ჭაობის არსება: მილარის და მორისონის რანი


 

SWAMP THING

The force that through the green fuse drives the flower

Drives my green age; that blasts the roots of trees  

Is my destroyer...

DYLAN THOMAS

ყველასათვის ცნობილია, თუ როგორი განსხვავებულობით ხასიათდება ვერტიგოს კომიქსები, ყოველ შემთხვევაში ხასიათდებოდა Flashpoint-ამდე, იქამდე, სანამ DC თავის სამყაროში არ მოაქცევდა Wildstorm-სა და Vertigo-ს და ამით დაუკარგავდა ამ ორ კომპანიასა თუ სამყაროს მისთვის დამახასიათებელ განუმეორებელ ხიბლს. ვერტიგოს უპირველესი ხიბლი კი ალბათ მისტიციზმი იყო. სამყარო, სადაც ერთმანეთს შეერწყა სხვადასხვა მითოსი თუ რელიგია. მაშინ როდესაც სამყაროს უმაღლესი იერარქი იყო ქრისტიანული გაგების ღმერთი, მის გვედით არსებობდა ისეთი არსებები, როგორებიც იყვნენ ე.წ. Endless, წარმართული ღმერთები და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული პერსონაჟი კი, ცხადია Swamp thing, ჭაობის არსება იყო. ცხადია, ახლა აქ არ დავიწყებ საუბარს მის შექმანზე და ალან მურის კვალს ამ პერსონაჟზე. ამ შემთხვევაში ჩვენ შევეცდებით გავიხსენოთ მარკ მილერისა და გრანტ მორისონის მიერ შექმნილი ერა, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება ალან მურის ლეგენდარულ კომიქსს. ამ ორი მწერლის სერია მოიცავს 140-171-ე ნომრებს. მართალია, უშუალოდ მორისონმა მხოლოდ 4 ნომრის დაწერაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ამისდა მიუხედავად ის მუდამ ეხმარებოდა მილერს, აძლევდა რჩევებს და ა.შ. ზოგადად, მილერზე დიდია მორისონის გავლენა. მათი შეხვედრის შესახებ, მორისონი თავის წიგნში, Supergods-იც წერს.

I met Mark Millar when he was eighteen years old in 1988. He turned up at the doorto interview me for the comics fanzine Fantasy Advertiser. Unlike Warren, Mark truly loved superheroes, and we got on immediately, sharing a surreal and gruesome sense of humor.

Soon we were speaking on the phone every day, usually for four-hour stretches, in hysterics. I suppose I was attered by his attention and his ability to find everything I said funny, so I overlooked the potential for disaster in our unequal partnership.

აქვე წერს ის, იმ დროზე, როდესაც მას შესთავაზეს ამ პერსონაჟზე კომიქსის დაწერა. ციტატა მისი წიგნიდან:

When I was offered the Swamp Thing series, I took the assignment on the condition that I would cowrite the first four with Mark to establish a new direction that he would continue under my supervision. I worked out a large-scale thematic structure based on a journey through the four elements and talked him through individual story arcs, even supplying dialogue and caption suggestions, which he applied diligently.

აგრეთვე გუნდს შეურთდა მხატვარი პილ ჰესტერი. ცხადია, კოლექტივს ესმოდა, რომ რთული იქნებოდა თავიდან აერიდებინათ მურის გავლენა. მურმა, უნდა ითქვას, რომ მეორე სიცოცხლე მისცა პერსონაჟს. სხვათა შორის, მილერი 1984 წელს შეხვდა მურს გლასგოში. 13 წლის მილარი, მაშინ მხოლოდ სუპერგმირებზე კითხულობდა კომიქსებს, მხოლოდ უკვე ლეგენდარულ მწერალთან შეხვედრის შემდეგ შეეცვალა მას გემოვნება და არაკლასიკური გაგების კომიქსებით დაინტერესდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგადად, მითოლოგიაში, თითქმის ყველა ქვეყანაში, ხეებს დიდი როლი ენიჭებათ. თუნდაც პირველ მოვიხსენიოთ ჩრდილოური მითოლოგია და სიცოცხლის ხე, იგდრასილი, სამფესვა ხე, რომელიც სამყაროს განასახიერებს სკანდინავიურ მითოლოგიაში. ერთიფესვიზესკნელშია, მეორექვესკნელში (ნიფლჰაიმში), მესამეტურსთა (ბუმბერაზთა) სამეფოში. იგდრასილი გვხვდება ვერტიგოს სამყროშიც, სადაც ის ასოცირებულია ყოველივე არსებულის დასაწყისად და სწორედ მისი განადგურებითაა შესაძლებელი სამყაროს განადგურებაც. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ამ სამყაროში, ხე შექმნილია ღმერთის მიერ, ქრისტიანული გაგებით, მაშინ როდესაც იგდრასილის განადგურება ფერნისის ბედისწერაა. მგლის სკანდინავიური მითოლოგიიდან. თუ დავაკვრდებით, ვნახავთ, რომ ჩრდილოურ მითოლოგიაში იგდრასილი ყველა ძირითად განზომიებაშია ფესვგადგმული და ასე ვთქვათ კარიბჭეა 9 განზომილებას შორის. ამავდროულად, ყურადღება მივაქციოთ, თუ როგორ ახასიათებს Swamp thing-ი სიმწვანის ძალას. ანუ სიმწვანეში იგულისხმება ყოველი მცენარეული, რომლის ავატარიც ისაა.

ავატარი სიმწვანის გავრცელებაზე

ცნობილია ისიც, რომ ზოგიერთი ტომი მიიჩნევდა რომ ზოგიერთი ჯიშის ხეებში ჩასახლებული იყო გარდაცვლილთა სულები. პეგანები კი საერთოდ ხეებზე ლოცულობდნენ.

ხეში ჩასახლებული სულების ანალოგი

კიდევ ერთი ანალოგი შეიძლება გავლებულ იქნას ტყეებში არსებულ წმინდა ადგილებთან, რომლებიც სხვადასხვა მითოლოგიაში არსებობს. ასეთი ადგილები გვხვდება თითქმის ყველა მითოლოგიაში და ის გავრცელებულია როგორც აღმოსავლურ, ასევე დასავლურ მითოლოგიაში. ყველაზე ცნობილი მაგალითი კი ალბათ დრუიდების რიტუალები იქნება, რომლებიც ტარდებოდა გასაიდუმლოებულ ადგილებში. ამ წმინდა ადგილს არსებითად შეიძლება ორი რამ შევუსაბამოთ კომიქსებში. ერთი. ეს შეიძლება იყოს ხეების პარლამენტის ადგილმდებარეობა, რომელიც სიმწვანისთვის მართლაც წმინდა ადგილია, აგრეთვე აკმაყოფილებს იმ გასაიდუმლოებულოების მოთხოვნებს რომელიც დრუიდების წმინდა ადგილებს ახასათებდა. ასევე, პარლამენტი შეიძლება შევადაროთ დრუიდებს, რამდენადაც ორივე მათგანი წამოადგენდა საკუთრი გავლენის სფეროების სულიერ ლიდერებს. ასევე, თვითონ ავატარსაც ჰქონდა მისი „წმინდა“ ადგილი ჭაობში, სადაც ის და მისი ცოლი ცხოვრობდა. ზოგიერთ ლეგენდაში, ჩვილი ასოცირდებოდა ახლადდარგულ ხესთან, როგორც მომავლის სიმბოლოსთან. აქედან შესაძლოა კიდევ ერთი ასოციციის შექმნა- აქ იგულისხმება ჰოლანდის და ევის ქალიშვილი ტეფე. ერთის მხრივ, ბუნების და ადამიანის შვილი, როგორც მითოლოგიაშია. ცხადია, ასეთი საკითხების გაგრძელება კიდევ შეიძლება. შეგვეძლო მოგვეყანა მაგალითები სხვადასხვა რელიგიებიდან და შეგვედარებინა ისინი აღნიშნულ კომიქსთან, თუნდაც ქრისტიანობასთან მიმართებით, თუმცა ეს საკმაოდ დიდ დროს წაიღებდა და მთავარ სათქმელს დაგვაშორებდა. ასევე შეგვეძლო მიგვეთითებინა თანამედროვე მწერლობასა თუ ფილმებზე, სადაც შეგვეძლო გვეძება ალანოგიები. მაგალითად, ფილმ ავატარში არსებულ ხეებზე და ა.შ.

გადავიდეთ უშუალოდ მილარი/მორისონის სერიის განხილვაზე. განვიხილოთ როგორც შინაარსი, აგრეთვე ახლად შემოყვანილ პესონაჟთა შექმნა, ისტორია და ა.შ.

140-ე ნომერი იწყება სიზმრით, რომელსაც ალეკ ჰოლანდი ხედავს, მას ესიზმრება რომ ის არის ბუნების ღმერთი, რომ მას ჰყავს ცოლი და შვილი და რომ ის როგორც იქნა არის ბედნიერი. თუმცა ეს მხლოდ სიზმარია და ჰოლანდი გამოიღვიძებს პერუს ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც მან 3 კვირა დაყო ავადმყოფობის გამო, რამაც გამოიწვია მისი ამნეზია. მას ინახულებენ მისი გუნდის წევრები, რომლებიც გადასცემენ მისავე ჩანაწერებს და იმედოვნობენ, რომ მისი მეშვეობით მას გონება დაუბრუნდება. ჰოლანდს ჰგონია, რომ მისი მთელი სიცოცხლე, როგორც ავატარისა იყო ჰალუცინაცია. ცდილობს რა, გაარკვიოს თუ რა კავშირი შეიძლება იყოს მის სიზმრებს შორის და ამიტომ ის გადაწყვეტს მიიღოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰალუცინოგენი მცენარე (დმტ). ამისათვის ის შეხვდება ადგილობრივ შამანს, დონ რობერტოს, რომელიც მისცემს შესაძლებლობას დააგემოვნოს დმტ. რობერტო ეტყვის, რომ მისი მეშვეობით, შესაძლებელია სპირიტუალურ სამყაროში გადასვლა.

ჰალუცინაციისა და რეალობის გასაყარზე

ამავდროულად, როდესაც ალეკ ჰოლანდი პერუშია, swamp thing დაესხმება ორ ადამიანს და მოკლავს მათ. მოვლენთა განვითარებასთან ერთად ირკვევა, რომ არსებობს ორი არსება- ერთის მხრივ ალეკ ჰოლანდი და აგრეთვე swamp thing, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილნი არიან და უკვე არაფერი აღარ აკავშირებთ ერთმანეთთან. მაშინ როდესაც ჰოლანდი ცდილობს გაერკვეს მოვლენებში, ავატარი ცდილობს იპოვოს და მოკლას ყველა, ვისთანაც მას ადრე რაიმე კავშირი ქონდა. თავისი ძიების გზაზე, ჰოლანდი შევა ერთ-ერთ ბარში, სადაც ცდილობს გაარკვიოს, თუ როგორ შეიძლება მოხვდეს აეროპორტში და შესაბამისად მერე გაფრინდეს ამერიკაში, რადგანაც ბონ რობერტოს დახმარებით, მას უკვე ახსენდება გარკვეული მონავეთები თავისი სიცოხლიდან და ფიქრობს რომ ები არის საფრთხეში. სწორედ აქ შეხვდება კიდევ ერთ ახალ პერსონაჟს, ელ სენიორ ბლეიქს. უნდა ითქვას, რომ მილარი/მორისონი ამჯობინებდნენ შეექმნათ ახალი პერსონაჟები, ვიდრე გამოეყენებინათ უკვე არსებულები. ბლეიკიც ერთ-ერთი ასეთი პერსონაჟია. ბლეიკი ჰოლანდს ეუბნება, რომ მხოლოდ სულის მატარებლით შეუძლია მას გაარკვიოს სინამდვილე. საინტერესოა ის ფაქტი, ე.წ. soul train-ის არსებობას ჰოლანდი ჩვეულებრივად აღიქვამს. ამის მიზეზი კი სხვადასხვა შეიძლება იყოს. ერთის მხრივ, უძილობისდა გამო ის აღარ ენდობა საკუთარ სმენას და ფიქრობს რომ მოეჩვენა ბლეიკის ნათქვამი ან ამით ავტორი ცდილობდა ხაზი გაესვა მოვლენათა აბსურდულობაზე, იმაზე რომ ჰოლანდი/swamp thing რეალობის მიჯნაზე იდგა სადაც ლოგიკა აზრსს კარგვს. ასეა თუ ისე, ჰოლანდი აღმოჩნდება მატარებელში… მატარებელში, ჰოლანდი საკუთარ თავს დაუსვმს კითხვას რეალურობის შესახებ, რამდენად არის შესაძლებეი, რომ მოვლენათა ასეთი თანაწყობა გამოხატავდეს რეალობას. ამ დროს ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ ახალ პესონაჟს- მოგზაურს…

Traveller

ისმის კითხვა, თუ ვინ შეიძლება იყოს მოგზაური? არის რამოდენიმე შესაძლო პასუხი. გარეგნობიდან გამომდინარე, ერთის მხრივ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოგზაური არის ალან მურის პროტოტიპი, ვგულისხმობ წვერებსა და თმას. შემდეგი მოსაზრებაა ის, რომ ის გამოხატავს ოდინს. ერთის მხრივ იმის გამო რომ ცალი თვალით ბრმაა. აგრეთვე, გეიმანის sandman-ის სერიაში, ოდინი ზუსტად ასევე გამოიყურება. ასევე ისიც, რომ მოგზაური მოკვდა სიბრძნის ძიებისთვის შეიძლება დავაკავშიროთ ოდინთან. კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტია Wizard, რომელიც კაპიტანი მარველის ძალის წყაროა. ამის დაშვების ალბათობას გვაძლევს მის საღ თვალში აღბეჭდილი ელვის სილუეტი. შეგვეძლო გვევარაუდა ისიც, რომ ის არის ერთგვარი ანალოგი Phantom stranger-ისა. ანალოგი სპეციალურად ვახსენე, რადგანაც სტრეინჯერს ჩვენ ამ სერიაში ვიხილავთ და დაუშვებელია ამ ორი პერსონაჟის ერთმანეთში არევა. არის კიდევ ერთი მოსაზრება მოგზაურის პიროვნებასთან დაკავშრიებით- ნიწილი მიიჩნევს რომ ის ბარი ალენია. ცნობილია, პრე-კრიზისის ბარი ალენი მორისონის საყვარელი პერსონაჟი იყო, ამავდროულად უკვე ნახსენები ელვა შეიძლება გავაიგივოთ ფლეშის ლოგოსთან, ასევე ყურადსაღებია მისი სიტყვები an electrical messenger და who’d “died to gain knowledge … My friends would not recognise now. თუმცა დაზუსტებიც მაინც არფრის თქმა არ შეგვიძლია. მოგზაური საბოლოოდ აუხსნის მისი ხშირი ამბოხის გამო, ხეების პარლამანტმა გადაწყვიტა მათი ავატარისთვის მოეშორებინათ მისი ადამიანური ასპექტი, რაც მათ წარმატებით მოახერხეს. შესაბამისად, ავატარს ამ დროისათვის გონება აღარ ქონდა და ემორჩილებოდა მხოლოდ ინსტინქტებს. ის აკეთებდა იმას, რაც ჰოლანდს, როგორც სიმწვანის ავატარს მუდამ სურდა გაეკეთებინა, მაგრამ საკუთარი თვითკონტროლის გამო თავს იკავებდა. საბოლოოდ, მოგზაური ეტყვის რომ ყველა ხილვა რაც მას ქონდა იყო სინამდვილე და იმ ადამიანებს, რომელთა ბედიც მას აწუყხებდა საფრთხე ემუქრებოდა. ამის შემდეგ მოგზაური და ჰოლანდი დატოვებენ მატარებელს. შემდეგ, ირკვევა, რომ უკვე ნახსენები მოგზაური, ბლეიკი და ბონ რობერტო აკვირდებიან ჰოლანდის ყოველ მოქმედებას და მათ აქვთ გარკვეული გეგმა, რომლის აღსრულებასაც ისინი ესწრაფვიან.

სამეული აკვირდება ალეკ ჰოლანდს.

ამის შემდეგ, კადრი გადადის, თუ როგორ მოსდევს Swamp thing-ი ებბის მოსაკლავად. ცხადია, მას გადაარჩენს ჰოლანდი, თავს დაიწვავს ავატარის სხეულთან ერთად და ამისდა გამო ის კვლავ გახდება ბუნების ავატარი. ამავდროულად, პერუში ჩვენ ვხედავთ, რომ ზემოთ ნახსენები ჰოლანდის გუნდის წევრები, რომლებმაც მას საავადმყოფოში მიაკითხეს სინამდვიეში დონ რობერტოს მიერ შექმნილი არსებები იყვნენ, ვუდუს ჯადოქრობის მსგავსი მაგიით შექმნილნი. როდესაც ჰოლანდი კვლავ გახდება ავატარი, ის სთხოვს ების რომ მასთან დარჩეს, თუმცა ის ამას უარყოფს, რამდენადაც ეტყვის რომ მონსტრების სამყაროში მისი ადგილი არ არის. დასასრულს, ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იყვიძებს გერმანიის ერთ-ერთ საავადმყოფოში პაციენტი რვა წლიანი კომიდან და ასევე სტოუნჰენჯის ხედს, სადაც პირველად გამოჩნდება ქვების პარლამენტი.

როგორც ზემოთ ვსაუბრობდით, მილარის სერიის დამახასითებელი ნიშანია ისიც, რომ სანამ კონკრეტული სიუჟეტი არ დასრულდება რთულია გაარკვიო თუ სად გადის ზღვარი რეალობას და წარმოდგენას შორის. ზოგჯერ, იმის გარკვევაც კი ჭირს, მიმდინარეობს თუ არა მოვლენები ცენტრალურ სამყაროში და სახეზე ხომ არ გვაქვს კიდევ ერთი ალტერნატიული რეალობა. უნდა ითქვას ისიც, რომ ასეთი სითამამე იმ დროისთვის, მითუმეტეს კი დამწყები მწერლისაგან ცოტა მოულოდნელი იყო. ნუ მივყვებით მხოლოდ სიუჟეტის განხილვას. უკვე, დაახლოებით ამ ეტაპიდან, მაგიის როლი კიდევ უფრო იზრდება კომიქსებში, რაც ცხადია, გარკვეულად მორისონის გავლენაც იყოს, რომელიც ცნობილია რომ ოკულტიზმითა და მაგიითა გატაცებული. მაგალითად ტაროს კარტები ან კარტებზე მკითხაობა. აი თუნდაც ორი მაგალითი :

ამ მონაკვეთში, არსებითად ძლიერდება სიკვდილს თემაც კომიქსში. თუნდაც ზემოთ ტაროს კარტზე გამოსახული ჯადოქარი- სარგონი. ის ზემოთ ნახსენები კომიდან გამოსული პაციენტია. სიკვდილთანაა პირდაპირ კავშირი წლების წინ გამქრალი მღვდლის დროებითი დაბრუნებაც. უკვე მრავალგიზის ნათქვამი გაორება აქაც გრძლდება, რამდენადაც ჰოლანდს მართალი კვლავაც ადამიანის სახე აქვს მიღებული, მაგრამ ამჯერად ის გამოიყურება როგორც მეთიუ კეიბლი, პერსონაჟი რომელიც ამავე კომიქსის ადრეულ, 84-ე ნომერში დაიღუპა. აგრეთვე, ის უფრო მეტად ცნობილია სენდმენის სერიიდან, სადაც ის განასახიერებს მორფეუსის ყორანს. ჰოლანდს, რომელსაც დაკარგული აქვს მახსოვრობა კიდევ ერთხელ, შეხვდება ბოსტონ ბრანდი, რომელიც გააფრთხილებს რომ მოერიდოს შავ ტყეს (გერმანიაში არსებულს), სადაც როგორც აქამდე ეუბნებდნენ მთავარ გმირს, ყველაზე სუსტია ხეების პარლამენტის ძალა. ასევე, ჰოლანდის ხელში აღმოჩნდება სავიზიტო ბარათი, ამსტერდამის წითელი ფარნების უბნისა, სადაც გამოსახული მისი ცოლი, რომელიც, დიდი ხნის დაღუპულია, ან მას აქამდე ასე ეგონა… ჰოლანდის მოკვლას ცდილოს არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ აშშ-ს ხელისუფლებაც, რომელმაც დაიქირავა ნესლონ სტრონგი, რათა მან შეასრულოს ეს მისია. უნდა ითქვას ისიც, რომ როდესაც ამ კომიქსს კითხულობ და ნელსონ სტრონგს ნახავ, პირველი რასაც იფიქრებ, არის ის, რომ ეს არის სლეიდ ვილსონის დაბერებული ვარიანტი. მსგავსება საკმაოდ თვალსაჩინოა, თუნდაც ფორმისა თუ ცალი თვალით სიბრმავის გამო. იმ დროს, როდესაც ჰოლანდი, მეთიუ კეიბლის ვინაობით ამსტერდამში მიემგზავრება, პარლამენტი მოახერხებს რომ თვითმფრინავზე შეაგზავნოს მისი აგენტი და ააფეთქოს ის. ამავდროულად, დედამიწის სხვადასხვა რეგიონებში დროგამოშვებით გამოჩნდებიან swamp thing-ის მსგავსი არსებები, რომლებიც თავიანთ გზაზე ყველაფერს ანადგურებენ და მერე კვლავ ქრებიან. ლინა ჰოლანდი კი, ამსტერდამში ცხოვრობს და უძველესი პროფესისს მიმდევარია, თუმცა გარკვეული ვარიაციით, რამდენადაც ის უკვდავია, არაფერს არ შეუძლია მოკლას ის და მისი კლიენტებიც ძირითადად სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ იმისათვის რომ ის მოკლან, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, ჰოლანდი მასთან მიაღწევს, თუმცა ლინდა ეტყვის რომ მისი ქმარი წლების წინ მოკვდა თეთრთმიან ქალთან (ებბი) ერთად, ვის გამოც ის ქმარმა მიატოვა. საბოლოოდ, ავატარი მიდის იმ ვარაუდამდე, რომ ლინდაც, ისევე როგორც ბევრი სხვა რამეც არის მხოლოდ მისი ჰალუცინაციის შედეგი და ის მიდის ამსტერდამში სახეტიალოდ, სადაც ნახავს ქალაქის ჩრდილოვან ნაწილს და იმ საშინელებებს რომელიც დღისით არ ჩანს, ლინდა კი მიდის მოგზაურთან და ეუბნება, რომ ის მზადაა დასაბრუნებლად… რომ მან შეასრულა ის მისია რომლისთვისაც ის შეიქმნა, თუმცა მოგზაური ეტყვის რომ ის მისი ქმნილება არ არის და მან მხოლოდ მესამე განზომილება დაამატა მას და აუსრულა მას სურვილი…

მთელ ამ მოვლენებს კი რეფრენად დასდევს სიტყვა იმიტაცია…

საბოლოოდ, ჰოლანდი ერთერთ ბარში დაკარგავს კონტროლს და მიიღებს მის ავატარისეულ ფორმას. სწორედ ამ დროს მას თავს დაესხმევა სტრონგი და მისი შენაერთი, რომელიც თავიდანვე უშანსოდ იყო და მათ ყველას კონტროლ დაკარგული ჰოლანდის ავატარი მოკლავს.

