Crow-ის რემეიკმა იპოვა თავისი რეჟისორი

Deadline ინფორმაციით “Crow” (ყვავი) რემეიკს კორინ ჰარდი (Corin Hardy) გადაიღებს Relativity Studios-სთვის, აღსანიშნავია რომ ჰარდის პირველი ფილმი “The Hallow” მხოლოდ შემდეგ წელს გამოვა, წარსულში ჰარდის ანიმაციურ ფილმებზე და მუსიკალურ კლიპებზე უმუშავია.

ჯეიმს ობარმა (James O’Barr), კომიქსის შემქმნელმა, განაცხადა რომ ახალი ფილმი უფრო ახლოს იქნება კომიქსთან და არ შეეცდება ძველი, უკვე საკულტო, ფილმის კოპირებას რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელი ბრენდონ ლი (Brandon Lee) იყო. თავიდან მთავარი პერსონაჟის ერიკის (Eric) როლი ლიუკ ევანსს (Luke Evans) უნდა ეთამაშე, მაგრამ ამ დროისთვის უცნობია მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას ამ ფილმში, ფილმის გადაღება დაგეგემილია 2015 წლის გაზაფხულზე.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, Movies, ტეგები: . ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.