DC-ის უსასრულო კრიზისები: ახსნა

დისის კომიქსების განხილვისას, ხშირად გვხდება ისეთი ტერმინები როგორიცაა
“პრე–კრიზისი“, “პოსტ–კრიზისი“, “პრე-New 52″, “პოსტ–ფლეშფოინთი“. მაგრამ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

მარველისაგან განსხვავებით, რომლის სამყაროც 1962 წლიდან რეალურად უცვლელია, დისიმ ბევრი ცვლილება განიცადა. საქმე ისაა, რომ მისი დიდი ასაკიდან გამომდინარე, დისის სამყაროში ბუნებრივად გაჩნდა პრობლემები ისტორიების და პერსონაჟების თანმიმდევრობასთან დაკავშირებით, მათ შორის-დროის პერიოდები. მაგალითად, ძნელი ასახსნელი იყო ის, რომ ბეტმენი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა, კვლავ ახალგაზრდა იყო 1980-იანი წლების დასწყისში. ასევე, იყო უამრავი სხვადასხვა დეტალი, რომელიც ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ამის ასახსნელად დისი კომიქსმა შეიმუშავა პარალელური სამყაროების ასევე ე.წ. როგორც მულტივერსის იდეა. ამ იდეის ფორმირება დაიწყო მაშინ, როდესაც 1960-იან წლებში (კომიქსების
ვერცხლის ხანაში (1956-1970 წლამდე)), დისიმ წარადგინა ახალი გრინ ლანტერნი (ჰელ ჯორდანი) და ფლეში (ბარი ალენი), ამის შემდეგ გაჩნდა კითხვა- რა მოუვიდა ოქროს ხანის (1930-1950-იანი წლების პერიოდი) პირველ გრინ ლანტერნსა (ალან სკოტი) და ფლეშს (ჯეი გარიკი)? ამის ასახსნელად დისიმ 1961 წელს გამოსცა კომიქსი Flash (vol. 1) #123. ამ ნომერმა პირველად შეიმუშავა პარალელური სამყაროს იდეა, რომელსაც შემდეგ დაერქვა “დედამიწა-2″ (Earth-2), სადაც ოქროს პერიოდის გმირები ცხოვრობდნენ. ამასთან ერთად, ჯეი გარიკის ფლეში იყო უბრალო კომიქსების პერსონაჟი ბარი ალენის სამყაროში “დედამიწა-1″-ზე (Earth-1). ეს ფენომენი იმით იყო ახსნილი, რომ კომიქსის
ავტორი ბარი ალენის სამყაროდან სიზმრებში ხედავდა “დედამიწა-2″-ს.

დედამიწა-2-ზე, რეალურად, ყველა ოქროს ხანის პერსონაჟი იყო. პირველი გრინ ლანტერნისა და ფლეშის გარდა, ამ დედამიწაზე სხვა გმირებიც იყვნენ, მათ შორის: ბეტმენის, სუპერმენისა და ვანდერ ვუმენის ძველი (პირველადი) ვერსიები, რომლებმაც II მსოფლიო ომში მიიღეს მონაწილეობა. ამ სამყაროში, იმავე ბეტმენი დაბერებული და დაოჯახებული იყო ქეთვუმენთან (სელინა კაილი). მათ ასევე ჰყავდათ შვილი- ჰელენა ვეინი, ასევე ცნობილი როგორც – მონადირე (Huntress). ამ ორ სამყაროს შორის ხშირი გადაკვეთებიც იყო. ამით დისიმ შეძლო ძველი და ახალი ფანების გულის მოგება.

გრინ ლანტერნისა და ფლეშის შემთხვევაში მათი პარალელური სამყაროების ვერსიებს შორის განსხვავება აშკარა იყო, რადგან ისინი სულ სხვა პერსონაჟები იყვნენ, განსხვავებით ბეტმენის, სუპერმენისა და ვანდერ ვუმენის შემთხვევაში. შესაბამისად, ამ სამი პერსონაჟის მითოსი ორივე სამყაროში მეტნაკლებად მსგავსი იყო. განსხვავება იყო მხოლოდ ასაკში. დისის თქმით, ბეტმენის შემთხვევაში, ჩვენ გადავინაცვლეთ დედამიწა-2-დან დედამიწა-1-ზე 1964 წელს, როდესაც ბეტმენის ფორმას ახალი ყვითელი ლოგო გაუჩნდა. დისი კომიქსმა სცადა უფრო მეტი განსხვავება შეექმნა, რათა განეცალკევებინა ორი სამყარო. როგორც აღვნიშნეთ, მეორე დედამიწაზე გმირები ასაკში შეღწეულნი იყვნენ. ბეტმენს ცოლ-შვილი ჰყავდა, გაჭაღარავებული სუპერმენი კი ლოის ლეინზე იყო დაქორწინებული. ასევე, დედამიწა 2-ზე სუპერგერლის ნაცვლად ფაუერ გირლი (Power Girl) იყო. მე-2 დედამიწის მთავარი სუპერგმირული გუნდი ამერიკის სამართლიანობის საზოგადოება (Justice Society of America/JSA) იყო, 1-ელ დედამიწაზე კი ამერიკის სამართლიანობის ლიგა (Justice League of America/JLA). რეალურად, მე-2 დედამიწამ Justice League of America #73-ის ნომრიდან დაიწყო ცალკე არსებობა. გადაკვეთების გარდა, მე-2 დედამიწის შესახებ ისტორიები უმეტესად სერიაში- “Adventure comics” იბეჭდებოდა.

თუმცა, ბევრისათვის ამ ორი სამყაროს არსებობა პრობლემატური იყო, რომ არაფერი ვთქვათ სხვა მცირე ალტერნატიულ სამყაროებზე. ზუსტად ამიტომ, 1980-ში გადაწყდა ამ პრობლემის მოგვარება და ახალი ერთიანი სამყაროს შექმნა, რომელიც იქნებოდა მისაღები ძველი ფანებისათვის და ამავე დროს, იქნებოდა მარტივად გასაგები ახალი მკითხველისათვის.  ამისათვის შეიქმნა 12 ნაწილიანი კომიქს მოვლენა სახელად “Crisis on Infinite Earths“. კომიქსს ერთი მიზანი ჰქონდაშეექმნა ერთი დედამიწა და სამყარო, სადაც ყველა გმირი იქნებოდა. ამ მოვლენამ ასევე დაამატა დისის მიერ ახლად შესყიდული “Charlton Comics” პერსონაჟები DC სამყაროში (მათ შორის Captain Atom, Question, Blue Beetle და სხვა).  ბევრი რომ არ დავასპოილეროთ, ამ მოვლენის დასასრულს, ჩვენ ვიღებთ ახალ გადატვირთულ და ერთიან სამყაროს. აგრეთვე ძველი ერის გრინ ლანტერნი, ფლეში და მთლიანი ამერიკის სამართლიანობის საზოგადოება იყვნენ ამ სამყაროს ძველი გმირები, რომელბმაც მიიღეს მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში; ბეტმენი, სუპერმენი და ვანდერ ვუმენი კი ახალი დროის გმირები. თუმცა, ჩვენ მოგვიანებით ვიგებთ რომ ვანდერ ვუმენი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ ის არ იყო დიანა, არამედ დიანას დედა, თემისკირას დედოფალიჰიპოლიტა.

შესაბამისად, ყველაფერი რაც მოხდა 1985 წლის კრიზისამდე არის მოხსენიებული როგორც პრეკრიზისი, ყველაფერი ამის შემდეგ კი როგორცპოსტკრიზისი. პირველმა კრიზისმა მაინც ვერ შეძლო მთლიანად ყველა პრობლემის გამოსწორება. დარჩა ბევრი სხვა პრობლემა, რომელიც დროს ეხებოდა, ამიტომ 1994 წელს დისიმ Zero Hour: Crisis in Time გამოუშვა, სადაც გაბოროტებული გრინ ლანტერნი ჰელ ჯორდანი ცდილობდა დროის შეცვლას, თუმცა ამან არანაკლები პრობლემა შექმნა. მაგალითად, ჯერ კიდევ უცნობი იყო რომელი ჰოუკმენის (Hawkman) ვერსია იყო 1986 წლიდან. ასევე აღსანიშნავია, რომ 2000 წლის გრანტ მორისონის კომიქსს “JLA: Earth 2”, არ აქვს კავშირი პირველ დედამიწა 2-თან.

Crisis on Infinite Earths-მა ასევე დიდი პრობლემა შეუქმნა Power Girl-, რადგან ის რეალურად სუპერგერლის ალტერნატიული ვერსია იყო დედამიწა-2-დან, მაგრამ ფაურგირლი იმდენად პოპულარული იყო, რომ ის გადავიდა ერთიან სამყაროში როგორც  დევნილი”, ამიტომაც დისი კომიქსმა სცადა მისი მთლიანი ბიოგრაფიის შეცვლა და მისთვის სულ სხვა წარმომავლობის მიცემა. ამ ახალი ვერსიის თანახმად, ის ატლანტიდან იყო, თუმცა ეს იდეა არც ისე პოპურალური იყო ფანებში, შესაბამისად, JSA Classifield #1-4 ისევ უბრუნდება პირველად იდეას, რომლის მიხედვითაც ფაუერგირლი დევნილი კრიპტონელია დედამიწა 2-დან.  2005-2006 წელს გამოვიდა “Crisis on Infinite Earths”-ის გაგრძელება -“Infinite Crisis”, რომელმაც ასევე ბევრი რამ შეცვალა. მაგალითად, გააცოცხლა მეორე რობინი, ჯეისონ ტოდი, Doom patrol პირველადი გუნდი, ჰოუკმენის სხვადასხვა ვერსიები. ეს ცვლილებები უმეტესად ძველი ფანებისთვის იყო გაკეთებული.

