Dark Knight Returns 3 დაგეგმარების სტადიაშია

Bleeding Cool ინფორმაციით ლეგენდარული ფრენკ მილერი (Frank Miller) კიდევ ერთხელ დაუბრუნდება ბეტმენს (Batman), და მისივე ავტორობის ბეტმენის საუკეთესო კომიქსის „Dark Knight Returns“ და მისი ნაკლებად პოპულარული სიკველის „The Dark Knight Strikes Again“ გაგრძელებაზე იმუშავებს.

კომიქსის თანა ავტორი იქნება ბეტმენის კომიქსის ახლანდელი მწერალი სკოტ სნაიდერი (Scott Snyder). დამატებით ცნობილი რომ მილერის ჯამრთელობის პრობლემების გამო ამ კომიქსს ის ვერ დახატავს, და ამაზე სხვა მხატვარი იმუშავებს, თუმცა ჯერ ჯერობით უცნობია ვინ იქნება ეს, ჭორების მიხედვით ამ კანდიდატურაზე განიხილებიან ბეტმენის ახლანდელი მხატვარი გრეგ კაპულო (Greg Capullo) და შონ გორდონ მერფი (Sean Gordon Murphy), რომელიც სნაიდერთან ერთად კომიქსს “Wake” მუშაობდა.

რაც შეეხება კომიქსის ისტორიას, ის იგივე ჭორების მიხედვით იქაურ რობინზე/კეტგერლზე (Robin/Catgirl) კერი კელიზე (Carrie Kelley) მოგვითხრობს, ამ დროისთვის უკვე ასაკიანი კერი ეძებს თავის შემცვლელს გოტემის დამცველის ადგილზე.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, DC. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.