ჭიანჭველებსა და ადამიანებზე

   ადამიანი-ჭიანჭველას ანთ-მენის ფილმის გამოსვლასთან დაკავშირებით არ იქნებოდა ურიგო გავიხსენოთ მისი (ან უფრო სწორად მათი) კომიქს ფესვები.
ფილმში და კომიქსებში პირველი ანთ-მენი ჰანკ პიმი იყო, პირველად ის გამოჩნდა კომიქსში Tales to Astonish #27 (1962 წლის იანვარი), ის იყო შექმნილი სტენ ლის (Stan Lee), ლარი ლიბერის (Larry Lieber) და ჯეკ კირბის (Jack Kirby) მიერ, საინტერესოა რომ ეს ნომერი არ იყო სუპერგმირული კომიქსი არამედ იმ დროისათვის რიგითი სამეცნიერო ფანტასტიკა, ამ ისტორიაში ჩვენ ვეცნობით მეცნიერს ჰენკ პიმს, რომელიც აღმოაჩენს სუბ-ატომურ ნაწილაკებს, რომელსაც მოგვიანებით ის უწოდებს „პიმის ნაწილაკებს“, ამის მიხედვით ის დაამზადებს სპეცილურ შრატს, რომლის დახმარებით ის სხეულის დაპატარავებას (და მომავალში გაზრდაც) შეძლებს.

ექსპერიმენტის შედეგად დაპატარავებისას ჰენკი ჭიანჭველების ბუდეში აღმოჩნდება მომწყვდეული, მისთვის საბედნიეროდ ის შეძლებს თავის დაღწევას, ზუსტად ეს ინცინდენტი მომავალში მას შთააგონებს ანთ-მენის ამპლუაზე, ისტორიის ბოლოს ის ანადგურებს ყველაფერს, რასაც კი შეხება ჰქონდა ამ ექსპერიმენტთან და გადაწყვეტს არასდროს გაიმეოროს, მაგრამ არასდროს თქვა არასდროს….. კარგი გაყიდვების შემდეგ გამომცემლობაში გადაწყდება, რომ ჰენკ პიმი კომიქსის ფურცლებს ისევ დაბრუნდებოდა და 8 თვის მერე ის დაბრუნდა, მაგრამ უკვე როგორც სუპერგმირი სახელად ანთ-მენი, ამ ჯერად ჰენკს სხეულის ზომის მანიპულირების გარდა ჰქონდა სპეციალურ კიბერნეტიკული ჩაფხუტი, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია ჭიანჭველებთან კომუნიკაცია და კონტროლი, მოგვიანებით კომიქს სერიაში ჰენკს დაემატება პარტნიორი/რომანტიკული ინტერესი – ჯანეტ ვან დაინი  ცნობილი, როგორც კრაზანა (Wasp). კრაზანაც გამოიყენებს “პიმის ნაწილაკებს” რის შედეგადაც კრაზანასაც ჰენკისავით სხეულის ზომის მანიპულირება შეუძლია, ჰენკისგან განსხვავებით  დაპატარავებისას მას ფრთების გაზრდა შეუძლია, რომლითაც ის დაფრინავს.  თავისთავად ჯანეტი ჰენკის შეყვარებული გახდება და მოგვიანებით  მათი რომანი ქორწინებაშიც კი გადაიზრდება, რომელიც უამრავი გაყრა შერიგებით იქნება სავსე შემდეგი წლების განმავლობაში.

თავის კარიერის დასაწყისში ჰენკი და ჯანეტი  ჰალკთან (Hulk), ტორთან (Thor) და რკინის კაცთან (Iron Man) შურისმაძიებლებს (Avengers) დააფუძნებენ, მეტიც შურისმაძიებლების შექმნის პირველი ინიციატორი ჰენკი იყო.  სამწუხაროდ გუნდში, ნამდვილი სუპერმენების შორის ყოფნის გამო, ჰენკს არასრულყოფილების კომპლექსები გაუჩნდება რადგან ის არ გრძნობს თავს ტოლად სხვა სუპერგმირების მიმართ, ამის გამო ის ახალ სუპერგმირულ ამპლუას შექმნის სახელად გიგანტური-ადამიანი/ჯაიანტ-მენი (Giant-man), რომ მან უფრო “დიდად” იგრძნოს თავი ჯგუფის სხვა გმირებთნა შედარებით, თავისთავად სახელიდან გამომდინარე ამ დროისთვის მას უკვე სხეულის გაზრდაც შეეძლო. თუმცა ის არც ამ ახალ ამპლუაზე ჩერდება და ცოტა ხანში გოლიათი (Goliath) ხდება, და არც ამით მარტივდება საქმე, რადგან შემდეგ გოლიათის პერსონას უკვე კლინტ ბარტონი/ჰოკაი “ისესხებს”, და უფრო მეტი დრამისთვის ისიც დავამატოთ რომ ამასობაში ჰენკმა უკვე დაიწყო მუშაობა პროექტზე სახელად “ალტრონი” (Ultron), რომელიც როგორც მოგეხსნებათ შურისმაძიებლების ერთ ერთი ყველაზე დიდი მტერი და თავის ტკივილი გახდება მომავალში. ყველაფერი კიდევ უფრო გამწვავდება როდესაც ერთი ერთი ექსპერიმენტის დროს ჰენკი შეთხვევით ძლიერ ქიმიკატებს შეისუნთქავს, რაც მის გონებას შეშლის, შედეგში ჩვენ ვიღებთ ჰენკის ახალ “შიზოფრენიულ” პერსონას სახელად ელოუ ჯეკეტი (Yellow Jacket), რომელიც კი იმამდე მივა რომ თავისთავზე ჰენკ პიმის „მკვლელობას“ აიღებს, თუმცა ჯანეტი ადვილად მიხვდება რომ ელოუ ჯეკეტი სინამდვილეში გონება შეშლილი ჰენკია, ამ შიზოფრენიული ეპიზოდის დროს ჰენკი დააძალებს ჯანეტს მასზე დაქორწინებას, საბედნიეროდ “ქორწილის” ბრძოლის დროს ჰენკი გამოვა მდგომარეობიდან და მეტ ნაკლებად დაუბრუნდება ნორმას… ცოტა ხნით…

პრობლემები ჰენკის გონებასთან კიდევ გრძელდება, მისი „შვილი“ ალტრონი ჰენკს გაიტაცებს და მას ტვინის გამორეცხვას მოუწყობს, შედეგად ჰენკის გონება წარსულში გადავა, და დროში დაბნეულ ჰენკს მოუწევს შურისმაძიებლებთან ბრძოლა, ამის შემდეგ ჰენკი კიდევ ერთხელ დატოვებს გუნდს ამ ჯერად სახელმწიფო აგენტის ჯეი გარიკის მითითების გამო.

თავისთავად ეს მოვლენები სერიოზულად შეარყევენ ჰენკის არც ისე ძლიერი ფსიქიკას და თვით შეფასებას. ჰენკის სავალალო ფსიქიკური მდგომარეობა თავის პიკს აღწევს მაშინ როდესაც ის ხელს გაარტყამს თავის ცოლს ჯენეტს, იმ დროისთვის ეს იყო პირველი ოჯახური ძალადობის შეთხვევა სუპერგმირულ კომიქსებში, თავისთავად ამის მერე ჰენკს კიდევ ერთხელ გააგდებენ შურისმაძიებლებიდან.

ამ ინციდენტის შემდეგ ჰენკი წყვეტს კოსტიუმირებულ სუპერგმირობას,  მაგრამ ის მაინც განაგრძობს შურისმაძიბელების დახმარებას, ასე ის  დასავლეთი სანაპიროს შურისმაძიებლებს (West Coast Avenegrs) შეურთდება როგორც მათი მრჩეველი.  სუპერგმირობას ის მხოლოდ 1993-ში უბრუნდება და უკვე აღმოსავლეთ სანაპიროს შურისმაძიებლებში,  ამ ჯერად როგორც ჯაიანტ-მენი, 2001-ში ის ისევ ელოუ ჯეკეტი ხდება, სამოქალაქო ომის მერე ცოტა ხანი ანთ მენიც იქნება, ზუსტად საიდუმლო შემოჭრის  (Secret invasion) დროს ირქვევა რომ “Avengers Dissambled” მოვლენების შემდეგ ჰენკი უცხოპლანტელი სკრულების (Skrulls) იყო გატაცებული და ჩანაცვბლებული სკრულით, ამასობაში ამ სრკულს რომელიც ჰენკს განასახიერბეს დაეწყება რომანი   შურისმაძიბეელ გმირთან ტაიგრასთან(Tigra) , მათი რომანის შედეგად ტაიგრა დაორსულდება, მაგრამ რადგან გარდაქმნისას სკრულს ჰენკის დნმ ჰქონდა, ბავშბის მამა გენეტიკურად მაინც ჰენკია.  ნამდვილი ჰანს გაანტავისუფლებენ მაგრა საიდუმლო შემოჭრის ბოლოს ჯანეტი ბრძოლაში იღუპება და მის საპატივსაცემოდ  ჰენკი თავისთავს კრაზანს (Wasp) დაირქმევს.

რათ თქმა უნდა ჯანეტი მალევე გაცოცხლდება, ჰენკი კი შურისმაძიებლების აკადემიის ხელმძღვანელი ხდება ამ ჯერად უკვე როგორც ჯაიანტ მენი.

ჰენკი თავისთავად არ იყო ერთად ერთი ანთ-მენი, 1979 მარველში გადაწყდა ახალი ანთ მენის შექმნა, ჩვენ ვეცნობით ელექტრონიკის სპეციალისტს სკოტ ლენგს (Scott Lang), რომელიც ფინანსური პრობლემების გამო ქურდობას მიმართავს, ამის შედეგად ის ციხეში აღმოჩნდება, კარგი საქციელის გამო მას დროზე ადრე გამოუშვებენ და თავისი ნიჭის გამო შესთავაზებენ სამუშაო ადგილს სტარკ ინდასტრიზში (Strak Industires), ამ საქმეში ის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდება იმდენად რომ მას დაავალებენ შურისმაძიებლების სასახლეს დაცვის სისტემის დაყენებას, მაგრამ ყველაფერი იცვლება მაშინ როდესაც სკოტის შვილი (კასანდრა) კეისი ავად გახდება, და ერთად ერთი ადამიანი რომელსაც მისი გადარჩენა შეუძლია არის მძევლად კროს კორპორეიშენის შენობაში, ეს უბიძგეს სკოტს მოიპაროს ანთ მენის კოსტუმი ჰენკ პიმისგან და გაათავისუფლოს ექიმი, ის ამაშიც წარმატებული აღმოჩნდება და მისთვის საბედნიეროდ სკოტი შესძლებს თავისი შვილის გადარჩენას.

ამის მერე ის შეეცდება ანთმენის კოსტუმის დაბრუნებას მაგრამ ჰენკი იმდენად აღრფთოვანებული დარჩება სკოტის გმირობით, რომ ის არ მიიღეს კოსტუმს და სკოტს „ანთმენობის“ გაგრძელებას სთხოვს, და ესე სკოტ ლანგი ხდება ახალი ანთმენი, თავისთავად  სკოტი შურისმაძიებლებს უერთდება.

2004-ში Avengers Disassembled-ის კატასტროფული მოვლენების დროს სკოტი იღუპება, ამასობაში მისი უკვე მოზრდილი შვილი კეისი პიმის ნაწილაკების გამოყენებით სუპერგმირი ხდება სახელად “Stature” ნაწილობრივ დაღუპული მამის საპატივსაცემოდ და ნაწილობრივ „სუპერგმირული საქმის“ გაგრძელებისთვის, როგორც მამა ისიც ეგრევე უერთდება გუნდს, ამ შეთხვევაში ახალგაზრდა შურისმაძიებლებს (Young Avengers). მხოლოდ 2011-ში “The Children’s Crusade” კეისი დროში მოგზაურობის მეშვეობით  (აირონ ლადის დახმარებით) გადაარჩებს და დააბრუნებს მამამის მომავალში, ირონიულად იმისთვის რომ სკოტმა თავისი შვილის  სიკვდილი დაინახოს. თუმცა მოგვიანებით AXSIS მოვლენების დროს გაკეთილშობილებული დოკტორ დუმი (Doctor Doom) კესის გააცოცხლებს. რიდ რიჩარდსი თხოვნით სკოტი, მოკლე დროით, ახალი FF ლიდერი გახდება, ამის მერე სკოტი გადადის მაიამში ახალი ცხოვრების დასაწყებად,  მისი მიზანია უფრო მეტი დრო დაუთმოს თავის შვილს, ის აგრეთვე აყალიბებს თავის ფირმას სახელად “Ant-Man Security Solutions”.

სკოტის არ ყოფნის დროს, სცენაზე ახალი მაგრამ არც ისე “გმირული” ანთმენი (Irredeamble Ant-man) გამოდის. ერიკ ო’გრედი დაბალი რანგის შილდის (S.H.I.E.L.D.) აგენტია, რომლის ხელში შეთხვევით ჩავარდება ახალი ანთმენის კოსტუმი, მაგრამ როგორც სკოტს მას არ ამოძრავებს ზნეობრივი მოტივები პირიქით ის არი მზად წავიდეს ყველაფერზე რაც მას პერსონალურ მოგებას მოუტანს, ის უფრო ანტი გმირია ვიდრე სუპერგმირი (ამასთან ერთად პერვერტიც როგორც ხედავთ ის შიშველ მისს მარველ უთვალთავლებს შხაპი დროს).

ჩვენ აგრეთვე ვიგებთ რომ კოსტუმი პირველად მის საუკეთესო მეგობარს კრის მაკარტის ეცვა, ამ დროს ჰელიკარიერი ჰიდრისგან (Hydra) შეტევას განიცდიდა, ამ შეტევისას კრისი სასიკვდილო ტყვიას მიიღებს, ამის შემყურე ო’გრედი გადამწვეტს კოსტუმის მოპარვას და ჰელიკარიერიდან გაღწევას. მოგვიანებით ო’გრეიდი მაკარტის შეყვარებულთან დაახლოვდება, რის შედეგადაც მათ ექნებათ მოკლე ურთიერთია რაც გოგონს ორსულობით მთავრდება, თავისთავად ო’გრედი მისგან „მოტყდება“.

ყველაფრის მიუხედავად ო’გრეიდის მაინც მოუწევს “გმირობა”, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ ო’გრედი სახელმწიფო „ინციატივის“ პროქტის ნაწილი ხდება სადაც მას „სწორ გზაზე“ აყენებენ, ამ პროგრამაში მიღწეული წარმატებების შედეგად მას “ელვის თებელებში” (Thunderbolts) ჯგუფში გადაიყვანენ, რომელიც რეფორმირებული ბოროტ მოქმედებებისგან შედგება. თუმცა ის კიდევ უფრო დიდი დაწინაურებას მიიღებს როდესაც თვით სტივ როჯერსი (Steve Rogers) მას პერსონალურად თხოვს შეუერთდეს საიდუმლო შურისმაძიებლებს (Secret Avengers), ზუსტად აქ ის ხვდება თავის საბოლოო ბედს, თავის ბოლოს მისიაში ო’გრეიდი ბავშვის გადარჩენას შეეცდება, მაგრამ ბავშვის გადასარჩენად მას მოუწევს საკუთარი თავის შეწირვა, ირონიულად ეგოისტი ო’გრეიდი თავის ცხვორებას ასრულებს როგორც ნამდვილი გმირი. მოგვიანებით ჩვენ ვიგებთ რომ ო’გრედი თითქოს დაბრუნდება, მაგრამ მოგვიანებით ირკვევა რომ ეს სინამდვილეში რობოტი (Life Model Decoy) რომელიც თავს ასახავდა როგორც ო’გრეიდი.

