სად გაქრა ფანტასტიკური ოთხეული?

ფანტასტიკური ოთხეული მარველის საწყისი სუპერგმირული გაერთიანება იყო, რეალურად ზუსტად ამ კომიქსით დაიწყო მარველის სამყაროს ფორმირება. გუნდი მოიცავდა 4 წევრს: რიდ რიჩარდს (Mr. Fantastic), სუზან შტორმს (Invisible Woman), ჯონი შტორმს (Human Torch) და ბენ გრიმს (The Things). ამდენი წლის განმავლობაში ფანტასტიკური ოთხეული იყო მარველის სამყაროს გული და ასევე პირველი ოჯახი, თუმცა ამდენი წლის შემდეგ გუნდი პოპულარობა და კომიქსის გაყიდვები იკლებდა, საქმეს არც ის ეხმარებოდა რომ კომიქსის ეკრანიზაციებმა ვერ გაამართლეს მოლოდინები, განსაკუთრებით 2015 ფილმმა, რომელიც ბრენდისთვის დიდი დარტყმა იყო.

2015 წლის Secret Wars-ის მოვლენის შემდეგ ოთხეულიდან მარველის სამყაროში მხოლოდ 2 გმირი დარჩა ადამიანი ჩირაღდანი (Human Torch) და არსება (Thing) რომელთაგან ერთი Inhumans ხოლო მეორე გალაქტიკის მცველებს შეეკედლა შესაბამისად მოხდა გუნდის დაშლა და მარველის ახალი სამყარო ფანტასტიკური ოთხეულის გარეშე განაგრძობს არსებობას. ალბათ ყველას აინტერესებს თუ სად გაქრა რიჩარდსების ოჯახი Secret Wars-ის შემდეგ და დაბრუნდებიან თუ არა ისინი All new All different მარველის სამყაროში. მოგეხსენებათ რომ Secret Wars-ში ვიქტორ ვონ დუმმა რეალობის შეცვლით რიდ რიჩარდსის ცხოვრება მიისაკუთრა და შექმნა სამყარო სადაც რიჩარდსის ოჯახი მისი ოჯახი იყო მაგრამ საბოლოოდ რიჩარდსმა არა მხოლოდ დაიბრუნა თავისი ადგილი სამყაროში არამედ Molecule Man-იც დაარწმუნა იმაში რომ თავისი ძალები შეეძლო ბევრად სასიკეთო საქმეში გამოეყენებინა ვიდრე დუმის სამსახურში ყოფნა იყო.

შესაბამისად რიდმა დაამარცხა დუმი და საბოლოო ჯამში მოხდა ის რომ რიჩარდსების ოჯახმა Molecule Man-ის დახმარებით (კერძოდ Molecule Man-ის ულიმიტო ენერგიითა და ფრანკლინის სამყაროების შექმნის უნარით) გადააწყო მარველის მულტი სამყარო და თავიდან შექმნა იგი, რიჩარდსების ოჯახი ასე ვთქვათ დროებით შვებულებაშია და როგორც თავად რიდმა აღნიშნა ისინი დროებით ეშვებიან სუპერგმირულ საქმიანობებს და მთელ ყურადღებას ოჯახსა და მეცნიერებას უთმობენ,სავარაუდოდ რიდი და სიუც მალევე გამოჩნდებიან მარველის ახალ სამყაროში და შეუერთდებიან თავიანთ ძველ თანაგუნდელებს Human Torch-ს და Thing-ს რომელთა გაერთიანებაც კვლავ მოხდა ახალ კომიქსში 2-in-one და მართალია ჰოლოგრამის სახით მაგრამ მაინც ვიხილეთ რიდ რიჩარდსის სახე შესაბამისად მკითხველმა იმედი უნდა დაიტოვოს რომ რიდის სიუს და მათი ოჯახის დაბრუნება მარველის სამყაროში არც თუ ისე დიდი ხნის საკითხია, განსაკუთრებით თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ რომ ფანტასტიკური ოთხეულის უფლებები მარველს სტუდიოს დაუბრუნდა.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Marvel, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.