Azazel – ბიბლიური პერსონაჟი კომიქსებში


Azazel არის გამოგონილი პერსონაჟი მარველის კომიქსებში. პივრლევად გამოჩნდა კომიქსში Uncanny X-Men #428 სთორილაინში სახელად “The Draco” რომეოლიც დაწერილია Chuck Austen-ს მიერ. აზაზელი ასევე გამოჩნდა ფილმში X-Men: First Class როგორც წინააღმდეგობის ჯგუფის Hellfire Club-ს წევრი.
აზაზელი აცხადებს რომ მრავალი საუკუნის წინ დემონური ჰუმანოიდების ურდო ბიბლიური დროიდან სახელად Neyaphem. აწარმოებდა ეპიკურ ბრძოლას ანგელოზურ ქსენოფობიურ მუტანტებთის ურდოსთან სახელად Cheyarafim, მათ მოიგეს ომი და ეგრეთ წოდებული “დემონები” დაატყვევეს ალტერნატიულ განზომილებაში სამუდმოდ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა Neyaphem-ბის ლიდერი აზაზელი, ერთადერთი იყო რომელსაც შეეძლო გაერღვია განზომილებათშორისი სიცარიელე თავის ტელეპორტაციის უნარით.
მას სხვა ტელეპორტერებთან შედარებით აქვს “წმინდა” ტელეპორტაციის ძალა რადგან მას არ სჭირდება ხედავდეს ადგილს სადაც ტელეპორტაციას აპირებს. როგორც ჩანს ის უკვდავია რადგან ბიბლიური დროიდან დღემდე მოატანა. კარგად აქვს შესწავლილი შავი მაგია და ცივი იარაღით ბრძოლის ხელოვნება. მას შეუძლია გონებრივად დაუკავშირდეს და გააკონტროლოს თავისზე ნაკლებად განვითარებული გონების არსებები. შეუძლია თავის გარებნობის შენიღბვაც.
მან დაიწყო შეხვედრა ქალთან რომელსაც ქონდა უჩვეულო ხასიათი (და არამარტო ხასიათი) ყოველ შემთხვევაში ეს ქალი ნამდვილად არ გაქვდა სხვა, ჩვეულებრივ ქალებს. აზაზელი ხვდებოდა ამ ქალს რადგან მიაჩნდა რომ ის ერთადერთი იყო ვისაც შეეძლო შვილი გაეჩინა მისთვის (Neyaphem-ბის რასის ბავშვის გაჩენა ყველა ქალს არ შეეძლო). ამ ქალს ერქვა Mystique. აზაზელი მისტიკს გერმანიაში შეხვდა როდესაც მისტიკი ქორწინებაში იმყოფებოდა მდიდარ ბარონ Christian Wagner-თან, კრისტიანს კი უშვილობის პრობლემა ჰქონდა. ასე თუ ისე მისტიკმა გადაწყვიტა დაწოლილიყო აზაზელთან რომელიც შეუყვარდა, თუმდა აზაზელს ამოძრავებდა მხოლოდ ის მიზანი რომ მისტიკისგან უბრალოდ შვილი ჰყოლოდა, მოგვიანებით ირკვევა რომ აზაზელსაც თავდავიწყებით უყვარდება მისტიკი და აღიარებს ერთადერთ ნამდვილ სიყვარულად მის ცხოვრებაში. მოკლედ, როდესაც აზაზელმა ჩათვალა რომ მისი “მისია” უკვე შესრულებული იყო და მისტიკი დაორსულდა, მანდ დატოვა ის და გადაიხვეწა გერმანიიდან რადგან ამ დროს მისმა მოწინააღმდეგეებს Cheyarafim-ს უკვე დადგენილი ჰქონდათ მისი იმჟამინდელი სამყოფელი გერმანიაში, ამგვარად აზაზელმა განსაცდელისგან იხსნა მისტიკიც და თავისი ჯერ არდაბადებული შვილიც. ამის შემდეგ მისტიკი კლავს კრისტიან ვაგნერს (თავის ქმარს) და მარხავს მის გვამს რადგან კრისტიანმა გაიგო მისი ღალატის ამბავი.
რამოდენიმე თვის შემდეგ, მისტიკი აჩენს ბავშვს. მშობიარობის დროს მისი გონების და სხეულის დაძაბვამ გამოიწვია კონცენტრაციის დაკარგვა და მისიტიკი ხალხმა თავისი ნამდვილი სახით დაინახა. გამწარებულმა ხალხმა ის სატანად ჩათვალა და მისტიკმაც ძლივს გაასწრო სიკვდილს, ძლივს მოახერხა ბავშვის გადარჩენა. გაიქცა და გადააგდო ბავშვი ხეობაში მაგრამ, ბავშვი გადალეტეპორტდა აშკარად აზაზელის მიერ და ჩაებარა Margali Szardos-ს აღსაზრდელად. აზაზელს მანამდეც ჰქონდა ქორწინება ქალთან რომელმაც მას გაუჩინა Abyss და Kiwi Black. საბოლოოდ აზაზელს აღარ შეეძლო Neyaphem-გან განთავისუფლება რადგან Cheyarafim-ბის სისხლი ვერ მოიძია პორტალის გასახსნელად და ჩარჩა იქ. შემდეგ გამოსულ ვერსიებში გახმაურდა რომ აზაზელი ნამდვილად დემონია ან მონიმუმ დემონის სისხლი მაინც აქვს. ხო და კიდევ ერთი, რატომ ვილაპარაკე ამდენი მის ბავშვზე: ალბათ გეცოდინებათ X-Men-დან Nightcrawler ანუ იგივე Kurt Wagner. ეს სწორედ ის ბავშვია რომელზეც ვლაპარაკობდი, ის აზაზელის შვილია

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *