DC ახალი ფიგურები და სტატუები

DC Collectibles-მა გამოაქვეყნა იმ ფიგურების და სტატუების სურათები რომლებსაც სან დიეგოს კომიქს-კონზე (SDCC) ვიხილავთ. პირველ რიგში ტრადიციულად დიდი ყურადღება ეძღვნება ბეტმენის სამყაროს.  ბეტმენის გრეგ კაპულოს (Designer Series: Greg Capullo) რიგით მესამე დიზაინერულ სერიაში იქნებიან:  ნულოვანი წლის ბეტმენი (Zero year Batman), ბეტგერლი (Batgirl), კომისარი გორდონი (Commissioner Gordon), ორ სახიანი (Two-face).  აგრეთვე ჰარლი კვინის (Harley Quinn) ფიგურა ბეტმენის ანიმაციური სერიალის (Batman: TAS) მიხედვით. და რა თქმა უნდა ფიგურები Batman: Arkham Knight ვიდეო თამაშის მიხედვით, პირველ სერიაში იქნებიან: საფრთხობელა (Scarecrow), ჰარლი კვინი (Harley Quinn), ბეტმენი (Batman), და არქჰემის რაინდი (Arkham Knight).

კომიქსების და თამაშების გარდა ფიგურებს მიიღებენ DC-ს სატელევიზიო გმირებიც. სერიალ “ისარის” (Arrow) მიხედვით გამოვა შემდეგი ფიგურები: ისარი (Arrow), ოლივერ ქუინი (Oliver Queen), შავი კანარი (Black Canary), დეზსტროუკი (Deathstroke), და თავისივე სერიალიდან მარტოხელა ფლეში (The Flash).

რაც შეეხება სტატუებს,  გრძელდება ბეტმენის შავ-თეთრი სტატუების სერია “Batman Black and White”,  ერთი სტატუა დეივ ჯონსონის (Dave Johnson) ნახატების მიხედვით იქნება, მეორე კი ფრენსის მენეპულის (Francis Manapul). ორ სტატუას აგრეთვე ვონდერ ვუმანიც მიიღებს თავის სერიაში “Wonder Woman: Art of War”,  ტონი დენიელის (Tony Daniel) და ქლიფ ჩანგის (Cliff Chiang) არტის მიხედვით. არც სუპერმენი დარჩება სტატუის გარეშე, მისი სტატუა გერი ფრენკის დიზაინის მიხედვით იქნება. DC Bombshell სერია რომელიც 1940 წლების პინ აპის (Pin up) სტილში განასახიერებს დისის ქალბატონებს, ჰოკგერლის (Hawkgirl) გარდა მიიღებს კიდო ორ სტატუას რომლებსაც კომიქს-კონზე ვნახავთ. DCC აგრეთვე აპირებს ექსკლუზიურად კომიქს-კონისთვის გაყიდოს Arkham City Harley Quinn სტატუის გაფერადებული ვარიანტი.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, DC, Toys/Statues. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *