მარველის მომავალი… უკვე დღეს

მარველი აღნიშნავს თავის 100 წელს… 47 წლით ადრე… ამ ინიციატივის ქვეშ ივლისში ყოველ კვირას გამოვა ხუთი “უან-შოტო” (one-shot: ცალკე ისტორია რომელიც კომიქსის ერთ გამოშვებაშია) რომლებშიც მარველის გმირების “მომავალს” გვაჩვენებენ. ყოველი ნომერი დაეთმობა ცალკე აღებულ გუნდს ან პერსონაჟს მათ შორის იქნებიან შურისმაძიებლები (Avengers), იქს-ადამიანები (X-Men), ადამიანი-ობობა (Spider-Man), ფანტასტიკური ოთხეული “Fantastic Four” და გალაქტიკის მცველები  (Guardians of the Galaxy.)


მარველმა გამოაქვეყნა პრევიუ და დეტალები ადამიან- ობობას ნომერის შესახებ:
100th ANNIVERSARY SPECIAL – SPIDER-MAN #1. მწერალი: შონ რაიანი (Sean Ryan), მხატვარი: ინ-ჰიუკ ლი (In-Hyuk Lee). “როგორია ადამიანი ობობას სამყარო მომავალში 2061 წელს? კინგპინმა კონტროლის ქვეშ აიყვანა სპაიდის ტექნო-სიმბიოტის კოსტიუმი, რაც ობობასთვის დიდ საფრთხეს ქმნის, ამის გამო ადამიანმა-ობობამ კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოს რატომ არი საუკეთესო გმირი მსოფლიოში!”


როგორც სერიის მწერალი შონ რაინი ამბობს: “წარმოიდგინეთ, რომ ეს ნომერი არი დიდი ისტორიის ნაწილი რომელიც კარგი ხანია ადამიანი ობობას სამყაროში მიმდინარეობდა, ეს ნომერი იქნება ამ ისტორიის დასასრული. იდეა იმაშია რომ ვენომის სიმბიოტი დაბრუნდა მაგრამ ამ ჯერად ის არი გარკვეულ ტექნოლოგიასთან შერეული, რაც სიმბიოტის „მასპინძელს“ კიდო უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს.”

მსგავსი პროექტი DC Comics ჰქონდა რომელსაც “DC One Million”  ერქვა, სადაც ბევრად უფრო შორი მომავალი გვაჩვენეს.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *