საძმო ერთ-ერთი უძველესი შენაერთია რომელიც არსებობდა იმპერიაში, თუცაღა მათ არ შეიძლება სამხედრო გაერთიანება ეწოდოს. ისინი უფრო მეტნი იყვნენ, ისინი განსაზღვრავდნენ იმპერიის განვითარების გზას, მათი მთავარი მისია იყო შეენარჩუნებინათ მისი ძლიერება და უპირატესობა. ასევე ისინი, ისტორიის ერთ მონაკვეთში წარმოადგენდნენ უმაღლეს იერარქიულ საფეხურს, თუმცაღა უცნობი მიზეზების გამო, ისინი გაანადგურეს. არსებითად, შეიძლება ითქვას, რომ საძმოს წევრები უკვდავები არიან, რამდენადაც მათი სულები, ამულეტშია ჩაბეჭდილი. სწორედ ეს ამულეტები გადამალეს სხვადასხვა ადგილას და ათასწლეულების განმავლობაში რაპტორები აღარ ჩანდნენ ასპარეზზე.

როგორც აღვნიშნე, ამულეტია მათი ძალის წყარო, კერძოდ იმისათვის რომ ის გაცოცხლდეს, მას აუცილებლად სჭირდება ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც ის შთანთქავს შავი მაგიის მეშვეობით და ანთავისუფლებს რაპტორს. სწორედ ასე მოხდა ერთ-ერთი მათგანს, ტალონის (Talon) განთავისუფლება. მას შემდეგ, რაც სკრულების მცდელობა, დაეპყროთ დედამიწა უშედეგოდ დასრულდა, მათი ფლოტის გადარჩენილი ნაწილი უკან ბრუნდებოდა, როცა მათ ინჰუმანების (Inhumans) არმადასთან მოუწიათ დაპირისპირება. ინჰუმანების იარაღმა, რომელიც ეფუძნებოდა მათი მეფის ბგერით ძალებს არა მარტო გაანადგურა სკრულების ფლოტი, არამედ აგრეთვე გაანთავისუფლა ტალონის ამულეტი. ამულეტს შეეხო ერთადერთი გადარჩენილი სკრული, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ტალონის მოხმობა. როდესაც ხდება რაპტორების მოხმობა, ისინი შთანთქავენ იმ ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც მათი მძევალი გახდება. მხოლოდ ადამიანმა აჩვენა წინააღმდეგობის გაწევის უნარი, ამის მიზეზი კი ის არის, რომ საძმოს ჩამოყალიებისას ადამიანთა რასა საეთოდ არ არსებობდა და შესაბამისად არ იყო გათვალისწინებული მისი ნიშან-თვისებები. აგრეთვე ამ მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გარკვეული ცენტრი, ხე, რომელიც აერთიანებს ამულეტებს. ამ ხეს კი იცავენ მაგიური არსებები, იმ შემთხვევისთვის თუ ვინმე მოახეხებს ამულეტის კონტროლიდან თავის დაღწევას. ხეც შექმნილია შავი მაგიის მეშვეობით. იმ დროს, როდესაც რაპტორი მოახერხებს კონტროლის მოპოვებას, მძევალის სხეული აღმოჩნდება კრისტალში, სადაც ის სამუდამოდ რჩება.

user posted image

Tree of Shadows

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფორმა არის განვითარებადი და დამოკიდებულია მის მომხმარებელზე, მას მისი სურვილის შესაბამისად შეუძლია შეცვალოს ნიშან-თვისებები, დაამატოს გარკვეული დეტალები და გააძლიეროს ის. იმისდა გამო, რომ ათასწლეულების განმავლობაში საძმო გამომწყვდეული იყო, მათ შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცის. ტალონმა კი დაიწყო ამულეტების შეგროვება, რათა ხელახლა ააღორძინოს გაერთიანება, რათა მათ კვლავ გააგრძელონ იმპერიის დაცვა. მან მოახერხა კიდევ ორი რაპტორის გამოძახება, რათა დახმარებოდა იმპერიულ გვარდიას პარალელური სამყაროდან მომავალი საფრთხის შეჩერებაში.

მოკლედ მიმოვიხილოთ ის ძირითადი მოვლენები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს იმპერიის განვითარებაზე. ცხადია, აღნიშნული ნაწილი შეიცავს სპოილერებს და ვისაც სურს აღნიშნული კომიქსების წაკითხვა, ვურჩევ რომ თავი შეიკავოს აქ მოცემული ინფორმაციის გაცნობისგან.

Operation: Galactic Storm – კრიისა და ში’არს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება, რომელიც დამღუპველი არმოჩნდა კრიისთავის. ომის დაწყებადე, ორივე იმპერიის ელიტარულ დანაყოფებს შორის მიმდინარეობდა შეტაკებები, თუმცა ეს შეტაკებები ვერ ახდენდა რაიმე ცვლილებას ომის განვითარებაზე. ირკვევა, რომ სწორედ ამ პერიდოდში ში’არის იმპერიამ დაასრულა ნეგა-ბომბზე მუშაობა, რომელის საფუძვლადაც გამოყენებული კაპიტანი მარველის Nega Bands, იარაღი, რომელიც კაპიტანი მარველის ძალის წყარო იყო. იმპერიის მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ აღნიშული იარაღი მათ მისცემდათ საშუალებას გაენაგურებინათ კრიი. თუმცა ირკვევა, რომ მაჯესტრიქს ლილანდრას სამხედრო მრჩეველთა შორის იყო სკრულების აგენტი, რომელიც ცდილობდა კონფლიქტი ორ მხარეს შორის გაემწვავებინა, რათა სკრულების იმპერიის ორივე კონკურენტი დასუსტებულიყო. შურისმაძიებლებმა (Avengers), რომლებიც ჩათრეულნი აღმოჩნდენენ კონფლიქტში მოახერხეს ლილანდრას დარწმუნება, რომ მას დაეწყო მოლაპარაკებები კრიისთან ზავის შესახებ. სწორედ ამ დროს, სკრულების აგენტმა მოახერხა ბომბის გატაცება. საბოლოოდ, მოვლენათა ჯაჭვის შედეგად, ბომბის აფეთქება გარდაუვალი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა რომ შურისმაძიებლებმა მისი დეაქტივაცია სცადეს. საინტერესო ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი შურისმაძიებელი, ვიჟონი (Vision) მომხრე იყო, რომ მომხდარიყო იარაღის დეტონაცია, რამდენადაც მას მიაჩნდა რომ კრიი იყო პოტენციური საფრთხე დედამიწისთვის და მისი განადგურებით პოტენციური საფრთხეც შემცირდებდა. აფეთქების ტალღამ მოიცვა მთელი იმპერია და კრიის მოსახლეობის 98 პროცენტი გაანადგურა.

user posted image

საბოლოოდ ირკვევა, რომ ყოველივე ეს დაგეგმილი იყო უზენაესი ინტელექტის მიერ, რომელიც იმედოვნებდა რომ ბომბის აფეთქებით კრიის ისევ მიეცემოდა საშუალება განეცადა ევოლუცია. საბოლოოდ, დედამიწელი გმირების ნაწილმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ინტელექტს. ომი კი დასრულდა შიარის გამარჯვებით და ლილანდრამ მისი და მეფისნაცვალად დანიშნა დაპყრობილ ტერიტორიაზე.         

  The Rise and Fall of the Shi’ar Empire

შემდეგი მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელზედაც ყურადღების გამახვილება ღირს პირდაპირ კავშირშია ვუკლანთან (Vulcan). მისი დაბადებაც კი ში’არის იმპერიასთან იყო კავშირში. ანუ, როდესაც კატერინა სამერსი მასზე ფეხმძიმედ იყო, ში’არის იმჟამინდელმა იმპერატორმა, დ’კენმა (D’ken) ის გაიტაცა. საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ კატერინა მოკლეს, ხოლო ჯერ კიდევ არდაბადებული ვულკანი ინკუბატორში მოათავსეს. აღნიშნული ისტორიას შეეხება ექვს ნომრიანი კომიქსი X-Men: Deadly Genesis. იქს-მენებთან კიდევ ერთი კონფრონტაციის შემდეგ, ვულკანი იგებს რა, მის ნამდვილ ისტორიას, ის გადაწყვეტს, რომ შური იძიოს დ’კენზე. მას შემდეგ, რაც ის შევა ში’არის საჰაერო სივრცეში, ირკვევა, რომ იმპერატორი დ’კენი არის კომატოზურ მდგომარეობაში. თუმცაღა ეს მას ვერ შეაჩერებს და გადაწყვეტს რომ შური იძიოს იმჟამინდელ მმართველზე – ლილანდრაზე. აქვე უნდა დავამატოთ ისიც, რომ ვულკანს დედამიწიდან დაედევნა იქს-მენთა ჯგუფი. მიზეზი კი ის ქმედებები იყო, რაც მოხდა X-Men: Deadly Genesis-ში. ( შურისძიების მიზნით იქს მენებზე თავდასხმა და ბანშის/Banshee მკვლელობა). გზად, ვულკანი შეხვდება იმპერიის 3 ხომალდს, რომელთაგანაც ის ორს გაანადგურებს, მესამე კი აღიარებს მის სიძლიერეს და მას დაემორჩილება, სწორედ ამ ხომალდის გამოყენებით მიაღწევს ის იმპერიის ცენტრს, სადაც მას დახვდება იმპერიული გვარდია, რომლის ბრძანებაცაა მისი გაუნვებელყოფა. ამ დაპირისპირებაში ვულკანი დამარცხდა. სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ დაკარგა მან ცალი თვალი.

user posted image

ამის შემდეგ ვულკანი გადაყვანილ იქნა საპატიმროში, საიდანაც მისი განთავისუფლება მოახდინა საიდუმლო ორგანიზაციამ. ციხიდან გაქცევის დროს, ის შეხვდება ლილანდრას დასა და მის ძველ კონკურენტს სამეფო ტახტზე – კალ’სიის (Cal’syee Neramani რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც Deathbird). ირკვევა, რომ მას უკვე აღარ აქვს სურვილი იყოს მმართველი. ასევე ის დაარწმუნებს ვულკანს, რომ მან უარი თქვას მის შურისძიებაზე, რასაც გაბრიელი დათანხმდება, თუმცაღა როგორც შემდეგ გაირკვევა ეს ყველაფერი მისი გეგმის ნაწილი იყო. შემდეგ, ის მისი ძალებს მეშვეობით იმპერატორ დ’კენს გამოიყვანს კომიდან. ეს უკანასკნელი კი, მადლიერების ნიშნად, მის დაზე დაქორწინებას შესთავაზებს, რამდენაც იმედოვნებდა, რომ ამ ქორწინებით ის ვულკანის ამბიციებს დააცხრობდა. ქორწინების ცერემონიალის დროს, რომელიც იმართებოდა მ’კაანის კრისტალთან (M’Kraan Crystal), გამოჩნდა ლილანდრას მომხრე არმია, რომლის შემადგენლობაში აგრეთვე იყვენენ მუტანტები. მას შემდეგ რაც ქორწინების ცერემონიალი დასრულად, პირველი, რაც ვულკანა გააკეთა იყო ის, რომ მოკლა იმპერატორი დ’კენი და საკუთარი თავი გამოაცხადა მმართველად. მისმა მეუღლემაც მას მხარი დაუჭირა და იმპერიულ გვარდიას განუცხადა, რომ დღეიდან ის იყო მათი მმართველი და სწორედ მას უნდა დამორჩილებოდნენ. ბრძოლის განმავლობაში, ვულკანმა აგრეთე მოკლა მამამისიც…

user posted image

Emperor Vulcan

მიუხედავად იმისა, რომ ვულკანმა მოახერხა იმპერიის სამეფო ტახტზე ასვლა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ მას გაიმპერატორების შემდეგ სირთულეები არ შეხვედრია. სახელმწიფო ორად გაყო სამოქალაქო ომმა. ერთის მხრივ ვულკანის არმია, რომელსაც ლილანდრას მომხრე ნაწილები დაუპირისპირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამბოხებულებს ალექსს სამერსი – ჰავოკი (Alex Summers – Havok) მეთაურობდა, რომლის სტრატეგიულმა ნიჭმა თავდაპირველად დიდი წარმატება მოუტანა ამბოხებულებს. ასევე ლილანდრას მხარეს იბრძოდა მისი ბიძა, კა’არდუმი (Ka’ardum), რომლის პოლიტიკური ნიჭისა და გავლენის წყალობით ამბოხებულების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა. ასევე ბევრი იყო უკმაყოფილო იმით, რომ სამეფო ტახტზე იჯდა არა ში’არი. რამდენიმეჯერ ეცადნენ კიდეც მის მოკვლას. მხოლოდ ვულკანის ცოლის სამეფო სისხლის დამსახურება იყო ის, რომ მთელი იმპერია არ იბრძოდა მის წინააღმდეგ.