1951 წელს, სანამ ჰოლანდი დაიბადებოდა მის დედასთან მივიდა ჯიმ კორიგანი, რომელიც იყო ღმერთის რისხვის, მოჩვენების (Spectre) მატარებელი და მან ქალი გააფრთხილა, რომ ეს ბავშვი არ უნდა დაბადებულიყო, რადგანაც ის გაანადგურებდა დედამიწას, შემდეგ დაამატა, რომ ის თვითონვე შეასრულებდა ამ მისიას, მაგრამ მას ამის უფლება არ ქონდა. შემდეგ, როგორც დენიორ ბლეიკი განუარტავს დონ რობერტოს ღმერთის რისხვის ძალაუფლება არ ვრცელდება ელემენტებზე ( ცეცხლი, წყალი, ჰაერი, ქვა, მცენარეები) და მათ მიზანს, რომელის შესახებ ჯერ არაფერი არ თქმულა გარკვევით, მისგან საფრთხე არ შეექმნება, რაც არ ითქმოდა მის „ძმაზე“, სიტყვაზე, რომელიც ღმერთის პირველი შემოქმედება იყო. ვერტიგოს მითოლოგიაში, მიჩნეულია რომ ღმერთს აქვს სხვადახვა ასპექტები, რომელთა რაოდენიბაც და მოვალეობაც სხვადასხვა ავტორის შეხედულების თანახმად იცვლება. მაგალითად, კომიქსების განვითარების რაღაც ეტაპზე იყო მხოლოდ Spectre, რომლის ნამდვილი სახელია აზტარი. ის ერთ-ერთი იყო იმ ანგელოზებს შორის, რომელმაც მხარი დაუჭირა ლუციფერს სამოთხეში ამბოხის დროს, თუმცა შემდეგ პატიება ითხოვა და მან ეს მოწყალება მიიღო, იმის სანაცვლოდ რომ ის დაკარგავდა თავის მოგონებებსა და პიროვნებას და იქნებოდა ღმერთის შურისძიება. ასევე იყო გალიდი (ეკლიპსო), ღმერთის რისხვა, რომელმაც შემდეგ ბნელეთის მხარეს დადგა და ღმერთის მოწყალება – გასხივოსნებული. უშუალოდ, ამ კონკრეტულ ასპექტებზე საუბარი ცხადია Swamp thing ისტორია არ შეეხება, ამიტომ მათ თავგადასავლებზე აქ არ ვისაუბებთ, მხოლოდ ღმერთის ასპექტებზე. თვითონ ღმერთმა, სამოთხეში ამბოხისას, ლუციფერი როგორც მისი ასპექტი ისე მოიხსენია, თუმცა

ეს მხოლოდ ამ ერთ კომიქში იყო ნათქვამი, სხვაგან კი არსად ის როგორც წესი, ძირითადად მეამბოხე შვილად მოიხსენიება, რომელაც საჩუქად სიცოცხლის მანიპულაცია და უფლის სული მიეკუთვნა, მის ძმას, მიქაელს კი – უფლის ღვთიური ძალა…

უშუალოდ სიტყვას რაც შეეხება, მას რისხვაც კი ერიდება და მისი ეშინია. Book of magic-ის პირველ ნომერში, ჩანს 6 მთავარანგელოზი, რომელებიც სამყაროს უყურებენ, მათ შორის არის „სიტყვაც“, რომელიც მთავარენგელოზი გაბრიელია

აქ უნდა ვივარაუდოთ, რომ სახეზე გვაქს გარკვეული ხარვეზი ან მწერლის განსხვავებული ხედვა, რამდენაც, ამ კომიქსის მიხედვით შურისძიებას გამოსახავს არა ატზარი, არამედ რაგუელი, რაც ეწინააღმდეგება იქამდე და მას შემდეგ კომიქსებში მითითებულ ინფორმაციას. ძმისგან განსხვავებით, „სიტყვაზე’“ არ ვრცელდებოდა ის შეზღუდვები, რომლიც დაწესებული იყო მოჩვენებზე და მისი შეჩერა, ბლეიკის აზრით შეიძლებოდა მხოლოდ მისი კარტში დამარცხებით.

კვლავ დავუბრუნდეთ სიუჟეტის განვითარებას.

დამავიწყდა მეთქვა ნელსონ სტრონგი სიკვდილის შემდეგ ქვების პარლამენტმა საკუთარ ავატარად აირჩია და გადაწყვიტა მისი მომზადება მცენარეების ავატართან საბრძოლველად.

გერმანიის შავ ტყეში კი სარგონი და მისი მიმდევრები „ახალი სამოთხის“ შესაქმნელად ემზადებიან დედამიწაზე. სარგონის კარიერა, როგორც მაგისა დაიწყო მაშინ, როდესაც მან ვატიკანიდან სამოთხის ვაშლი გაიტაცა და ცოდნის ხილი შეჭამა, შემდეგ კი მისი თესლი შავ ტყეში დათესა, საიდანაც ხე ისევ გაიზარდა და ამ ნაყოფის ჩამის შემდეგ ადგილობრივი მცხოვრებლები სარგონის მიმდევრები გახდნენ. მისი პირველი სიკვდილის შემდეგ, ის აღმოჩნდა გამომწყვრეული სპირიტუალური და ფიზიკური სამყაროს გასახაყარზე, სხვა მილიონობით სულთან ერთად. ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ვერ მოახერხეს გაეწყვიტათ კავშირი დედამიწასთან და ამის გამო სამუდამო ბნელეთში (არა ჯოჯოხეთში) უწევდათ ტანჯვა. ბნელეთში მედიტაციის შემდეგ სარგონმა მოახერხა რომ ეპოვა დასაბრუნებელი გზა ცოცხლების სამყაროში და ახლა მიიჩნევდა რომ მისი მისია, როგორც ახალი იესო ქრისტესი, ახალი მესიისა იყო ბნელეთში დატყვევებული ხალხის განთავისუფლება და აეძულებინა სამოთხეს მიეღო ისინი. ამისათვის კი აუცილებელი იყო სისხლიანი მსხვერპლშეწირვა. მიმდევრებმა ჯერ ყველა ის მცხოვრები თუ გამვლელი მოკლეს, რომელიც მათ არ ეთანხმებოდა, შემდეგ კი, წმინდა ხის წინაშე ყველამ თავი მოიკლა. შეიძლება, მილერმა, ყველაფერთან ერთად, სუიციდის თემისათვის აოკიგაჰარას ტყის ანალოგიც გამოიყენა, თუმცა შავ ტყის არჩევა მაინც ერთის მხრივ ძმები გრიმების ლეგენდებს და ასევე ლუდვიგ ფლამენბერგის წიგნს, „ნეკრომანტერს, ანუ შავი ტყის ლეგენდას“ უნდა დავუკავშიროთ. მსხვერპლშეწირვის შემდეგ და სარგონის მაგიის გამოყენებით მკვდრები მართლაც აღსდგებიან მიწიდან, რომლებსაც სარგონი ახალ ანგელოზებს უწოდებს და ამბობს, რომ ეს არის გასხივოსნების დასაწყისი. ამ მოვლენათა პარალელურად, სენიორ ბლეიკი „სიტყვას“ გამოიწვევს დუელში, კარტის თამაში იმ მოთხოვნით, რომ თუ ის გაიმარჯვებს მაშინ Swamp thing ხელშეუხებელი იქნება, მაგრამ ის მაინც დამარცხდება, თუმცა წასვლის წინ, ის მეტოქეს გააფრთხილებს, რომ არ თქვას არაფერი და მხოლოდ მის გონებაში ჩაიხედოს და ამის მერე გადაწყვიტოს, სურს თუ არა, კვლავ მოკლას ავატარი. უცნობია, თუ რა ნახა ღმერთის სიტყვამ ბლეიკის გონებაში, მაგრამ ნანახმა ისიც შეაშფოთა თუ შეაშინა და ამის გამო, მან ბლეიკის პირობა მისცა, რომ ავატარს ორი წელი არ შეეხებოდა თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ მას ხელს ვერავინ ვერ შეუშლიდა.