ზოგადად ეს რობერტ კრიკმანის კომიქსი ანთმენზე ერთ ერთი ყველაზე საინტერესო და უნიკალურ  რაც კი ანთ-მენზე დაწერილა ბოლო დროს, იმის მიუხედავად რომ მისი მთავარი გმირი სულაც არ არი ტრადიციული გმირი. კიდევ ერთი საინტერესო კომიქსი პროექტი, რომელიც სამწუხაროდ ver შედგა, იყო 2003 წლის Antman Marvel Max (Max სერია არო მარველ კომიქსების ერთგვარი „18+“), ამ პროექტისგან ჩვენ მხოლოდ კლეიტონ კრეინის შესანიშნავნი ყდები დაგვრჩა.

პიმის ნაწილაკების შესაძლებლობები

საშუალო დაპატარავების ზომა არის დაახლოებით 1 სმ (ჭიანჭველას ზომა), საშუალო გაზრდისას დაახლოებით 7 მეტრი, თუმცა გაზრიდს ლიმიტი არი დაახლოებით 76 მეტრი (ჰენკის და კეისის შემთხვევებში)





დაპატარავებისას ადამიანი ინარჩუნებს თავის ძალას და მასას, მასა გადადის სპეციალურ ველში, რაც შეეხება სხეულის გაზრდას აქაც იგულისხმება რომ დამატებითი მასა გადმოდის სხვა განზომილებიდან, ზუსტად ეს მასა აძლევს ინდივიდს ძალას და გაზრდის გადატანის საშუალებას.

მაქსიმალური დაპატარავებისას ინდივიდი ავტომატურად გადადის მიკროვერსში, მიკროსამყაროში გაზრდისას კი ოვერ სპეიში, სადაც ბინადრობენ აბსტრაქტული კოსმოსური არსებები (უსასრულობა, სიკვდილი, ცოცხალი ტრიბუნალი და ა.შ.)

როდესაც ინდივიდი დიდი ხნის განმავლობაში იყენებს პიმის ნაწილაკებს მისი ორგანიზმი იწყებს ამ ნაწილაკების თვითნებურ გამომუშავებას, ასე მოხდა ჰენკ პიმის, სკოტ ლენგის, ჯანეტ ვან დაინის და კეისი ლენგის შემთხვევაში.

ანტ-მენტი სხვა მედიაში

კომიქსების და საკუთარი ფილმის გარდა ანთ მენი ბევრ ანიმაციაში იყო, ანტ-მენი/ჯიანტმენი შურისმაძიებლების ლიდერი იყო 13 ეპიზოდიან The Avengers: United They Stand (1999-2000). ჰენკ პიმი და კრაზანა დიდი რომლს თამაშობენ “The Avengers: Earth’s Mightiest Heroes!” (2010-2013) ორივე სეზონში, მეორე სეზონში აგრეთვე სკოტ ლენგიც ჩდება, ზოგადად ეს სერიალი იყო ყველაზე კარგი შურისმაძიებლების და ანტმენის ისოტირიების ადაპტაცია.

სამწუხაროდ ეს ანიმაცია იყო ჩანაცვლებული “Avengers Assemble” (2013-)  რომელიც უფრო ახლოს არი ფილმებთან ვიდრე კომიქსებთან, ამ ანიმციას მეორე სეზონში ანტ-მენ (სკოტ ლანგი) გუნდის წევრი ხდება.  ამის გარდა ანტ-მენ ბევრი ვიდეო თამაშის მონაწილე იყო მათ შორის Marvel: Avengers Alliance, Marvel Contest of Champions, Marvel Contest of Champions და Lego Marvel’s Avengers.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Ant-man, Articles, Comics, Origins. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.