იყო მომენტი, როდესაც ვულკანიც აპირებდა ტახტის დატოვებას, მაგრამ ის დაარწმუნეს რომ ში’არი არ ნიშნავდა მარტო წარმომავლობას, ის ცხოვრების გზა იყო. ამის შემდეგ იმპერიის ფლოტმა ამბოხებულები ალყაში მოაქცია და მასზე გადამწყვეტი შეტევა უნდა განეხორციელებინა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი ძალა ასპარეზზე. ეს იყო რასა სახელწოდებით Scy’ar Tal, რაც ნიშნავდა სიკვდილი შიარს.

user posted image

ში’არისა და Scy’ar Tal-ს ფლოტის დაპირისპირება (სამკუთხედის ფორმის ხომალდები ში’არისაა) მათ ააფეთქეს ვულკანის ხომალდი. აფეთქებას მხოლოდ იმპერატორი და გლადიატორი გადაურჩნენ, რომლებმაც შეტევა წამოიწყეს ახლად გამოჩენილი მტრის მთავარ ხომალდზე. თავდაპირველად, Scy’ar Tal-ს უხუცესმა ორივე მათგანს შესთავაზა რომ წასულიყვნენ, რამდენადაც არცერთ მათგანი არ იყო შიარი. უარის შემდეგ მათ შორის მოხდა დაპირისპირება, სადაც გამოჩნდა რომ იმპერატორი და პრაეტორი წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ უხუცესს, ამიტომ მათ უკან დაიხიეს. ამ ბრძოლაში, Scy’ar Tal-ს ლიდერმა გლადიატორს ხელი მოტეხა. მას შემდეგ რაც ვულკანმა და მისმა ძალებმა უკან დაიხიეს ალექსს სამერსმა დაამყარა კონტაქტი Scy’ar Tal-ის უხუცესთან, რომლის მონათხრობის მიხედვით, 1000 წლის წინ ისინი ცხოვრობდნენ ჩანდილარზე და მათი ნამდვილი სახელი იყო მ’კრაანი (m’kraan), რომელიც გამომდინარეობდა ამავე სახელის მქონე კრისტალიდან. თვით კრისტალი დიდი ძალის მქონე ობიექტია, ყველა რეალობის დამაკავშირებელი ცენტრი. სწორედ მასშია განლაგებული ე.წ. White Hot Room. ადგილი სადაც თავს იყრიან ფენიქსის ავატარები. გვინახავს რომ მათი თავშეყრა არაა დამოკიდებული მათი დროის მიმდინარეობზე. ზოგი მიიჩნევს რომ სწორედ ეს ადგილია ფენიქსის გული…

user posted image

M’Krann Crystal

M’Krann Crystal. სწორედ 1000 წლის წინ გამოჩნდა ში’არი და გაანადგურა ისინი. ისინი მიიჩნევდნენ, რომ კრისტალი იყო მათი საკუთრება და სწორედ ისინი იყვნენ მისი ნამდვილი შვილები. გადარჩენილი ნაწილი გადაიხვეწა და მთელი ეს დრო მათი კულტურის გარდაქმნას მოანდომეს და შურისძიებისთვის ემზადებოდნენ. შეტაკება, რომელიც ვულკანსა და სხვა ძალებს შორის გაიმართა მიმდინარეობდა პლანეტასთან ახლოს, რომელსაც “ფრთის კიდე” ეწოდებოდა. სწორედ ამ პლანეტაზე მიიტანა Scy’ar Tal-მ თავისი ფინალური შეტევა. შეიძლება ითქვას, რომ მათ პლანეტაზე ვარსკვლავი გადაატელეპოტირეს, რამაც პლანეტისა და მასზე მცხოვრები 2,4 მილიარდი შიარის სიკვდილი გამოიწვია. ამის შემდეგ ვულკანმა დაზავება შესთავაზა მის ძმას და მისი ძირითადი არგუმენტი ის იყო, რომ ყველასათვის უცნობი იყო თუ რა საბოლოო მიზანი ქონდა Scy’ar Tal-ს. როგორც შემდეგ გაირკვა, მათი მიზანი იყო მთლიანი იმპერიის განადგურება და მათ ამისათვის იარაღიც ქონდათ მომზადებული. მას შემდეგ რაც ვულკანმა და ჰავოკმა ძალები გააერთიანეს, მათ შეუტიეს Scy’ar Tal-ს, თუმცაღა ში’არის ფლოტი მარცხდებოდა. ვულკანი, იმპერიული გვარდია და ჰავოკის რაზმი შეტევის პირველი ხაზი იყო, ხოლო დანარჩენ ფლოტს კი კა’არდუმი ხელმძღვანელობდა. მიუხედავად ბრძოლისა, ლილანდრას სურდა მტრებთან მოლაპარაკება და უნდოდა მათთვის დაენახვებინა მათი შეცდომა. ამის პარალელურად კი, ძმები და გლადიატორი Scy’ar Tal-ის უხუცესს ებრძვიან. ბრძოლის დროს ალექსი გაარკვევს, რომ უხუცესი ძალას იღებს მისი რასის სხვა წევრებისგან და ეს განაპირობებს მის სიძლიერეს. ვულკანი მოახერხებს რომ გათიშოს ეს კავშირი, რის შემდეგადაც Scy’ar Tal-ს ლიდერი დაკარგავს თავის ძალებს. ეს აღმოჩნდება გარდამტეხი მომენტი დაპირისპირებაში. უპირატესობის მოპოვების შემდეგ, ვულკანი თავის ძმას მზეზე გადააგდებს, ხოლო გვარდიას კი უბრძანებს რომ ჰავოკის გუნდზე, Starjammers-ზე მიიტანოს შეტევა.

ასევე, მენტორს, იმპერიული გვარდიის “ტვინს” დაავალებს რომ Scy’ar Tal-ს საბოლოო იარაღი მათ წინააღმდეგ გამოიყენოს და მათი ფლოტი გაანადგუროს. აღმოჩნდება, რომ მზეზე გადაგდების მიუხედავად ჰავოკი გადარჩება. მან გამოიყენა რა მისი მუტანტის შესაძლებლობები, შთანთქა მზის ენერგია და სიკვდილის ნაცვლად გაძლიერდა. ძმებს შორის გაიმართება ბრძოლა, რომელშიც ჰავოკი გაიმარჯვებს და სწორედ მაშინ, როდესაც მას ვულკანი უნდა მოეკლა გამოჩნდება გვარდია, რომელსაც დაუმარცხებია Starjammers და ტყვედ ჩაუგდიათ მისი წევრები. მისი გუნდის წევრების გადასარჩენად ალექსი დანებდება. ამავე დროს, რეიჩელ გრეი და კორვუსი ცდილობე გაანადგურონ Scy’ar Tal-ს იარაღი, რათა თვით ისინი გადაარჩინონ. მაშინ როდესაც კორვუსმა უნდა გაანადგუროს ის, კა’არდუმი ბრძანებს რომ კორვუსის ხომალდი უნდა გაანადგურონ. მისი თქმით, მ’კრაან კრისტალი მეტისმეტად დიდი სიმდიდრეა და დაუშვებელია ში’არს ვინმე შეეცილოს კრისტალზე. საბოლოოდ, მოხდება აფეთქება და ში’არის მტრების მთელი ფლოტი განადგურდება. კა’არდუმი ეტყვის ლილანდრას, რომ სამოქალქო ომი დასრულებულია, რამდენადაც ვულკანმა დაამტკიცა რომ ის არის ნამდვილი ლიდერი და მის ხელში იმპერია აყვავდება, ხოლო ლილანდრას კი მისცემს გაქცევის საშუალებას. დასასრულს, ვულკანი ბრუნდება იმპერიის ცენტრში, სადაც მას ხალხი ზეიმით ხვდება, Starjammers კი მისი ტყვეები არიან. ვულკნაი ხალხს დაპირდება, რომ იმპერია კვლვ აღზევდება და დაიკავებს მის კუთვნილ ადგილს.

user posted image

პ.ს. დასასრულს, კადრი გადადის 13000 წლის წინ და ირკვევა, რომ არც Scy’ar Tal იყო მ’კაანის კრისტალის ქმნილება. ისინიც დამპყრობლები იყვნენ, რომლებმაც უცნობი რასა გაანადგურეს, რომელიც პლანეტაზე ცხოვრობდა. პ.ს.ს. ეს იყო ის მნიშვნელოვანი მოვლენები რომელმაც იმპერიის განვითარებაზე მოახდინა გავლენა მეფეთა ომამდე (War of Kings)…

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Comics, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *