სინგერი X-Men: Apocalypse გადაიღებს.

Deadline ადასტურებს რომ ბრაინ სინგერი (Bryan Singer) დაუბრუნდება რეჟისორის სკამს და შემდეგ იქს-ადამიანების ფილმს გადაიღებს, მართალია ეს არავისთვის არ არი სიახლე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ მისმა გადაღებულმა წინა იქს ფილმმა “X-Men: Days Of Future Past” $746 მილიონი დააგროვა მთელ მსოფლიოში. ეჭვი სინგერის დაბრუნებაში მხოლოდ მაშინ გაჩნდა როდესაც მისი სახელი ერთ სკანდალში აღმოჩნდა გარეული, რომელიც როგორც ჩანს უკვე დალაგდა.

“X-Men: Apocalypse” მოვლენები წინა ფილმიდან 10 წლის შემდეგ ხდება, და სათაურიდან გამომდინარე ფილმი წარადგენს, უძველეს მუტანტს და იქს ადამიანების დიდ მტერს, აპოკალიფს (Apocalypse), აგრეთვე ცნობილია რომ ფილმში ახალგაზრდა შტორმი (Storm), ჯინა გრეი (Jean Grey) და ციკლოპი (Cyclops) გამოჩნდებიან. ფილმის სცენარი საიმონ კინბერგმა (Simon Kinberg) უკვე დაწერა. “იქს ადამიანები: აპოკალიფსი” 2016 წლის 27 მაისიდან გამოვა ფართო ეკრანებზე.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, X-Men. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.