2011-ში DC Comics-მა  დაასკვნა რომ მისი სამყარო ძნელადგასაგები იყო ახალი მკითხველისათვის, იმის მიუხედავად, რომ პოსტკრიზისულ სამყაროს ბევრად ნაკლები პრობლემა ჰქონდა, ვიდრე პრეკრიზისულს. DC-მ გადაწყვიტა მორიგი სრული გადატვირთვა გაეხორციელებინა, რამაც ბევრი ძველი ფანი გააღიზიანა. ეს მოხდა მინი სერიაში FlashPoint-ში, სადაც ფლეშის წარსულის შეცვლის გამო დისის მთელი სამყარო სრულიად იცვლება, ამ მოვლენამ ასევე გადაიტანა/გააერთიანა Wildstorm და Vertigo პერსონაჟები დისის ერთიან სამყაროში. მაგალითად,  გრიფტერი (Grifter) და კონსტანტინ ჰელბლეიზერი (Constantine Hellblazer). New 52-ში ყველა პერსონაჟი სრულიად შეიცვალა, თუმცა ავტორებმა გააკეთეს გარკვეული გამონაკლისი ბეტმენის და გრინ ლანტერნის შემთხვევაშიმათი პოსტკრიზისული ისტორიების დიდი ნაწილი უცვლელი დარჩა და new 52 ნაწილი იყო. დიდი ცვლილებები შეეხო აგრეთვე სუპერმენსა და ვანდერ ვუმენს, ასევე დაბრუნდა მეორე დედამიწა სადაც იყვნენ სრულიად განახლებული ალან სკოტი გრინ ლანტერნი და ჯეი გარიკის ფლეში.   

მაგრამ, არც ეს იყო ბოლო. 2014 წელს დისი კომიქსმა კიდევ ერთი კომიქსმოვლენა გამოუშვა – “Convergence”, რომლის მიზანი რეალურად “Crisis on Infinite earths”-ის შედეგის ანულირება და მუტლივერსის დაბრუნება იყო, ამით ყველაწაშლილისამყარო და პერსონაჟის ყველა ვერსია კანონიკური გახდა. ამით დისის უნდოდა თავისი ავტორების გათავისუფლება კრეატიული ბორკილებისაგან, სადაც მთავარი აქცენტი იქნებოდა გაკეთებული ისტორიაზე და არა სამყაროს ნიუანსებზე. “Convergence”-ის ერთერთი მთავარი ცვლილება არის pre-Flashpoint სუპერმენის დაბრუნება New 52 სამყაროში, მოგვიანებით Rebirth-ში (მოვლენა, რომელმაც ახლიდან დაიწყო DC ნუმერაცია). ჩვენ ვიგებთ რომ ძველიპრე-Flashpoint სუპერმენი და ახალგაზრდა– New 52 სუპერმენი, რეალურად, არიან ერთი პერსონაჟის ორი გახლეჩილი ნახევარი, და მხოლოდ მათი გაერთიანებით (Rebirth-ით) მივიღებთ ჩვენ ერთ ნამდვილ სუპერმენს.

Rebirth-მა ასევე დააბრუნა ძველი pre-Flahspoint პერსონაჟები, როგორიცაა: ფლეში/კიდ ფლეშიუოლი ვესტი (Wally West Flash), ჰელენა ბერტენელი (Huntrees), ტედ კორდი (Blue Beetle) და სხვა. ამასთან ერთად, უოლი ვესტი იგებს, რომ სამყარო არ იყო შეცვლილი ფლეშპონტით (ბარი ალენის გამო), არამედ რეალობა შეცვალა დოქტორ მანჰეტენმა (Doctor Manhattan), რომელმაც ასევეწაშალადაახლოებით 10 წელი თითოეული პერსონაჟის ცხვორებიდან, რაც ხსნის თუ რატომ არიან New 52 გმირები ახალგაზრდა. ამან უმარავი თეორია და შეკითხვა შექმნა, რომელიც სულ მალე Doomsday Clock-ით აიხსნება (?), რომელიც, იმედია, გასცემს პასუხს ამ არსებულ საკითხებს. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომიქს ავტორები ყოველთვის შეეცდებიან კომიქს სამყაროს შეცვლას, მითუმეტეს ისეთი დიდი და ძველი სამყაროს შეცვლას, როგორიცაა DC.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Batman, Comics, DC, Origins, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.