ახალი თორი

გადაცემა “View” მეშვეობით გაირკვა დეტალები ახალი თორის შესახებ,  იმის გარდა რომ ახალი თორი ქალი იქნება, აგრეთვე ცნობილია რომ ის სრულიად ახალი პერსონაჟია, რომელიც პირველად ეხლანდელი თორის კომიქს სერიაში  “Thor: God of Thunder” სექტემბრის ნომერში გამოჩნდება, წარსულში ეს პერსონაჟი გადარჩენილი იყო “კაცი” თორის მიერ. იდეიის მიხედვიღ ძველი თორი რაღაცა მიზეზის გამო უღირსი გახდებე მიოლნირისთვის (Mjölnir) რის მერე თორის ჩაქუჩი ერგება ამ ახალ პერსონაჟს. 

დეტალებს ახალი თორის ვინაობის შესახებ ჩვენ უკვე ოქტომბერში გავიგებთ ახალი სერიის პირველ ნომერში (Thor #1),  სერიას მწერალი ჯეისონ აარონი (Jason Aaron) იქნება,  ახლანდელი თორის სერიის მწერალი, სერიას კი დახატავს ციკლოპის მხატვარი რასელ დოტერმენი (Russell Dauterman).

თუმცა ძველი თორის ფანებისთვის არაფერია საგანგაშო რადგან ის არასად არ მიდის, და Avengers #35 ყდის მიხედვით მას კიდეც ახალი იარაღი ექნება, ნაჯახი სახელად ჯარბჯორნ (Jarnbjorn) რომელსაც თავის ჩაქუჩამდე იღენებდა. აღსანიშნავია რომ თორის სქესის შეცვლის იდეა არა ახალი, ჯერ კიდო 1999 წელს, ერთ-ერთ ალტერნატიულ სამყაროში (კომიქს Earth-X) ოდინი თორს დასჯის მისი სქესის შეცვლით.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *