DC-ის უსასრულო კრიზისები: ახსნა

დისის კომიქსების განხილვისას, ხშირად გვხდება ისეთი ტერმინები როგორიცაა
“პრე–კრიზისი“, “პოსტ–კრიზისი“, “პრე-New 52″, “პოსტ–ფლეშფოინთი“. მაგრამ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Batman, Comics, DC, Origins, Posts | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: DC-ის უსასრულო კრიზისები: ახსნა

“Defenders”: მიმოხილვა


”Defenders” პირველად მარველის კომიქსებში 1971 წელს გამოჩდნენ Marvel feature-ს პირველ თავში, თავდაპირველი გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: Hulk, Doctor Strange, Silver surfer და Namor. დროთა განმავლობაში დამცველების წევრები იცვლებოდნენ გარდა დოქტორი სტრეინჯისა და ჰალკისა რომლებიც გუნდის ძირითად შემადგენლობაში რჩებოდნენ ,მრავალი წლის მანძილზე გუნდში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ – Valkyrie, Nighhawk, Beast, Hellcat, Son of Satan, Luke cage და Gargoyle თუმცა Netflix-ის მიერ წარმოდგენილი გუნდი რადიკალურად განსხვავდება ორიგინალი დამცველებისგან Netflix-მა 2017 წელს დამცველებში ერთად მოაქცია წინა სერიალებში წარმოდგენილი 4 გმირი რითაც დამცველების ახალი ჯგუფი ჩამოყალიბდა შემდეგი შემადგენლობით – Daredevil, Jessica Jones, Luke Cage, Iron fist, ამ ოთხი წევრიდან მხოლოდ ლუკ ქეიჯს ვხვდებით დამცველის სახით ორიგინალ კომიქსებში (და ასევე პეთსი უოლკერი, რომელიც სერიალში მეორედ ხარისხოვან როლშია).

დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Reviews, TV | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: “Defenders”: მიმოხილვა

სპაიდერმენი დაბრუნება: მიმოხილვა

Spider-Man Homecoming თავიდანვეძალიან რთულ სიტუაციაში იყო, რადგან ეს არის სპაიდერმენის რიგით მეექვსე ფილმი და მისი მესამე კინო ვერსია და ეს სულ რაღაც 15 წლის განმავლობაში. ამ წინაპირობის მიუხედავად, ფილმმა მოახერხა და აჩვენა განსხვავებული და ახალი პერსპექტივა სპაიდერმენის ისტორიაზე. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Movies, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სპაიდერმენი დაბრუნება: მიმოხილვა

Wonder Woman: ისტორია

ქალი საოცრება (ვონდერ ვუმანი) არის ერთ–ერთი, ყველაზე, ცნობილი გმირი კომიქსების სამყაროში და უდაოდ, ნომერი პირველი ქალი სუპერგმირი; ბეტმენთან და სუპერმენთან ერთად ის არის დისის ე.წ. “სამეულის” წევრი. პირველად ქალი საოცრება გამოჩნდა 1942 წლის კომიქსში All Star comics #8, იგი შექნა ფსიქოლოგმა და მწერალმა უილიამ მარსტონმა და მხატვარმა ჰერი გ. პიტერმა. საინტერესო ფაქტია, რომ მარსტონმა ასევე დიდი როლი ითამაშა ტყუილის დეტექტორის შექმნაში. 1940 წელს მარსტონმა მისცა ინტერვიუ ჟურნალ Family circle-ს, სადაც მან ისაუბრა კომიქსების მიუღწეველ პოტენციალზე, ამ ინტერვიუს შემდეგ მან მიიღო სამუშაო National Periodicals და All-American Publications-თან, რომელიც შემდგომ გარდაიქმნა DC comics-სად.
დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics, DC, Origins | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: Wonder Woman: ისტორია

Wonder Woman: მიმოხილვა

როგორც იქნა, ამდენი სუპერ გმირული ჟანრის ფილმების შემდეგ, ჩვენ მივიღეთ პირველი ფილმი ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე ცნობილ ქალ სუპერგმირზე, რა თქმა უნდა, რაღაც გაგებით დასანანია, რადგან ჩვენ, საკმაოდ დიდი ხანი ველოდებოდით Wonder Woman-ის ფილმს, სამწუხაროდ Warner Bros. სტუდია ბეტმენის და სუპერმენის გარდა დიდად არც ცდილობდა დისის სხვა გმირებზე ფილმების გადაღებას, თუმცა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლოდინი მართლაც ღირდა. ეკრანებზე პირველად ქალი საოცრება გამოჩნდა დაახლოებით ერთი წლის წინ, ფილმში “ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ”, ამ ფილმმა, ბევრი კარგი მომენტის მიუხედავად, ნეგატიური შეფასებები მიიღო, რაც გასაგები იყო, რადგან ფილმს არაფოკუსირებული და გადატენილი სცენარი და არა ორგანული მონტაჟი ჰქონდა, თუმცა ბევრმა აღნიშნა რომ ამ ფილმის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი ზუსტად ქალი საოცრება იყო. იმ პერიოდში აგრეთვე დისის კიდევ ერთი ფილმი გამოვიდა – თვითმკვლელთა რაზმი, კარგი შემოსავლების მოუხედავად ეს ფილმიც აღმოჩნდა კრიტიკული წარუმატებლობა, ამან რეალურად დაბლა დაწია მოლოდინები, რომ “Wonder Woman” კარგი ფილმი იქნებოდა. დაწვრილებით

კატეგორია: DC, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: Wonder Woman: მიმოხილვა

გალაქტიკის მცველები ნაწილი 2: მიმოხილვა

“გალაქტიკის მცველების” პირველი ფილმი იყო  მარველის სტუდიის, ყველაზე, სარისკო პროექტი, ჯგუფსა და ჯგუფის წევრებს (პერსონაჟებს) ხალხი არ იცნობდა, ფილმში გამოყენებული პერსონაჟები კი საერთოდ გუნდის 2008 წლის შემადგენლობიდან იყვნენ, ასევე იგივე ენთ–მენის და ნეტფლიქსის სერიებისგან განსხვავებით ფილმს საერთოდ არ ჰქონდა  კავშირი დედამიწის მარველის სამყაროსთან, მცველები ყველაზე შორს იდგნენ მარველისგან, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ამის მიუხედავად ფილმმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და აქცია ფილმის პერსონაჟები ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ და ფინანსურად მომგებიან გმირებად, ეს პირველ რიგში იყო ფილმის იუმორისტული და სახალისო ექშენ ტონის დამსახურებაა, მაგრამ როგორი გამოვიდა ამ  წარმატებული ფილმის სიქველი? დაწვრილებით

კატეგორია: Marvel, Movies, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: გალაქტიკის მცველები ნაწილი 2: მიმოხილვა

ლოგანი: მიმოხილვა

ჯეიმს მენგოლდს ჰქონდა ძლიერი ამბიცია გადაეღო კარგი ფილმი “სამურავზე” (Wolverine), 2013-ში მან გადაიღო ფრანჩაიზის რიგით მეორე ფილმი, ის  ბევრად უკეთესი გამოდგა  ვიდრე პირველი ფილმი, რომლის  დავიწყებას ცდილობს ყველა, თუმცა მენგოლდის “The Wolverine”-ის მაინც ბევრი ნაკლი ჰქონდა რაც განსაკუთრებით ფილმის  ბოლოში გამოჩნდა, მაგრამ ფილმში ჩანდა პოტენციალი. ჯეიმს მენგოლდის ამბიცია მხოლოდ გაძლიერდა, როდესაც მან დაიწყო ახალ ფილმზე მუშაობა, მითუმეტეს, როდესაც ჰიუ ჯეკმანმა გადაწყვიტა, რომ ეს ფილმი იქნება მისი ბოლო.  შემდგომ გაირკვა რომ ფილმი ნაწილობრივ იქნება შთაგონებული “Old Man Logan”-ის კომიქსით. 2016 წლის ოქტომბერში ჩვენ მივიღეთ ფილმის ძალიან შთამბეჭდავი პირველი ტრეილერი და შეგვიქმნეს ზოგადი წარმოდგენა  თუ როგორი ფილმი გველოდებოდა. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Movies, Posts, Reviews, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ლოგანი: მიმოხილვა

