მარველის კოსმოსის ღმერთები (ნაწილი 1)

როდესაც თანოსზე ვწერდი პოსტს, მაშინ ვახსენე ერთი რასა, სელესტიალები (Celestials). ვიფიქრე, ალბათ ცუდი არ იქნება, თუ ცოტა რამეს დავწერ ამ რასაზე.

რასაზე, რომელიც ალბათ ყველაზე იდუმალია მთელი მარველის სამყაროში. ეს იდუმალება შეეხება როგორც მათ წარმოშობას, აგრეთვე მათ მიზნებს… ვეცადოთ, ჩამოვაყალიბოთ ის ცოდნა რაც სახეზე გვაქვს და მოვახდინოთ მისი სისტემატიზირება, რამდენადაც ამის საშუალებას მოგვცემს ის ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები რაც წლების განმავლობაში გაჟღერებულა კომიქსებში. 

user posted imageრასის შექმნის ისტორიის შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს. ერთი მოსაზრების თანახმად, შესაძლოა ისინი, ისევე როგორც გალაქტუსი იყვნენ წინა სამყაროს გადარჩენილი წარმომადგენლები, თუმცაღა ეს მოხლოდ თეორიაა, რაც არასდოს არ დადასტურებულა. არსებობს შეხედულება, რომლის თანახმადაც არსებობს სამყარო (რომელსაც პირობითად Celestialverse ვუწოდოთ), საიდანაც მთელს სამყაროში გავრცელდა ეს რასა. შემდეგი თეორიის თანახმად, სელესტიალები შექმნა ეთერნითიმ (Eternity), ან მათი შექმნა დაკავშირებულია მასთან. ამის საფუძველს იძლევა ქვემოთ მოყვანილი სურათი, რომელიც ამოღებულია ვერცხლისფერი სერფერის (Silver Surfer) მე-10 ნომრიდან, თუმცაღა ისიც დასამატებელია, რომ აღნიშნული ფრაზის განმარტება მრავალგვარად შეიძლება, ამიტომაც ვერ მივიჩნევთ რომ მისი მშევეობით საკითხის გადაჭრა შეგვიძლია.

გავრცელებულია კიდევ ერთი მოსაზრება, რომ რასა შექმნა კოსმიურმა არსებამ, ფულკრუმმა (The Fulcrum). ამავდროულად მან შექმნა არა მარტო სელესტიალების რასა, არამედ კიდევ ორი სხვა რასა, ჰორდე (Horde) და დარაჯების (The Watchers) რასა. აღნიშნულ მოსაზრებაზეა აგებული კომიქსთა ერთი სერია, სახელწოდებით Eternals. აღნიშნულ კომიქსში საკმაოდ საინტერესოდაა გააზრებული სელესტიალების ადგილი და მნიშვნელობა, თუმცაღა არის გარკვეული ხარვეზებიც, რომელზედაც საუბარი ალბათ აქ არ ღირს. ალბათ არც ეს თეორია უნდა იქნეს ეჭვშეუტანელად მიჩნეუილი, რამდენადაც ეს მხოლოდ ერთი მწერლის მოსაზრებაა, თუმცა ცხადია ის ყურადსაღებია. ფულკრუმი

ბოლოს აღმოჩნდა კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც მართალია, არ ეხება უშუალოდ სელესტიალების მოსაზრებას, თუმცაღა მაინც საინტერესოა. კერძოდ, ამ თეორიის თანახმად, სელესტიალთა რასამ, გარკვეული მიზეზის გამო, თავდაპირველად არსებული სამყარო (Universe), დაშალა მულტივერსად (Multiverse). ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ბოლო შეხედულება საკმაოდ სუსტად შეიძლება მიჩნეულ იქნას რიგი მიზეზების გამო. კერძოდ, ბოლო წლებში განვითარებულმა ცვლილებებმა მარველის კოსმოლოგიაში შეცვალა უკვე დამკვიდრებული შეხედულებები, რის გამოც ზოგჯერ ავტორები იღებენ სრულიად გაურკვეველ გადაწყვეტილებებს.

ზემოთ მოყვანილი თეორია სწორედ მას უნდა მივაკუთვნოთ. რამდენადაც, გარკვეულ წილად ვთანხმდებით, რომ რასის წარმოშობა ბურუსითაა მოცული, უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლომდე გარკვეული არ არის მათი საცხოვრებული ადგილიც. შეიძლება ეს ადგილი იყოს ჰიპერსფერო.  აგრეთვე, საიდუმლო ომების (Secret wars) დროს ბიონდერმა (Beyonder) გადაწყვიტა გამოეკვლია მათი მშობლიური პლანეტა, რომელიც თითქოს და იყო ასე ვთქვათ, “ტურისტული ცენტრი”, თუმცაღა შემდეგ გაირკვა, რომ ეს იყო ილუზია, რომელიც სელესტიალებმა შექმნეს, რათა საიდუმლოდ შეენახათ მათი საცხოვრებელი ადგილი. მიუხედავად ამ კითხვისნიშნებისა, რაც უკავშირდება აღნიშნული რასის წარმოშობას, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა კვალი დაამჩნიეს მათ სამყაროს განვითარებას.

მათ სახელს უკავშირდება ისეთი რასების შექმნა როგორიცაა Eternals და Deviants. არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მარველის სამყაროში, სადაც ასე თუ ისე, მათ მონაწილობა არ მიეღოთ… აღსანიშნავია ისიც, რომ ათასწლულების განმავლობაში, ორ რასას, სელესტიალებსა და ვოჩერებს შორის მიმდინარეობდა დაპირისპირება მათი მსოფლმხედველობის გამო. კერძოდ, სელესტილალები მიიჩნევენ, რომ აუცილებელელია რესებს განვითარებში ჩარევა, რათა მოხდეს მათი გადაყვანა ახალ საფეხურზე, მაშინ როცა მათი მოწინააღმდეგეების იდეოლოგია ეფუძნებოდა მხოლოდ დაკვირვებას და ჩაურევლობას, რამდენადაც მიიჩნევდნენ რომ ხელოვნური ჩარევა იყო მიუღებელი ქმედება, რასაც შეეძლო გამოეწვია მძიმე შედეგები. შეიძლება ითქვას, რომ ეს მოსაზრება იყო გამართლებული, რაც შემდეგ გამოაჩნია განვითარებულმა მოვლენებმა.  ძირითადი მიზანი გენეტიკური მანიპულაციისა ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცაღა ცნობილია ის, რომ მათ აქვთ გარკვეული სტანდარტი, რომლის ვერ ჩაბარების შემთხვევაში ისინი ანადგურებენ იმ პლანეტას, სადაც მათ მოახდინეს გენეტიკური მანიპულაცია. სელესტიალის დაბადება

დედამიწაზე მოსვლა: სელესტიალები დედამიწაზე პირველად დაახლოებით მილიონი წლის წინ მოვიდნენ. მათ ჩაატარეს ექსპერიმენტები ყველაზე განვითარებულ რასაზე, რის შედეგადაც შეიქმნა ორი სუბ-რასა, უკვე აღნიშნული ეტერნალები და დევიანტები. აგრეთვე, მანიპულაციის შედეგად განვითარდა X-გენი, რაც შემდეგ მუტანტების დაბადების საფუძველი გახდა. მეორედ ისინი ჩვენ წელთ აღრიცხვამდე 18000 წლით ადრე მოვიდნენ, რათა შეემოწმებინათ თუ რა განვიათრებას მიაღწიეს მათმა შექმნილმა რასებმა. შედეგით უკმაყოფილოებმა გაანადგურეს დევიანტების ქალაქი, ლემურია. აგრეთვე უნდა ითქვას ისიც, რომ სწორედ ამ პერიოდში განადგურდა სხვა ცივილიზაციები. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ატლანტისი, რომელიც სწორედ ამ პერიოდში ჩაიძირა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ დროს ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი სელესტიალი, ტიამუტი (Tiamut the Communicator ) და არიშემი ( Arishem the Judge) ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რამდენადაც არიშემის გადაწყვეტილება, ჩარეულიყვენენ და გაენადგურებინათ დევიანტები, რომლებიც მონათმფლობელები იყვნენ, ტიამუტმა მიიჩნია ალოგიკურ გადაწყვეტილებად, რასაც მათ შორის მოყვა დაპირისპირება. user posted image საბოლოოდ, გუნდის წევრებმა ძლიეს ტიამუტი და ჩაამწყვრიეს მთაში, რომელიც მის მუდმივ სამყოფელად უნდა ქცეულიყო. მესამედ, ისინი დაახლოებით მე-10 საუკუნეში მოვიდნენ. ინკებმა, რომლებიც მათ ღმერთებად მიიჩნევდნენ ანდებში ააშენეს ქალაქი, რომელიც შემდგომ სელესტიალების ბაზად იქცა.

დედამიწაზე მეოთხედ მოსვლა user posted image შემდეგ კი ისინი მე-20 საუკუნეში მოვიდნენ დედამიწაზე. იმის გამო, რომ შესაძლოა სელესტიალებს გაენადგურებინათ დედამიწა, დადემიწის მითიურ პანთეონთა ლიდერებმა გააერთიანეს ძალები, რათა შეწინააღმდეგებოდნენ  მათ.  საბოლოოდ, დაპირისპირება გარდაუვალი აღმოჩნდა. ოდინმა გამოიყენა მისი საბოლოო იარაღი, განადგურებელი ჯავშანი (Destroyer armor), რომელის ძალათა გასაძლიერებლად მან თითქმის ყველა ასგარდელი სული გამოიყენა, თუმცა მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ამის შემდეგ ბრძოლაში ტორი ჩაერთო, თუმცა ცხადი იყო, რომ ის თავიდანვე განწირული იყო. საბოოლოდ, ყველაფერი შეცვალა გეას გამოჩენამ, რომელმაც სელესტიალებს შესთავაზე 12 ადამიანი, რომელბიც კაცობრიობის სიქველეს გამოხატავდა. გეას შეთავაზების თანახმად, სელესტიალები 12 შეთავაზებულ ადამიანს წაიყვანდნენ და მათ ასწავლიდნენ სამყაროს საიდუმლოებებს, სანაცვლოდ კი, 12 გზავნილისგანაც შეისწავლიდნენ. საბოლოოდ არიშემმა მიიღო გადწყვეტილება, რომ დედამიწა არ უნდა განადგურებულიყო . user posted image შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არასრული ისტორია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს დედამიწასა და სელესტიალების რასას. ისტორია, რომელიც ზემოთ იყო მოთხრობილი არის წარსული. ამ დროისთვის, სელესტიალები ფიგურირებენ ერთდროულად ორ კომიქსში: Uncanny Avengers და New Warriors. რამდენადაც ამ დროისათვის არცერთ კომიქსში მიმდინარე სიუჟეტი დასრულებული არ არის, ამიტომ მათზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ეს იყო ზოგადი ისტორია აღნიშნული რასის შესახებ. არის რაღაც დეტალები, რაზეც აუცილებელია ყურადღების გამახვილება, რაზეც საუბარში შემდგომში გვექნება.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Comics, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *