დედპულის სიკვდილი?

Comicbook.com-თან ინტერვიუში Marvel-ის გაყიდვების და მარკეტინგის უფროსმა, დევიდ გაბრიელმა (David Gabriel), მინიშნება გააკეთა რომ 2015 წლის მარტში ერთ-ერთი კომიქს სერიის 250 ნომერში მოკვდება ცნობილი პერსონაჟი რომელსაც თავის სახელში აქვს სიტყვა “Dead”.

დიდი ალბათობით საუბარია დედპულზე (Deadpool), თუმცა მის სერიას ჯერ არა აქვს 250 ნომერი, ამ რიცხვის მიღება ძალიან ადვილია თუ ჩვენ დედპულის ყველა სერიას და მინი-სერიას ერთად დავთვლით, იგივე Comicbook.com გამოთვლებით Deadpool #42, რომელიც წესით მარტში უნდა გამოვიდეს, იქნება ის 250 ნომერი.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, Posts, X-Men. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.