ფანტომექსი (და დიაბოლიკი): ისტორია

ფანტომექსი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამავე დროს არა ორიგინალური პერსონაჟია,  იქს ადამიანების თანამედროვე პერიოდში. პირველად, ის გამოჩნდა  2002 წელს New X-Men #128-ში, მწერალ გრანტ მორისონის უკვე ლეგენდარული “რანის” ფარგლებში. ფანტომექსი საინტერესოა იმიტომ, რომ ფანტქომექსის იდეა არ არის უნიკალური – ის ამას არც ცდილობს, პირიქით ის ეგუება თავის კლიშეური “სულს” და ერთგვარი კომენტარია კომიქს ინდუსტრიაში იდეების “გადაკოპირების” შესახებ. როგორც მორისონი ამბობს, პერსონაჟი რეალურად შექმინილია იტალიური კომიქს გმირის დიაბოლიკის (Diabolik) პატივსაცემად. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics, Marvel, Posts, X-Men | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ფანტომექსი (და დიაბოლიკი): ისტორია

დოქტორ სტრეინჯი: ისტორია

დოქტორ სტრეინჯის შექმნის  იდეა გაუჩნდა მხატვარ სტივ დიტკოს (Steve Ditko), რომელსაც უნდოდა ახალი, განსხვავებული გმირის შექმნა მარველის ახალგაზრდა სამყაროში. დოქტორის მთავარი თემა იქნებოდა შავი მაგია. სტენ ლის (Stan Lee) ეს იდეა მეტად მოეწონა და მას იმედი ჰქონდა, რომ მისგან “რამე” გამოვიდოდა. დოქტორ სტრეინჯის პირველი ისტორია იყო მეორეხარისხოვანი დამატება Strange Tales #110 (1963 ივლისი) კომიქსისთვის, აქედან მოდის სახელი სტრეინჯი. თავიდან სახელად განიხილებოდა  “მისტერ სტრეინჯი”, მაგრამ უკვე არსებული მისტერ ფანტასტიკის გამო გადაწყდა დოქტორის წოდება. საინტერესოა, რომ პერსონაჟი სახელით დოქტორ სტრეინჯი უკვე  არსებობდა მარველის სამყაროში ის იყო მეორეხარისხოვანი ბოროტმოქმედი. სტრეინჯი იყოფდა კომიქსს “Strange Tales”  ადამიან ჩირაღდანთან (Human torch)  ფანტასტიკური ოთხეულიდან.
დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Comics, Marvel, Origins | ტეგები: , , | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: დოქტორ სტრეინჯი: ისტორია

დოქტორ სტრეინჯი: მიმოხილვა

“დოქტორ სტრეინჯი” მარველის სტუდიოსთვის ახალი დასაპყრობი ჰორიზონტი გახლდათ, რადგან ეს არ იყო უბრალოდ სუპერგმირული ფილმი, არამედ ფილმი მაგებზე და მაგიურ სამყაროზე. იმის მიუხედავად, რომ “თორს” ჰქონდა მაგიის უამრავი ელემენტი მარველის ფილმი მთლიანად ამ თემაზე ამჯერად მხოლოდ დოქტორ სტრეინჯია. დაწვრილებით

კატეგორია: Marvel, Movies, Posts, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: დოქტორ სტრეინჯი: მიმოხილვა