ახალი ‘Secret Wars’ 2015-ში

Marvel-მა დაანონსა ახალი კომიქს მოვლენა “Secret Wars”, რომელზეც იმუშავებენ მწერალი ჯონატან ჰიკმანი (Jonathan Hickman) და მხატვარი ისად რიბიკი (Esad Ribic). კომიქს-სერია 2015 წლის მაისიდან გამოვა და დაახლოებით 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება, ავტორების თქმით ამ სერიაში ჩვენ ვიხილავთ “დიდი მასშტაბის კოსმოსურ შერკინებას”.

როგორც სახელიდან გამომდინარე მიხვდით ეს ახალი სერია გარკვეულ იდეებს და კონცეპტებს გადაიღებს ’80 წლების პირველი “Secret Wars”-ის პოპულარული კომიქსიდან, მაგრამ შემქმნელები გვარწმუნებენ რომ ახალი სერია თავისებურად ორიგინალური და უნიკალური იქნება, ავტორების თქმით ამ სერიის იდეის პირველ ჩანასახი ჯერ კიდო 4-5 წლის უკან გაჩნდა.

იმის მიუხედავად რომ სხვა დეტალები ჯერ არ არი დაკონკრეტებული, Marvel-მა გაამხილა, ალექს როსის (Alex Ross) მიერ დახატული, სერიის პრომო ნახატი, რაზეც იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება რომ სერიის დიდი აქცენტი პარალელური სამყაროს პერსონაჟებზე გაკეთდება. Marvel-მა აგრეთვე არ გამორიცხა რომ ახალ Secret Wars თავისი საკუთარი ეკშენ ფიგურების სერია შეიძლება გამოუჩნდეს, ისივე როგორც ეს ’80 წლების Secret Wars-ის დროს იყო.

 

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.