კიანუ რივზის “Constatine” ბრუნდება

Deadline-ის მიხედვით, კიანუ რივზის “Constantine” მეორე ნაწილს მიიღებს. წყაროს მიხედვით, ასევე დაბრუნდება პირველი ფილმის რეჟისორი ფრენსის ლოურენსი. თავდაპირველად, 2005 წლის ფილმი არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით, რადგან ერთის მხრივ, კომიქსის ფანებისთვის რთული იყო დაენახათ ქერა ბრიტანელი ჯონ კონსტანტაინის როლში შავგრემანი ამერიკელი კიანუ რივზი. მეორე მხრივ, უბრალო მაყურებლისთვის ეს ფილმი იყო აღქმული როგორც კიანუ რივზის მორიგი პროექტი.

თუმცა, დროის შემდეგ ფილმმა უჩვეულოდ მზარდი პოპულარობა მოიპოვა და ყველაზე კრიტიკული ფანებს შორისაც კი აღიარება მოიპოვა, რამაც განაპირობა ფანების მიერ მეორე ნაწილის მოთხოვნა, თუმცა პრობლემა აქამდე იყო ის, რომ WarnerBros.-ში უკვე ახალი კონსტანტაინის პროექტი არსებობდა, სადაც ეს პერსონაჟი კომიქსისგან კიდევ უფრო მეტად განსხვავებული იქნებოდა, თუმცა როგორც ჩანს განახლებულმა WarnerBros.-მა უფრო მარტივი და მომგებიანი გზა აირჩია და კიანუ რივზის ვერსიას მიანიჭა უპირატესობა.

პერსონაჟი John Constantine შეიქმნა 1985 წელს ალან მურის მიერ და პირველად Swamp Thing-ის კომიქსში გამოჩნდა. თავდაპირველად ის აშკარად DC-ის სამყაროში იყო, თუმცა როდესაც მან საკუთარი სოლო სერია მიიღო სახელად “Hellblazer”, აშკარა გახდა რომ კომიქსის მოქმედება არ იყო დისის სუპერგმირების სამყაროში, დისის სამყაროს ის მხოლოდ 2011 წლის გადატვირთვის შემდეგ დაუბრუნდა.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.