აკვამენის ახალი ანიმაციური ფილმი

საიდუმლო არ არი რომ DC აკვამენის ანიმაციურ ფილმს ამზადებს, ეს განსაკუთრებით აშკარა გახდა “Justice League: War” ტიტრების სცენის მერე, ეს მომავალი ფილმი როგორც “War” და “Son of Batman” ერთ სამყაროში ხდება,  ისტორია კი ძლიერი New 52 კომიქსების გავლენის ქვეშ იქნება.

ეხლა კი DC Collectibles ეკშენ ფიგურების ანონსის მიხედვით ამ ფილმის სათაური გაირკვა “JUSTICE LEAGUE: THRONE OF ATLANTIS”, ეს სათაური ემთხვევა New 52 სამართლიანობის ლიგის კომიქსის ერთ ერთ სუიჟეტს (Justice League vol. 2 #15–17, Aquaman vol. 7 #14–16), რომელსაც ანიმაცია სავარაუდოდ დაეფუძნება, წყაროების მიხედვით ანიმაციაში აგრეთვე აკვამენის წარმოშობის ისტორიას ჩართავენ, მას არ ეცოდინება თუ ვინ არი ის სინამდვილეში და რა კავშირი აქვს მას ატლანტიდასთან. ეს სათაური აგრეთვე იმაზე მიუთითებს რომ ფილმში აკვამენის გარდა სამართლიანობის ლიგის პერსონაჟებიც მიიღებენ გარკვეულ როლს. რაც შეეხება ფიგურებს, სერია 2015 წლის იანვარში უნდა გამოვიდეს, სერიაში შემდეგი პერსონაჟების ფიგურებია: აკვამენი (Aquaman), შავი მანტა (Black Manta), მერა (Mera), ოკეანის ბრძანებელი (Ocean Master). ფიგურების ზომა დაახლოებით 17 სმ.

 

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Animation, DC, Toys/Statues. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *