მარველი ადამიანი-ობობას და დოქტორ სტრეინჯის გარეშე?

რატომ აღმოჩნდა მარველი სასამართლოში.

ბოლო კვირას ინტერნეტი აფეთქდა სათაურებით რომ თითქოს სულ მალე მარველი დაკარგავს თავის გმირებს, ეს კი გამოწევული იყო სტივ დიტკოს ოჯახის სასამართლოში ჩივილით (დაწვრილებით სტივ დიტკოზე წაიკითხეთ აქ). ოჯახი მიიჩნევს რომ დიტკოს მიერ შექმნილი ადამიანი ობობა და დოქტორ სტრეინჯი მათ უნდა გადაეცეთ საკუთრებაში ამერიკული საავტორო უფლებების კანონის მიხედვით.

თუმცა, საქმე უფრო რთულადაა, რადგან მარველი ირწმუნება რომ დიტკო მარველში მუშაობდა მაშინ როცა ეს პერსონაჟები შექმნა კონკრეტულად კომპანიისთის (ე.წ. work for hire), რაც ნიშნავს რომ დიტკოს პერსონაჟები მარველის საკუთრებაა, თუმცა პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ კომიქს ინდუსტრია განსაკუთრებით 1960-იან წლებში კონტრაქტები ან საერთოდ არ იყო, ან კი არაპროფესიონალურად იყო შედეგენილი, რადგან მაშინ არავის წარმოედგინა რომ ეს პეროსნაჟები ამდენად ცნობილები გახდებოდნენ და მრავალმილიარდიან შემოსავალს მოიტანდნენ. ზუსტად ცუდი კონტრაქტების არსებობა აძლევს ოჯახებს სასმართლოში დავის დაწყების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალებამდე თვით სტივ დიტკო არასდროს ეწინააღმდეგეგობდა მარველს და იზიარებდა მარველის პოზიციას რომ ის დაქირავებული იყო, რათა მათთვის შეექმნა პეროსნაჟები, რაც დიტკოს ოჯახის წევრების ქმედებას სხვა ნაკლებად პოზიტიური რაკურსით გვანახებს.

მსგავსი დავა არაა პირველი, ზუსტად ასევე სუპერმენის შექმნელების შთამომავლები უჩიოდნენ დისის, ასევე, ჯერ კიდევ 6 წლის უკან ჯეკ კირბის ოჯახი უჩიოდა მარველს (დაწვრილებით ჯეკ კირბიზე აქ), ეს საქმეები იმდენად იდენტურია რომ ორივე მხარეს ადვოკატებიც კი იგივე არიან. მაშინაც არსებობდა ვარაუდი რომ დისი და მარველიც დაკარგავდა თავის გმირებს, თუმცა საბოლოოდ სასამართლომ დისის პოზიცია დაიკავა, მარველმა კი მოახერხა კირბის ოჯახებთან მოლაპრაკება, რადგან წინააღდმეგ შემთხვევაში საქმე ა.შ.შ.-ს უზენაეს სასამართლოში გადავიდოდა და უზენაესის საბოლოო განაჩენი მარველსითვის და ასევე დისისთვის დიდი რისკის შემცველი იქნებოდა. ჭორის მიხედვით, მარველმა ჯეკ კირბის ოჯახს ერთჯერადად 30-50 მილიონი გადაუხადა.

დიდი ალბათობით მარველი არ დაკარგავს თავის პეროსნაჟებს, განსაკურებით როდესაც მარველი დისნეის ნაწილია, იმ კომპანიის რომელმიც ცნობილია თავისი ლობირების ძალით, რის გამოც კომპანიამ მოახერხე საავტორო უფლებების გახანგრძლივება საკუთარ პერსონაჟებზე. ამიტომ რისკი რომ მარველ გმირების გარეშე დარჩება ძალიან დაბალია, თუმცა დიტკოს და სხვა ავტორების ოჯახებები აიძულებენ მარველს და დისის მათთვის დიდი თანხის გადახდას.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Authors, Marvel, Spider-Man. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.