LexCorp it!

nfWcabS Batman-news.com აქვს ახალი ინფორმაცია Batman V Superman: Dawn of Justice (2016) შესახებ. მათი წყაროს მიხედვით LexCorp’ის შიგნით სცენებს შემდეგ კვირას გადაიღებენ. წყაროს თქმით: “LexCorp იქნება ახალი და ამბიციური კომპანია თავისი სტილით, რომელიც უფრო გაგონებს დღევანდელ Google’ს, ვიდრე ტრადიციულ ლექსკორპს, იქ მუშაობენ უმეტესად ენერგიული ახალგაზრდები, ნერდები და ჰიპსტერები.” წყარო ვერ ადასტურებს იქნება თუ არა ამ სცენებში ფილმის ლექს ლუტორი ჯესსი აიზენბერგი (Jesse Eisenberg), თუმცა არის ინფორმაცია რომ სამხედროებად “მასოვკის” მსახიობებს ეძებენ, სცენისთვის რომელიც შემდეგ კვირის უნდა გადაიღონ. შესაძლოა რომ ლექსკორპი სამხედროებთან ერთად მუშაობს სუპერმენის “პრობლემაზე”?

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: DC, Movies. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *