თვითმკვლელთა რაზმი: ისტორია

თვითმკვლელთა რაზმი, გასაიდუმლოებული დაჯგუფებაა, რომელიც უმეტესად შედგება ადვილად გასაწირი ბოროტმოქმედებისგან, რომლებიც იძულებულენი არიან იმუშაონ სახელმწიფოსთვის  და შეასრულონ მათი სასიკვდილო დავალებები სასჯელის შემცირების სანაცვლოდ.

ჩვენთვის ცნობილი ბოროტმოქმედების რაზმამდე არსებობდა ორი სხვა რაზმი: პირველი გუნდი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა და შედგებოდა ჯარისკაცებისგან, მათი ლიდერი გახლდათ რიკ ფლაგი უფროსი (Rick Flag Sr.). ფლაგის ლიდერობის ქვეშ გუნდი სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გუნდმა გააგრძელა წარმატებული ბრძოლა კოსტუმირებულ კრიმინალებთან, რაზმი მხოლოდ მაშინ დაიშალა, როდესაც  ერთ-ერთ სახიფათო მისიაზე რიკ ფლაგმა საკუთარი თავი გაწირა საფრთხის შესაჩერებლად.

კომიქსში “Brave and Bold” #25 დაჯგუფების ახალი ვერსია გამოჩნდა, ამჯერად გუნდის ლიდერი რიკ ფლაგის შვილი, ასევე სამხედრო, რიკ ფლაგი უმცროსი (Rick Flasg Jr.) გახდა. ახალი გუნდი შედგებოდა: თვით რიკ ფლაგი უმცროსისგან, სამხედრო ექიმი კერინ გრეისისგან (რომელიც რიკის შეყვარებული იყო), ასტრო ფიზიკოსი ჰიუ ევანსისგან და ატომური ფიზიკოსი ჯეს ბრაიტისგან. გუნდის თითოეული წევრი იყო ერთადერთი გადარჩენილი საშინელი ტრაგედიებიდან, ისინი უმეტესად ებრძოდნენ სხვადასხვა ტიპის გიგანტურ ურჩხულებს. Infinite Crisis-ის შემდეგ (მოვლენა, რომელმაც შეცვალა დისი კომიქსის რეალობა) რიკ ფლაგი უმცროსი გამოეთიშა გუნდს, ამასთან ერთად ახალ სამყაროში ის გაახალგაზრდავდა.

ქრონოლოგიის მიხედვით ზუსტად ეს ჯგუფი იყო პირველი თვითმკლელთა რაზმი, მაგრამ მოგვიანებით კომიქსში Secret Origins vol. 2 #14 ჩვენ გავიგეთ, რომ სინამდვილეში პირველი თვითმკლველთა რაზმი მეორე მსოფლიო ომის გუნდი იყო.

1987-ში თვითვმკვლელთა რაზმი ისევ დარბუნდა, ამჯერად სრულიად განახლებული იდეით. მწერალმა ჯონ ოსტრენდერმა (John Ostrander) თავიდან სასაცილოდაც კი აღიქვა თავდაპირველი კომიქსის იდეა, მაგრამ კრეატიული ფიქრის შემდეგ მან განაახლა გუნდის კონცეპტი და შექმნა უკვე ჩვენთვის ცნობილი თვითმკვლელთა რაზმი. ახალი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ სახელმწიფო აიძულებდა სუპერ კრიმინალებს სასიკვდილო მისიების შესრულებას, წარმატების შემთხვევაში კი მათ შეუმცირებდნენ სასჯელს, გუნდის არსებობა სრულიად საიდუმლო იყო და მათი მონაწილეობა რაიმე ოპერაციაში ან სიკვდილი არ იქნებოდა დადასტურებული სახელმწიფოსგან .

კომიქსის იდეა ნაწილობრივ შთაგონებული იყო ფილმით “The Dirty Dozen” და მაშინ ჯერ კიდევ სერიალით “Mission: Impossible”.

ბოროტმოქმედების “თვითმკვლელთა რაზმმა” მუშაობა მაშინ დაიწყო, როდესაც ძველი გუნდის ფაილები სახელმწიფო მმართველს – ამანდა უოლერს (Amanda Waller) ჩაუვარდა ხელში. იგი ისურვებს პროექტის “Task Force X” განახლებას და გუნდის წევრებად დაკავებული სუპერ ბოროტმოქმედების გამოყენებას, რომლებიც  ადვილად გასაწირი პირები იყვნენ, პროექტის უსაფრთხოებისთვის წევრებს ჰქონდათ სპეციალურ ასაფეთქებელი მოწყობილობა (ბრასლეტი ან ჩიპი), რომელიც აქტიურდებოდა მათი გაქცევის ან დაუმორჩილებლობის შემთხვევაში.

ამანდა უოლერი დაავალებს რიკ ფლაგ უმცროსს, რომ გაუწიოს მართვა “რეფორმირბულ” კრიმინალებს, ის ასევე დაიქირავებს შერეული ბრძოლების სპეციალისტს ბრინჯაოს ვეფხვს (Bronze Tiger) როგორც დაცვას. პირველი გუნდი შედგებოდა შემდეგი კრიმინალებისგან: ბლოკბასტერი (Blockbuster) – მეცნიერი, რომელიც თავის ექპრეიმენტის შედეგად გადაიქცა სუპერ ძლიერ, მაგრამ მენტალურად არასტაბილურ არსებად, კაპიტანი ბუმერანგი (Captain Boomerang) ფლეშის ერთ ერთი მთავარი მტერი, დედშოტი (Deadshot) – პროფესიონალი მკვლელი და სროლის ოსტატი, ჯადოქარი – (Enchantress) მაგიური ძალების მქონე გოგონა პიროვნების გაორებით.

გუნდის პირველი დავალება მდგომარეობდა დარკსაიდის ცეცხლოვანი არსების – ბრიმსტოუნის (Brimstone) განადგურებაში; ამ დავალებას შეეწირება ბლოკბასტერი, თუმცა გუნდმა მაინც დაამარცხა ბრიმსტოუნი დედშოტის დახმარებით, ამისთვის დედშოტმა გამოიყენა ლაზერის ექპერიმენტულ იარაღი. დავალების შემდეგ ამანდა ვოლერი დაშლის გუნდს, თუმცა ისინი ისევ დაბრუნდებიან კაპიტანი ბუმერაგნის გადასარჩენად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბუმერანგი იმუქრებოდა გუნდის საიმდუმლოს გასაჯაროებით.

ამანდა უოლერმა პირადად წარუდგინა პრეზიდენტ რეიგანს თვითმკვლელთა რაზმის პროექტი და დადებით პასუხი მიიღო პროექტის გასაგრძელებლად.

ბევრი იყო უკმაყოფილო თვითმკვლელთა რაზმის არსებობით და მათი მეთოდებით, მათ შორის ჟურნალისტი ლოის ლეინი და ბეტმენი, ბეტმენის შემთხვევაში საქმე იქამდე მივიდა, რომ ამანდა უოლერი მას დაემუქრა რომ გაამხელდა მის საიდუმლო ვინაობას თუ ის არ შეაჩერებდა თავის გამოძიებას და “ცხვირის ჩაყოფას” რაზმის საიდუმლო საქმეებში.

თვითმკლელთა რაზმში გუნდის წევრების სიკვდილი ხშირი მოვლენა იყო და ამიტომ გუნდის შემადგენლობა ხშირად იცვლებოდა, პირველ კომიქს სერიაში (Suicide Squad Vol.1)  გუნდის მუდმივი წევრი მხოლოდ სამი პერსონაჟი იყო: დედშოტი, ბუმერანგი და ბრინჯაოს ვეფხვი.

კომიქსის პირველი ტომის დასრულების შემდეგ გუნდი არაერთხელ განახლდა და გამოჩნდა სხვადასხვა კომიქს სერიაში, სხვადასხვა წევრებით, ისევე როგორც თავის საკუთარ მინი სერიებში. უმეტესად ისინი იმყოფებოდნენ ამანდა უოლერის მეთაურობის ქვეშ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი სისხლი გუნდმა მიიღო DC New 52 პერიოდში; ეს იყო ბეტმენის პოპულარული შეშლილი მტერი ჰარლი ქუინი (Harley Quinn), ჰარლი გახდა გუნდის ხშირი წევრი ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა თვითმკლელთა რაზმის ფილმის შექმნაში.

ბოროტმოქმედების თვითმკვლელთა რაზმი უნიკალური კომიქს იდეა იყო რადგან მან გზა გაუკვლია ე.წ. ანტი გმირების ტიპის პერსონაჟებს და მათ პოპულარიზაციას კომიქსებში, რაზმმა დიდი წვლილი შეიტანა ტრადიციული სუპერგმირული კომიქსების შეცვლაში და განვითარებაში

ფილმის გარდა თვითმკლელთა რაზმი გამოჩნდა ანიმაციურ სერიალში “Justice League Unlimited” (მეორე სეზონის მეოთხე ეპიზოდი სახელად “Task Force X”), ასევე სერიალში “Smallville” (მეათე სეზონში) და “Arrow” (მეორე სეზონი).

და რა თქმა უნდა თვითმკლელთა რაზმს ჰქონდა საკუთარი ანიმაციური ფილმი “Batman: Assault on Arkham”, კი ეს ძნელია გაიგო სათაურიდან მაგრამ ანიმაცია რეალურად რაზმზეა და ძალიან ახლოსაა ფილმთან.

Big thanks to our editors: Alex Tevzadze and LJ.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Comics, DC, Origins, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.