Marvel: მესამე ფაზის ფილმები

El Capitan თეატრში Marvel Studios-მა თავის პრეზენტაციაზე დაანონსა მესამე ფაზის ყველა ფილმი, და ამით მისცა დოქტორ სტრეინჯის ფილმს გამოსვლის თარიღი და ქვედა სათაური კაპიტანი ამერიკას და თორის ტრიკველებს, და აგრეთვე წარადგინე 3 ახალი ფილმი: შავი პანტერა (Black Panther), კაპიტანი მარველი (Captain Marvel) და არაადამიანები (Inhumans)

მესამე ფაზაში სულ 9 ფილმი იქნება რაც არი უფრო მეტი  ვიდრე 1 და 2 ფაზა იყო, ეს იმასაც ნიშნავს რომ 2017 წლიდან Marvel Studios ყოველ წელს 3 ფილმს გამოუშვებს. მაშ ასე გადავხედოთ მესამე ფაზის ფილმებს:

Captain America: Civil War/კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი (2016 6 მაისი)

მართალია სულ თავიდან ფილმი წარადგინეს ყალბი ქვესათაურით Captain America: Serpent Society, მაგრამ მერე სცენაზე რობერტ დაუნი (Robert Downey Jr.) და კრის ევანსი (Chris Evans) გამოვიდნენ და ფილმის ნამდვილი სახელი წარადგინეს “Captain America: Civil War”. ფილმის სათაური გვატყობინეს რომ ფილმი დიდი ცვლილებების მომტანი იქნება და დაუპირისპირებს კაპიტან ამერიკას და რკინის კაცს რაც კიდეც გაყოფს დანარჩენ გმირებს ორ ბანაკად. აღსანიშნავია რომ სამოქალაქო ომის კინო ვერსია იქნება ძალიან განსხავებული კომიქსისგან, მაგრამ იგივე იდეაზე დაფუძნებული, აგრეთვე უფრო მეტი ყურადღება არა საიდუმლო ვინაობებს მიენიჭება როგორც კომიქსში არამედ იმას თუ ვინ ვისზე მუშაობს. კევინ ფეიგის თქმით ამ სამყაროში ისეთი რამე მოხდება რაც დააფიქრებს სახელმწიფოებს რომ დროა სუპერგმირებზე კონტროლი დამყარდეს და შედეგად გამოიწვევს კონფლიქტს გმირებს შორის. ამასთან ერთად პრეზენტაციაზე აჩვენეს მოკლე სცენა ფილმიდან „Avengers: Age of Ultron“ რომელშიც სტივ როჯერსის და ტონი სტარკის შორის დაძაბული კამათია ნაჩვენები, რაც მათ იდეოლოგიურ განსხვავებაზე მიგვითითებს და გარკვეული პროლოგის ფუნქციას ასრულებს სამოქალაქო ომისთვის .

 

Doctor Strange/დოქტორ სტრეინჯი (2016 4 ნოემბერი)

იმის გარდა რომ დოქტორ სტრეინჯის როლი ფაქტიურად ყველა ჰოლივუდის მსახიობის უნდა ეთამაშა, ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ამ ფილმზე, უფრო სწორად ერთ ერთი რამე რაც იყო ცნობილი იყო ფილმის რეჟისორის ვინაობა – სკოტ დერიკსონი (Scott Derrickson), მაგრამ ეხლა ჩვენ უკვე ფილმის ოფიციალური გამოსვლის თარიღიც გვაქვს, რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებლის ვინაობას, ეს ყველას შეიძლება გაუკვირდეს მაგრამ მარველმა არ დაადასტურა რომ მთავარ როლს ბენედიქტ კამბერბეტჩი (Benedict Cumberbatch) ითამაშებს, რაც იმაზე მიათითებს რომ მოლაპარაკება ჯერ კიდო არ დასრულებულა.

Black Panther/შავი პანტერა (2017 3 ნოემბერი)

შავ პანტერაზე ძალიან ბევრი ჭორი დადიოდა, ჯერ კიდე Avengers Age of Ultron ტრეილერმა ბევრი მინიშნება გააკეთა მის ქვეყანაზე – ვაკანდაზე, განსაკუთრებით ენდი სერკისის (Andy Serkis) გამოჩენა, რომელიც ძალიან გავდა იულისის ქლას (Ulysses Klaw) შავი პანტერას მთავარ მტერს. ეხლა კი ჩანს რომ ესე მართლაც ასეა. შავ პანტერას ითამაშებს ჩადვიკ ბოსმენი (Chadwick Boseman) რომელიც ცნობილია ჯეიმს ბრაუნის როლის შესრულებით. საკუთარი ფილმის გარდა შავი პანტერას დიდი როლი ექნება Captain America: Civil War-ში, და ფილმში ის თავის კოსტუმში იქნება.

 Captain Marvel/კაპიტანი მარველი (2018 6  ივლისი)

მარველ სტუდიოსმა აგრეთვე დაანონსა თავისი პირველი ფილმი რომელშიც მთავარი სუპერ გმირი ქალი იქნება, კევინ ფაიგიმ დაადასტურა რომ ეს ფილმი კეროლ დენვერსზე იქნება, რომელიც აგრეთვე ცნობილია როგორც Ms. Marvel და ახალ კომიქსებში უკვე Captain Marvel სახელი აქვს. იმის შანსიც არსებობს რომ კეროლ დენვერსი მანამდე გამოჩნდეს სხვა ფილმში ან კი სერიალში, იმის გათვალისწინებით რომ მისი სუპერ ძალების წარმოშვება კრიისთან (Kree) არი დაკავშირებული.

 

Inhumans/არაადამიანები (2018 2 ნოემბერი)

ინჰუმანები (Inhumans) ან არაადამიანები არიან ადამიანების სუპერ რასა, ჯერ კიდე ქვის ხანის დროს უცხოპლანეტელმა კრიიმ ექსპერიმენტები დაიწყებს ადამინებზე, რომ თავისი იმპერიისთვის ძლიერი ჯარისკაცები შეექმნათ და შედეგად მიიღეს განვითარებული ადამიანების რასა სუპერ ძალებით, კრიიმ ომის გამო დედამიწა მიატოვეს, ინჰუმანებმა კი საიდუმლო ქალაქი ჩამოყალიბებს მონარქიული მართველობით. პირველ რიგში ზუსტად სამეფო ოჯახს უწოდებენ ინჰუმანებს რომელშიც შედიან შავი ელვა (Black Bolt) მისი ცოლი მედუზა (Medusa), კარნაკი (Karnak), გორგონი (Gorgon), ტრიტონი (Triton), კრისტალი (Crystal), მაქსიმუსი (Maximus), და ყველასთვის საყვარელი ძაღლი ლოქჯავ (Lockjaw).

იჰუმანების ფილმზე ძალიან ბევრი ჭორი დადიოდა იქიდან დაწყებული რომ შავი ელვას (Black bolt) როლს ვინ დიზელი (Vin Diesel ) ითამაშებს, იმით დამთავრებული რომ ამ სამყაროში ვანდა და პიეტრო სინამდვილეში ინჰუმანები არიან. მოგეხსნებათ მარველ სტუდიოს არ შეუძლია მუტანტების გამოყენება, რადგან მარველის მუტანტებზე უფლება სტუდია Fox გააჩნია. ამიტომ სრულიად ლოგიკური ნაბიჯია რომ მარველმა ინჰუმანების ფილმი დაანონსა, და როგორც ჩანს ფილმს ძალიან ძლიერ კავშირი ექნება სერიალთან  Agents of S.H.I.E.L.D.

 

Guardians of the Galaxy 2/გალაქტიკის მცველები 2 (2017 5 მაისი) და Thor: Ragnarok/თორი: რეგნაროკი (2017 28 ივლისი)

გალაქტიკის მცველების 2 თარიღი მანამდეც ცნობილი იყო. რაც შეეხება თორს ეს უკვე საინტერესოა, რადგან როგორც ჩანს Ragnarok ძალიან სერიოზული მოვლენებს უნდა ასახავდეს, სკანდინავიურ მითოლოგიაში რეგნაროკი იგივე აპოკალიფსია, ანუ მათი სამყაროს დასასრული, მარველის კომიქსებში ბოლო რეგნაროკმა დაახლოებით 3 წლით მთელი ასგარდი გააქრო და მათ შორის თორიც, უცნობია რა მოხდება თვით ფილმში მაგრამ როგორც ჩანს ჩვენ დიდი და მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდოთ ასგარდში.

Avengers: Infinity War Part I and Part II/შურისმაძიებლები: უსასრულო ომი (1 ნაწილი 2018 მაისი და 2 ნაწილი 2019 მაისი)

და რა თქმა უნდა მესამე ფაზის დასასრული, რომელიც ორ ნაწილად გამოვა, 6 წლის ლოდინის შემდეგ შურისმაძიებლების და ტანოსის დაპირისპირებას გვაჩვენებს, რომელშიც შურისმაძიებლების გარდა ბევრი სხვა გმირიც შეიძლება იყოს, მათ შორის გალაქტიკის მცველები და მარველის სატელევიზიო გმირები დერდევილი (Daredevil), ლუკ კეიჯი (Luke Cage), რკინის მუშტი (Iron Fist) და ჯესიკა ჯონსი (Jessica Jones). კევინ ფაიგიმ აგრეთვე აღნიშნა რომ ეს პრეზენტაცია ჯერ კიდევ ამ წლის სან დიეგოს კომიქს კონზე იგეგმებოდა მაგრამ იმის გამო რო ბევრი რამე იმ დროსთვის არ იყო მზად მათ მოუწიათ პრეზენტაციის გადადება.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Movies, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.