თორი რაგნაროკი: მიმოხილვა

“Thor: Ragnarok”-ის გამოსვლით დასრულდა, არა მხოლოდ თორის ტრილოგია, არამედ მარველის კინო სამყაროს პირველი სამი გმირის (კაპიტანი ამერიკას, რკინის კაცის და თორის) ტრილოგიები (თუ არ ჩავთვლით ჰალკის ერთ ფილმს).

მესამე თორის ფილმს ჩვენ, ყველაზე დიდ ხანს ველოდებოდით, რეალურად ფანებში თორის ფილმები დიდი პოპულარობით და სიყვარულით არ გამოირჩეოდა თუ არ ჩავთვლით ლოკის ფანების არმიას. ტრილოგიის პირველ ნაწილი იყო, ძალიან სოლიდური ფილმი, რომელმაც წარმატებით წარადგინა ასგარდის და თორის იდეა, რაც არ იყო ადვილი საქმე. მეორე ფილმი, Thor: Dark World, ალბათ ყველაზე სუსტი იყო არა მხოლოდ თორის, უკვე დასრულებულ, ტრილოგიაში არამედ მთლიან MCU-ში.

რაგნაროკმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ის უდაოდ საუკეთესოა სამ ფილმს შორის და მეტიც საუკთესოა ამ წლის მარველ სტუდიოს ფილმების შორის. Thor: Dark World რომ დავუბრუნდეთ, ერთ-ერთი პრობლემა იყო თორის მიმსგავსება Lord of the Rings-სთან და Game of Thrones (მეტიც Dark world-ის რეჟისორი მუშაობდა GOT-ზე), და ერთი შეხედვით კი თორს ბევრი საერთო აქვს ფენტეზისთან, და შეიძლება ოდესმე სერიოზული თორის ფილმიც ვიხილოთ, რომელიც იქნება უფრო მეტად “ფენტეზი”, მაგრამ მარველის თორის სამყარო ბევრად მეტია ვიდრე ფენტეზი, ის პირველ რიგში კომიქსის პერსონაჟია, სადაც ფენეტზისთან ასევე მოდის ფუტურისტული სამეცნიერო ფანტასტიკა და სუპერგმირები, ის არი ერთგვარი ნაზავი ამ სამი ჟანრის, ზუსტად ეს ხდის თორს უნიკალურს და საინტერესოს, და საბედნიეროდ რაგნაროკის შემთხვევაში შესანიშნავი ჩანს, იქნება ეს ფილმის ესთეტიკა, მოქმედება,  მუსიკა თუ იგივე ლოგო (რაც ახალ სტილისტურ მიმართულებაზე გადასვლის პირველი მინიშნება იყო). ფილმი არც ცდილობს GOT ან LOTR იმიტაციას, ის სრულიად აღიარებს თავის ფანტასტიკურ და სუპერგმირულ ფესვებს, რაც  შესანიშნავ შედეგს იძლევა.

ფილმის ავტორებმა მაქსიმალურად გამოიყენეს თავის შთაგონება, ჩანს რომ ისინი ცდილობდნენ, რაღაც ახალი და კრეატიული ეჩვენებინათ ყოველ სცენაში. მათ აიღეს ყველა კარგი ელემენტი ფენტეზიდან, სამეცნიერო ფანტასტიკიდან და სუპერგმირული კომიქსებიდან. ფილმის სცენარი არის კომიქს ისტორიების ”Thor: Ragnarok” და “Planet Hulk” შეჯვარება, თუმცა ფილმს მაინც ორიგინალური ისტორია აქვს, რომელიც ამ კომიქსებიდან მხოლოდ ელემენტებს იღებს რათა ახალი ისტორია შექმნას, ფილმი ბევრად განსხვავდება ამ ისტორიების კომიქს ვერსიებისგან, ამიტომ თუ თქვენ გსურთ ამ კომიქსების წაკითხვა არაფერს კარგავთ ამ ფილმის ნახვით, განსაკუთრებით, როდესაც ორივე ისტორია ერთ-ერთ საუკეთესოთა შორის შედის თითო პერსონაჟისათვის.

ფილმის ისტორია საინტერესოა და დინამიურია. ის განსაკუთრებით საინტერესოს ჩანს გალაქტიკის მცველებთან შედარებით. ფილმი სავსეა მოქმედებით, რომელიც არაა სტანდარტული და რაღაც ახალს გვთავაზობს განსაკუთრებით ამდენი მარველის ფილმის შემდეგ, მოქმედება განსაკუთრებით კარგად ჩანს “Spider-Man: Homecoming” შედარებით, სადაც ერთ-ერთი პრობლემა იყო ეკშენის ნაკლებობა. ამ ფილმში ყველაზე ნათლად ვხედავთ თუ როგორი შეკრული სამყარო შექმნა მარველ სტუდიომ, ჩვენ ვხედავთ დოქტორ სტრეინჯის, ძალიან კარგ და ამავე დროს ლოგიკურ კამეოს ჩვენ ასევე გვაქვს ჰალკის არც ისე პატარა როლი ფილმში. ფაქტობრივად ყველა პერსონაჟი კარგად არის გამოყენებული.

ამ ფილმში თორის პერსონაჟი განიცდის რეალურ განვითარებას, ის უფრო გამოცდილია და ამავე დროს უფრო სარკასტული, ამ მხრივ ეს კარგად მუშაობს რადგანს  ეს რეალურად ასრულებს პირველი ფილმის იდეას და ჩანაფიქრს. მეორედ ხარისხოვანი პერონაჟებს რაც შეეხება, ყველაზე დიდ სიურპრიზი იყო ვალკირია, თესა თომპსონმა შთამბეჭდავად ითამაშა თავისი როლი, და ალბათ თორის და ლოკის შემდეგ ყველაზე საინტერესო და ქარიზმატული ასგარდელი გვაჩვენა, ასევე რა თქმა უნდა კარგი იყო ჯეფ გოლდბლუმის შესრულება. არც კარლ ურბანის სქორჯის ისტორია იყო ცუდი, განსაკუთრებით დროის სიმცირის მოუხედავად.

რაც შეეხება ფილმის მთავარ ბოროტ მოქმედს, კეიტ ბლანშეტის ჰელას, ეს იყო უდაოდ კარგად შესრულებული როლი, მაგრამ როგორც ყველა სხვა მარველს სტუდის ფილმში, აშკარად მას რაღაც აკლდა, შეიძლება მას სჭირდებოდა ბევრად უფრო მეტი დრო რათა ჩვენ უფრო კარგად გაგვეგო მისი პერსონაჟის მოტივაცია, კი, მართალია ფილმში ის ყვება თავისი პირადი “ვენდეტის” მიზეზებს, მაგრამ ეს ბევრად ეფექტური იქნებოდა 5-7 წუთიანი ფლეშბეკ სცენით ვიდრე უბრალო ხსენებით, განსაკუთრებით როდესაც ჰელას წარსული ძალიან საინტერესო ჩანს, მეტიც ეს უფრო კარგად შეკრავდა ვალკირიის ისტორიის ხაზს. ჩემი შენიშვნების მიუხედავად ჰელა მაინც ერთ-ერთი ყველაზე კარგი ბოროტ მოქმდია მარველის კინო სამყაროში, შეიძლება ეს კეიტ ბლაშეტის ნიჭის ბრალია, ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მას ისევ ვიხილავთ მარველის ფილმებში.

ფილმის დიდი პლიუსი და ამავე დროს მინუსი არის იუმორი, უმეტეს შემთხვევაში ის კარგად მუშაობს, განსაკუთრებით ფილმის დასწყისში, სურტურის სცენაში, რაც აჩვენებს, რომ ფილმს არ ეშინია დასცინოს სუპერგმირული ფილმების კლიშეებს. თუმცა შემდეგ, თუ არ ჩავთვლით თორის ხუმრობას ვალკირიებში გაწევრიანებაზე, იუმორისტული სცენები ზედმეტი ჩანს, ფილმი უფრო მოიგებდა თუ რამდენიმე “ლუნი თუნზის” დონის ხუმრობა იქნებოდა ამოჭრილი. ამასთან ერთად ბრიუს ბენერის პერსონა უფრო მისი იუმორისტული კარიკატურაა თუ ჩვენ მას შევადარებთ წინა ფილმებს,  მართალია  მარკ რუფალომ შესანიშნავად ითამაშა ეს კარიკატურა.

მე არ ვიქნებოდი ამდენად მკაცრი იუმორთან თუ არა ფილმის ფინალი, არ დაგვავიწყდეეს რომ ფილმს უმიზეზოდ არ ჰქვია “რაგნაროკი”, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილების მომტანია, შეიძლება ყველაზე დიდი ცვლილების მთელ MCU ფილმებში, ამ გადამეტებული იუმორისტული ტონით ფილმის სერიოზული ცვლილების ეფექტი იკარგება. ცალკე აღსანიშნავია, ფილმის ვიზუალი,  განსაკუთრებით საკარის პლანეტაზე, სადაც შეგიძლია დაინახო, ლეგენდარული მხატვრის, ჯექ კირბის  სტილის გავლენა, იქნება ეს შენობები, ინტერიერის დიზაინი თუ გრანდმასტერის დარაჯების უნიფორმის დიზაინი.

საბოლოოდ, რაგნაროკი არის შესანიშნავი ექშენ ფილმი, რომელსაც ნათლად ესმის რა უნდა იყოს მარველის თორი, იმის მიუხედავად რომ ზედმეტი იუმორი ნაწილობრივ აზიანებს ფილმის მთავარ იდეას. ამის მიუხედავად ეს არის თორის ტრილოგიის და 2017 წლის მარველის საუკეთესო ფილმი (თუ ფოქსის ლოგანს არ ჩავთვლით). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფილმის დასრულების შემდეგ შენ გაინტერესებს ამ პერსონაჟის ისტორიის გაგრძელება, თორის და ჰალკის ცეცხლზე საუბრის არ იყოს, რეჟისორმა თაიკა ვაიტიტიმ დაანთო ცეცხლი თორის ფრენჩაიზში.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Marvel, Movies, Posts, Reviews. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.