თვის არქივი: ივლისი 2017

სპაიდერმენი დაბრუნება: მიმოხილვა

Spider-Man Homecoming თავიდანვე, ძალიან რთულ სიტუაციაში იყო, რადგან ეს არის სპაიდერმენის რიგით მეექვსე ფილმი და მისი მესამე კინო ვერსია და ეს სულ რაღაც 15 წლის განმავლობაში. ამ წინაპირობის მიუხედავად, ფილმმა მოახერხა და აჩვენა განსხვავებული და ახალი პერსპექტივა სპაიდერმენის ისტორიაზე.

თავისთავად ჩვენ არ გვაქვს ბიძია ბენის სიკვდილი და ძალების შეძენის ისტორია, ამიტომაც, ვინაიდან ფილმი ამ ორ მომენტს არ ეხება და წინ მიიწევს, სიუჯეტში საკმარისი თავისუფალი ადგილი რჩება სპაიდერმენის კარიერის დასაწყისის განსავრცობად და მის პირველ სუპერგმირულ ნაბიჯებზე მოსათხრობად, ამ ფილმში ნათლად ჩანს, რამდენად ახალბედაა პიტერი, როდესაც წინა ფილმებში მისი გამოუცდელობა ფილმის პირველი ნახევრის შემდეგ უკვე დავიწყებული იყო. რაღაც გაგებით შეიძლებ ითქვას რომ ეს ფილმი მაინც არის სპაიდერმენის, როგორც სუპერგმირის “origin story” უფრო მეტად ვიდრე სხვა ფილმები, რადგან მხოლოდ ამ ფილმის ბოლოს ხდება ის ნამდვილი სუპერგმირი. დაწვრილებით

კატეგორია: Articles, Marvel, Movies, Reviews | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სპაიდერმენი დაბრუნება: მიმოხილვა