მაშინ როდესაც სარგონმა მოახერხა და დაიწყო გასხივოსნების პროცესი და სამოთხის ხის მეშვეობით მაოხერხა რომ გაეღო სასუფევლის კარიბჭე, Swamp thing-მა გადაწყვიტა შეეჩერებინა. მისი პირველი მცდელობა ჯერ კიდევ მასიურ სუიციდამდე იყო, თუმცა მისი პირველი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. როდესაც მან მოახერხა და ხელახლა შეუტია სარგონს, მისი ბრძოლა ჯადოქართან შეწყვეტილ იქნა ქვების ავატარით გამოჩენით, რომელმაც სიმწვანის ავატარი ბრძოლაში გამოიწვია. საბოლოოდ, ამ ბრძოლაში ჰოლანდმა გაიმარჯა. ამ ბრძოლის ხილვამ გარდაქმნა სარგონი (გარდაქმნა და მისი მიზეზები საკმაოდ ცუდად იყო ახსნილი ავტორის მიერ ) და მან თავი გაწირა იმისათვის რომ მის მიერ დაწყებული „გასხივოსნება“ დაესრულებინა, ხოლო Swamp thing-მა კი სამოთხის ხე გაანთავისუფლა ყველა იმ უარყოფითი ენერგიისაგან რომელიც მასში დაგროვებულიყო და გარემო გარდაქმნა ერთ დიდ ბაღად. ამის შემდეგ, ჰოლანდი მოიხმო ქვების პარლამენტმა, გასცა მას მათი ავატარის ძალები და ის გამოაცხადა როგორც მთელი დედამიწის ავატარად. თუ ის ადრე მხოლოდ ხეების, ბუჩქებისა და მცენარეების დამცველი იყო, ამიერიდან მას ევალებოდა ქვების დაცვაც. შემდეგ მას განუმარტავენ, რომ ადრე, ეს რო პარლამენტი ერთი მთლიანობა იყო და ისინი მილიონ წელზე მეტი ელოდებოდნენ იმ დღეს, როდესაც გამოჩნდებოდა ავატარი, რომელიც მოახერხებდა მათ გაერთიანებას. ბოლოს კი დაამატებენ, რომ როდესაც დრო მოვა, მას სხვა პარლამენტებიც მოიხმობენ, რათა მოუწყონ მას გამოცდა. ქვების პარლამენტი, ცხადია მოაის ანალოგია…

River Run

კომიქსის შემდეგი რამოდენიმე ნომერი შეეხება Swamp thing-ის მოგზაურობას პარალელურ სამყაროებში, რაც არის ერთგავრი მოსამზადებელი ეტაპი ტალღების პარლამენტთან შესახვედრად. თავდაპირველად, ის შეხვდება გოგოს, სახელად ანა, რომელსაც აქვს მოთხრობების კრებული, სახელად River run. სწორედ ამ მოთხრობათა მიხედვით არის შემდეგი რამოდენიმე თავგადასახვალი, თუმცა კომიქსის ყოველი ნომერი იწყება ერთი და იმავე კადრით.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედებები სხვადასხვა სამყაროში ხდება, ყველას აერთიანებს ერთი რამ-ყველა სამყაროში განვითარებულ მოვლენებში, გარკვეული დოზით ფიგურირებს ანა. განსაკუთრებული ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს ავატრის მოგზაურობები ამ პარალელურ სამყაროებში. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ისინი არსებითად ანალოგიებს წარმოადგენენ ან თვითონ ჰოლანდის ცხოვრების მნიშვნელოვნი მონაკვეთების ვარიაციები არიან. მაგალითად City of the dead ფრანკ მილერის Sin city-ის ანალოგია, ხოლო სხვა ნომერში შექმნილი პერსონაჟი, შავი ყუთი (Black box) შეიძლება ალან სკოტად მივიჩნიოთ (თუნდაც ასაკის და ფორმის გამო). სხვა სამყაროში, ავატარი შეეცდება იმ სამყაროს ჰლანფს თავიდან ააცილოს ავატარად გახდომა, გადაარჩინოს ებიგეილი ბიძამისისგან და ა.შ.

ანა პარალელურ სამყაროებში

საბოლოოდ, ავატარი გამორკვევს, რომ ანა სინამდვილეში გარდაიცვალა და მისი არსებობა მხოლოდ ტალღების პარლამენტის წყალობით შენარჩუნდა, რომელთა სურვილიც იყო, რომ ჰოლანდს სხვადასხვა სამყაროებში ემოგზაურა იქამდე, სანამ საკუთარ ძალებს გადასხცემდნენ მას. საბოლოოდ ჰოლანდი მიიღებს ამ ძალებს, ხოლო ანას კი გაანთავისუფლებენ და ის საბოლოოდ მოახერხებს გარდაცვალებას.

მოვლენათა განვითარებსათან ერთად, მილარი უფრო და უფრო მეტად იყენებს თხრობაში მასონისზმისა და ქრისტიანობის ელემენტებს. ეს განსაკუთრებით შეინიშნება სერიის ბოლო ნომრებში, სადაც პრაქტიკულად დიდი ნაწილი არსებითად ქრისტიანობისა თუ ეკლესიის კრიტიკაზეა მიძღვნილი. თუმცა ჯერ, მასონიზმის პირველი ნიშნები მოგზაურის, დონ რობეროტოსა და სენიორ ბლეიკის განოჩენსათან ერთად იწყება. გასაიდუმლოებული შეხვედრები, ჩრდილში დგომა, ჩაბნელებული ოთახები, ამოსაცნობი ნიშნები – ეს ძირითადი მახასიათებლები, რაც პოპულარულ კულტურაში მასონებთან არის დაკავშირებული ყველაფერი ჩანს. აგრეთვე მათ ხელთ არსებული დიდი ძალა და მათი სურვილი გარდაქმნან სამყარო მათი ინტერესის თანახმად. 159-ე ნომერში, რომელიც წარმოადგენს კიდევ ერთ გადახვევას ძირითადს ისტორიიდან, წარმოჩენილია ბრიტანელი ჯენლტმენების გაერთიანება, რომლის შეხვედრების ადგილიც არის შოტლანდია. ეს არის გურმანების გაერთიანება, რომლებიც წელიწადში ერთხელ იკრიბებიან და აგემოვნებენ უშვიათეს კერძებს. კლუბის წესდების თანახმად, ყოველი წევრი ვალდებულია შეხვედრაზე მოიტანოს ისეთი კერძი, რომელიც არცერთ მათგანს არ დაუგემოვნებია და ყველა წევრი ვალდებულია მიირთვას სხვა წევრის მიერ მოტანილი კერძი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გაძევებული იქნება კლუბიდან. მათ შემადგენლობაში შედის დედოფლის ბიძაშვილიც. საბოლოოდ, კლუბი კანიბალიზმამდე მივა. ეს კლუბი მილარისთვის იყო რაღაც გარდამავალი მასონებსა და უბრალო ჯენლტმენურ გაერთიანებას შორის. მილარის კომიქსის საბოლოო სერიაში ასევე ჩნდება კიდევ ერთი მასონური ლოჟა, რომელიც ბლეიკთან და მის მომხრეებთან არის დაპირისპირებული. ამ ლოჟის რამოდენიმე წევრი ადრევე იყო ცნობილი, ესენია ჯონ კონსტანტინე და Phantom stranger-ი, ასევე თიმოთი რეივენი. არსებით კითხვას წარმოადგენს, თუ როგორ მოხდა, რომ უბრალო მოკვდავი და კოსმიურ/რელიგიური არსება ერთ ლოჟაშ ყოფილიყვნენ გაწევრიანებული. კიდევ ერთ კითხვას წარმოადგენს ის, თუ ვინ იყო ლოჟის წინამძღოლი, რომელსაც ყველა უსიტყვოდ ემორჩლებოდა. ამ კითხვებზე პასუხი მილარს არ გაუცია, მან მხოლოდ კითხვის ნიშნები დატოვა. თუმცა გამომდინარეობს, რომ მილარის კონცეფციით დისის და ვერტიგოს სამყაროების ცენტრში ურთიერთდაპირისპირებული მასონური ლოჟები დგას, რომლებიც მილიონობით წელია ერთმანეთს ებრძვიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრძოლა დედამიწისთვისაა. ბლეიკსა და მის ლოჟას სურს რომ დედამიწაზე ადამიანების მოდგმა განაგურდეს, ხოლო იმ ლოჟას, რომელსაც კონსტანტინე მიეკუთვნება ამის შეჩერება სურს. ქრისტიანობის კრიტიკა ვახსენე. პირველი აქტიური გალაშქრება მილარის მიერ არის „სიტყვის“ დახასიათებისას, როდესაც მასზე საუბრობენ როგორც ინკვიზიტორზე. ის დახასიათებულია როგორც ღმერთის გუშაგი, მისი მცველი და მისი შავი საქმეების შემსრულებელი. ასევე, მას შემდეგ რაც ავატარი შავი ტყის ინციდენტის დროს სამოთხეს და ხალხს გადაარჩენს, მისი დამოკიდებულება არ შეცვლილა. მისი მოქმედების მიზეზი ორია : ა) ის რომ Swamp thing-მა შესაძლოა დედამიწა საკუთარი სურვილის თანახმად გარდაქმნას და ბ) სრულ პოტენციალზე, შესაძლოა მისი ძალა ღმერთისას გაუტოლდეს, რაც დაუშვებელია. მასონიზმსა და ქრისტიანობას კვლავ დავუბრუნდებით როდესაც სიუჟეტის განხილვისას კონკრეტულ მონაკვეთებს მივადგებით. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ კონსტანტინეს ლოჟის ტრადიციას, რომლის თანახმადაც ყოველმა ახალმა წევრმა უნდა გადააბიჯოს ჯვარცმას. ეს წესი განსაკუთრეით საყურადღებოა იმის გააზრებით, რომ ლოჟის ყველა წევრმა იცის ის, რომ ღმერთი, ქრისტიანული გაგებით არსებობს.

როდესც სარგონზე იყო საუბარი, იქ დამავიწყდა მეთქვა, რომ იმ მონაკვეთში ასევე ფიგურირებდა ერთი გოგო, რომელიც სარგონის აღზრდილი იყო და მას ბიძად ერგებოდა. სწორედ მისი მსხვერპლად შეწირვა იყო ერთერთი ნაბიჯი გასხივოსნების გზის მისაღწევად. არსებითი მნიშვნელობა არა აქვს თვით ამ გოგოს არსებობას სიუჟეტის განვითარებისთვის, არამედ იმ თოჯინას, რომელიც მას სარგონისგან ქონდა მიღებული. როდესაც შავ ტყეში სარგონი დამარცხდა და ეს აღნიშნული ნათესავი სახლში დაბრუნდა, მან ეს თოჯინა ერთ-ერთ მათხოვარ ქალს მისცა და უთხრა, როდესაც უჭირდა ეს მუდამ ეხმარებოდა. შემდეგ ვნახავთ, რომ ეს თოჯინა ერთგვარ დამაკავშირებელ როლს შეასრულებს მოვლენებს შორის.

მას შემდეგ რაც Swamp thing-მა მიიღო წყლის ძალა, ის დაბრუნდა მის ძირითადად სამყოფელში და მედიტაციას, საკუთარი ახალი ძალების შესწავლას მიყო ხელი. ამის პარალელურად, მილარი ავითარებს მოვლენებს ნიუ-იურკში, სადაც პირველად ვხედავთ მეგის (მაწანწალას, რომელსაც სარგონის ნათესავმა თოჯინა აჩუქა) და ჯიმ რუკს, ყოფილ როკ-მუსიკოსს, რომელმაც მუსიკალურ კარიერას თავი 25 წლის წინ დაანაბა, მას შემდეგ რაც ცოლმა მიატოვა. ახლა, ის შემორჩენილი ნაცნობების წყალობით ის ეხმარება უსახლკაროებს რომ ხელახლა დაიწყონ ცხოვრება. ამავდროულად, როგორც მივხვდი ( რუკი პირველად შემხვდა ამ კომიქსში და მის კარიერას არ ვიცნობ) მას აქვს ამნეზია და არ ახსოვს მისი ალტერ-ეგო, სუპერგმირი ღამის ოსტატი (Nightmaster), კიდევ ერთი მისტიკური გმირი. ჯიმ რუკს ეძებენ „აჩრდილები“ მისი წარსულიდან და ისინი სთოხოვენ მას რომ დაეხმარონ, რამეთუ მისი ძველი მტრები დაბრუნდნენ და ყველაფრის განადგურება აქვთ გადაწყვეტილი. ბიჭი, რომელმაც რუკი გააფრთხილა ეტყვის მას, რომ ის მოგზაურმა გამოგზავნა და სწორედ მან უთხრა, თუ სად შეიძლებოდა ღამის ოსტატის პოვნა. საბოლოოდ, რუკი თანდათანობით აღიდგენს მახსოვრობას და მისი ხმლის გამოყენებით დაიბრუნებს ძალას, უფრო სწორედ კი, კვლავ დაეუფლება მას. ასევე ვხედავთ, რომ ებიგეილი ბრუნდება Swamp thing-თან და ეუბნება, რომ გადაწყვიტა ყველაფერი ხელახლა დაიწყოს (უნდა ითქვას ისიც, რომ ეს რომანტიკული საუბარი წყვის შორის, მეტად ერთფეროვანი გამოუვიდა მილარს). ასევე ჰოლანდი მას ანახებს მის „კლონს“, რომელიც შექმნა იმისათვის, რომ სულ მარტო არ ყოფილიყო. უნდა ითქვას, რომ ზოგადად, Swamp thing-ის მიერ შექმილი კლონები არ იყვნენ უბრალო მარიონეტები, ყველა მათგანი, თუ თვით შემქნელი ისურვებდა, იძენდა საკუთარ ნებას. მილარის სერიამდე, ერთ-ერთმა ასეთმა კლონმა სცადა კიდევაც ავატარის ჩანაცვლება. უნდა ითქვას ისიც, რომ კლონებს, კლასიკური გაგებით ვერ გაანადგურებ, მხოლოდ ავატარს შეუძლია შთანთქას ისინი, რამდენადაც ისინი მისი სულის ნაწილები არიან. ზემოთ აღვნიშნეთ ღამის ოსტატის მტრები. იმ დროის განმავლობაში, სანამ რუკს მიაგნებდნენ და ის აღიდგენდა თავის ძალებს, მათ დაიპყრეს პარალელური განზომილება და ემზადებოდნენ ძირითად რეალობაში შემოსაჭრელად. მათ გამოგზავნეს დრუიდი, მათი აპოკალიფისი მაუწყებელი, რომლის მისია იყო აღოეჩინა ყველაზე ძლიერი არსება დედამიწაზე, გაეკონტროლებინა მისი გონება და მოემზადებინა გარემო მისი ბატონების/თანამებრძოლების მოსვლისათვის. მოსამზადებელ ეტაპს კი წარმოადგენდა სიმწვანის ავატარის გამოთიშვა ბრძოლის ველიდან, რამდენადაც ის იყო ყველაზე ძლიერი არსება დედამიწაზე. მან მართლაც მოახერხა ერთი კონკრეტული ადგილის პოვნა და ამ ადგილზე მოიხმო ავატარი, რის გამოც მან დაკარგა კონტროლი მის პირველ ძალაზე, მცენარეთა ბიომაისის მართვის უნარი. დრუიდი იმედოვნებდა, რომ ჰოლანდის მოკვლით საფრთხე გაქრებოდა, მაგრამ მან არ იცოდა მისი ახალი ძალების შესახებ, რის გამოც ის დამარცხდა, კერძოდ ავატარმა მოახდინა დრუიდის დეჰიდრაცია და მოკლა იგი. ამ დროს კი, ებიგაილი ჭაობში ესაუბრება ჰოლანდის მიერ შექმილ კლონს და ამ საუბრის შემდეგ გადაწყვეტს, რომ მისი ადგილი აქ არ არის, რომ მისი ქმარი უფრო და უფრო კარგავს ადამიანურ გრძნობებს და ტოვებს მას ( მერამდენედ ვინ იცის). მის სახლში, დონ რობერტო ცდილობს გაარკვიოს მომავალი, თუმცა მისი ხედვა მხლოდ ლიმიტირებულია გარკვეული მიზეზებისდა გამო, მოგზაური კი ცდილობს შეაჩეროს პარალელური სამყაროდან ჯადოქრების შემოჭრა, თუმცა ეს მისია უშალოდ ავატარს ეკისრება და მხოლოდ მას შეუძლია მისი აღსრულება. როგორც მოგზაური ეტყვის Swamp thing-ს თუ რეალობაში ჯადოქრები შემოჭრას მოახერხებენ, მხოლოდ ის მოახერხებს მათთან ბრძოლას, რამდენადაც სხვა გმირებს უფრო მაღალი ძალა/ავტორიტეტი არ მისცემს უფლებას რომ ამ მოვლენებში ჩაერიოს, თუმცა მას დაუმალეს ღამის ოსტატის შესახებ, რომელიც თავის მხრივ ცდილობს ამ მოვლენას წინ აღუდგეს. მეგი კი (გოგონა რომლესაც თოჯინა აჩუქეს) ხვდება სენიორ ბლეიკს, რომელიც უწინასწარმეტყველებს, რომ ის გახდება ისეთი ბიჭის დედა, რომელიც ახალ რასას დაუდებს სათავეს. ამის შემდეგ კი, ბლეიკი, საკუთარი მაგიის წყალობით, რუკის ყოფილ ცოლის ნებაზე მოახდენს გავლენას და დააჯერებს მას, რომ ის კვლავ მის პირველ ქმარზეა შეყვარებული და ისიც წავა მის სანახავად. პაალელური სამყაროს მაგებმა მაინც მოახერხეს რომ გადმოსულიყვენენ ჩვენს განზომილებაში და მათ გამოსვლასთან ერთად შემოიჭრა ზღაპრული სამყარო, მისი დემონებით, ტროლებით, დრაკონებითა თუ სხვა არსებებით, რომლებიც, ჟანრის მოთხოვნის თანახმად რა თქმა უნდა ადამანებზე ნადირობდნენ. ღამის ოსტატი მათ ებრძოდა, საბოლოოდ კი Swamp thing-მა მიაღწია იმ სავარაუდო ადგილს, სადაც საბოლოოდ უნდა მომხდარიყო მაგების გადმოსვლა, თუმცა როდესაც ის იქ შევიდა მხოლოდ წიგნები ნახე. ავატარი გაარკვეს რომ ეს ყველა მაგიური არსება სხვა არაფერი იყო რა, თუ არა რუკის ფანტზიის ნაყოფი და მისი ტრაგედიის (ცოლთან განშორების) სიღრმემ ის აქცია რეალობად და მისი ქვეცნობიერი ესწრაფვოდა რომ სამყარო გაენადგურებინა. Swamp thing-მა აიძულა რუკი რომ გამოფხიზლებულიყო და მის გამოფხიზლებასთან ერთად ყველა ეს მაგიური არსებაც გაქრა. ამ მოვლენების შემდეგ ჰაერის პარლამენტმა თავისთან მოიხმო ჰოლანდი და მას მიანიჭა მისი ძალები. აქვე პირველად იქნა ნახსენები Star child-ი…

მცირე კოლაჟი სურათებისა

ელემენტების პარლამენტები

Swamp thing-ის ფიზიკური ევოლუცია ახლი ელემენტების ძალების შეძენსათან ერთად

4 ელემენტის ძალის დაუფლების შემდეგ, გავიდა ერთი წელი. ამ დროის განმავლობაში Swamp thing-მა გარდაქმნა ის ჭაობი, სადაც ცხოვობდა და ის ედემის ბაღად გადააქცია. სხვადასხვა ვარაუდები გამოითქვა იმაზე, თუ რას აპირებდა ის. ნაწილი მიიჩნევდა რომ მან დაასრულა მისი კარიერა როგორც გმირმა და განმარტოებით ცხოვრებას შეუდგა, ნაწილი კი მიიჩნევდა რომ მისი მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ იყო. მთავრობები დაუკავშირდნენ ჯეისონ ვუდროს, მცენარისა და ადამიანის ჰიბრიდს და მას დაავალეს რომ გასაუბრებოდა ავატარს და გაეგო მისი მიზნები. სწორედ ამ დროს, ასპარეზზე გამოდის ის ლოჟა, რომლის შემადგენლობაშიც კონსტანტინე, ტიმოთი რეივენი და სტრეინჯერი შედიან. ლოჟის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით თითოეულმა მათგანმა უნდა შეასრულოს კონკრეტული მისია – რეივენმა უნდა მოიხმოს ავატარის დიდი ხნის მეტოქე, ანტონ არკანე, კონსტანტინემ უნდა მოიპოვოს ოცნებების შემსრულებელი მაგიური ყუთი და სტრეიჯერმა კი უნდა გააფრთხილოს „სიტყვა“ რომ მისი მოქმედების დრო დადგა. ვუდრომ დაიწყო ძიება Swamp thing-ის ბაღში, რათა ეპოვა ის. მიუხედავად არც ისე დიდი სივრცისა, რომელსაც ეს ბაღი მოიცავდა, აქ იყო აბსოლუტურად განსხვავებული ადგილები: ყინულიდან დაწყებული უდაბნოებითა და პირამიდებით დასრულებული. საბოლოოდ, ვუდრო მიაღწევს უკვე დედამიწის ავატარამდე და სთხოვს უთხრას თუ რა გეგმა აქვს მას. ის არ დაუმალავს და ეტყვის რომ მას ყოველივე არსებულის განადგურება აქვს გადაწყვეტილი- მცენარეების, ცხოველების, მინერელების და ამის შემდეგ ის შექმნის სრულყოფილ სამყაროს საკუთარი შეხედულების თანახმად, მაგრამ ის ჯერ მზად არ არის, მას ესაჭიროება ცეცხლის ძალა და ასევე ელოდება აღთქმული ბავშის დაბადებას ( მეგის შვილი), რომელმაც სათავე უნდა დაუდოს ახალ რასას. ეს ერთი წელი Swamp thing საკუთარი თავის წვრთნას მიუძღვნა, რათა საბოლოოდ გაექრო მასში არსებული ადამიანური გრძნობები და შეეხედა სამყაროსთვის როგორც ელემენტს. ასევე, ებიგაილს მიაკითხავენ აშშ-ს ხელისუფლების საიდუმლო დანაყოფები და ეტყვიან, რომ თუ ის რამეს გაიგებდა მისი ყოფილი ქმრის შესახებ, მათთვის შეეტყობინება. მთებში კი სტრეინჯერი მოითხოვს აუდიენციას „სიტყვასთან“ და აცნობებს რომ დადგა მისი მოქმედების დრო. მას შემდეგ რაც „სიტყვას“ მიეცა მოქმედების უფლება, მისი პირველი გადაწყვეტილება იყო წასულიყო ხეების პარლამენტთან და მოეთხოვა მათთვის, რომ ჰოლანდისთვის წაერთმიანთ კონტროლი მცენარეებზე, თუმცა პარლამენტმა ეს მოთხოვნა უარყო, რის შედეგადაც ის განადგურებული იქნა. ასევე ამ ბრძოლაში მოკლეს ლედი ჯეინი, Swamp thing-ის შვილის, ტეფეს მასწავლებელი და მცველი. არსებითად, პარლამენტის მიზანი იყო მიეცათ ტეფესთვის საკმარისი დრო რომ გაქცეულიყო. მათ თავიდანვე იცოდნენ რომ ამ ბრძოლაში ისინი უშანსოდ იყვნენ, თუმცა მიისის შესრულებისათვის თავი გაწირეს, ტეფემ კი მოახერხა გაქცევა. შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ელემენტების საიდუმლო იარაღი იმ ბრძოლაში, რომელიც უკვე დაიწყო. ტიმოთი რეივენი კი, ლუიზიანი ემზადება იმისათვის, რომ აკრანე მოიხმოს ჯოჯოხეთიდან. ცხადია, რისკი დიდი იყო, რამდენადაც არკანეს ძალას ჯოჯოხეთშიც კი უფრთხოდნენ, თუმცა ამ დროისთვის, მისი მოხმობის მთავრი მიზანი იყო ის, რომ Swamp thing-ითვის ყურადღება გაეფანტათ.

რეივენი ემზადება არკანეს მოსახმობად. ასევე სიმბოლურია ისიც, რომ ის ჭადრაკის დაფაზე დგას, რაც ორი ლოჟის დაპირისპირების გამომსახველი უნდა იყოს.

საბოლოოდ, რეივენმა მართლაც მოახერხა არკანეს გამოხმობა და შეწირა მას მისი სხეული, რადგანაც ატნონს ჭირდებოდა სხეული იმისათვის, რომ საბოლოოდ დაბრუნებულიყო ცოცხლების სამყაროში. არსებითად, ლოჟამაც იცოდა, რომ არკანე ამ დროისთავის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა Swamp thing-ისთვის, ამ დროისთვის მას უკვე განვითარების ისეთი საფეხურისთვის ქონდა მიღწეული, რომ მისი დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა „სიტყვის“გარეშე. ძირითადი მიზანი კი იყო ის,რომ არკანეს გამოძახებით მისთვის გაეხსენებინათ მისი წარსული და ხელი აეღებინებინათ მისი მიზნისათვის. ღმერთის ასპექტი კი კვლავ აგრძელებდა მის მოგზაურობას. მან ქვების პარლამენტსაც შესთავაზე, რომ მიეტვებინათ ჰოლანდი, თუმცა მათ ამ შემოთავაზებაზე უარი თქვეს, რასაც მათი განადგურება მოყვა. იგივე ბედი გაიზიარა ტელღების პარლამენტმა, თუმცა „სიტყვის“ ძალაუფლება არ ვრცელდებოდა ცეცხლისა და ჰაერის პარლამენტზე, რამდენადაც მათი უშუალო არსებობა ქმნიდა მზესა და შესაბამისად ატმოსფეროს, მათი მოქმედება განსხვავდებოდა სხვა პარლამენტებთან. ეს ორი უკანასკნელი წარმოადგენდა პერსონიფიკაციას ამ სტიქიებისა, მაშინ როდესაც დანარჩენი პარლამანეტები იყვნენ ასე ვთქვათ მმართველები.

The word

არკანე კი შეხვდება ავატარს და ცდილობს დაარწმუნოს რომ მისი მიზანი, გაანადგუროს დედამიწის მოსახლეობა არ არის სწორი, მაგრამ ამ საუბარს არავითარი ზეგავლენა არა აქვს მასზე. არსებითად, ის უკვე დაცლილია ყოველი ადამიანური გრძნობებისგან და უკვე ბუნების ძალაა, რომელიც ისე მოქმედებს, როგორც დედამიწისთვის სასარგებლოდ მიაჩნია. მისი შეხედულებით კი რაც არსებობს, ყველაფერი აცდა განვითარების ძირითად გზას, რომ ყველა არსებამ, მით უმეტესად კი ადამიანებმა დაკარგეს სიცოცხლის უფლება. მისი გეგმის თანახმად, როდესაც დედამიწის მოსახლეობას გაანადგურებს, ის მოიყვანს ხელახალ გამყინვარების ხანას და ამ ათასწლეულების მეშვეობით დედამიწას მისცემს საშუალებას აღიდგინოს საკუთარი რესურსები და მხოლოდ ამის შემდეგ, ის დაიწყებს ხელახალ ციკლს ცხოვრებისა, ოღონდ ეს ახალი სამყარო იქნება განსხვავებული და მისი შეხედულებით შექმნილი. Swamp thing-ის განვითარება, როგორც წმინდა ელემენტისა იმდენად შორს წავიდა, რომ მისი წარსული, როგორც ადამიანს/მხოლოდ მცენარეების ავატარს, თითქმის სრულად დაავიწყდა. საბოლოოდ, დედამიწის განადგურებამდე, ავატარი არკანეს შეუსრულებს საბოლოო თხოვნას და შეუქმნის მას სხეულს, რის შემდეგადაც ანტონს მიეცემა საშუალება დატოვოს ტიმოთი რეივენის სხეული. არსებითად, ავატარმა თავიდანვე იცოდა რომ არკანესთან შეხვედრა უშედეგო იქნებოდა, მან ეს ნაბიჯი მხოლოდ იმიტომ გადადგა რადგან ეს იყო კიდევ ერთი გამოცდა ცეცხლის, ყველაზე ძლიერი და ძველი ელემენტის ძალის მოსაპოვებლად. ამავდროულად, ტეფე, მას შემდეგ რაც „სიტყვას“ მიერ ომს გაექცა, ის დედამისთან მივიდა და დამალვა სთხოვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტეფეს, არცერთი ძალა სერიოზულ საფრთხედ არ აღიქვამდა, რამდენადაც მისი წვრთნა ელემენტების მიერ არ იყო დასრულებული. მან დედამისს უთხრა, რომ თუ ის არ დაეხმარებოდა მამამისს, მას მოკლავდნენ. მოვლენების განვითარების შემდეგ ფონზე, ხდება შემდეგი რამ, ებიგაილის ტეფეს გადასცემს ხელისუფლებას და მასზე ზედამხედველობა დაევალება ვუდროს, ხოლო კონსტანტინე კი მოიპოვებს სურვილების შემსრულებელ მაგიურ ყუთს (ყუთი არსებითად არის ასანთის კოლოფი, რომელიც ასრულებს ერთ ნატვრას. მის შესასრულებად საჭიროა რომ ერთი ღერი აანთო და შემდეგ ჩაიფიქრო სურვილი), რომლის მეშვეობითაც ჰოლანდის ნატურას გათიშავს ელემენტების ძალისაგან და მას ჩვეულებრივ ადამიანდ აქცევს, სწორედ ამ დროს გამოჩნდება სიტყვა, რომელმაც უნდა აღასრულოს მისი მისია და მოკლას ჰოლანდი. უნდა ითქვას ისიც, რომ ჰოლანდამდეც იყვნენ სხვა ავატარები, რომლებიც ეცადნენ მიეღწიათ ყველა ელემენტის ძალისათვის, თუმცა მხოლოდ მან შეძლო ეს და გახდა შესაძლო საფრთხე ღმერთისთვის… არსებითად განსაკურებით საინტერესო არ არის ჰოლანდის და ღმერთის ასპექტის საუბარი. მილარი ავატარის მეშვეობით აკრიტიკებს ქრისტიანობის დოგმებსა და წესებს (მაგ. ღმერთი რატომ არ ერევა ომში და ა.შ.). უნდა ითქვას ისიც, რომ ამ შემთხვევაში მილარის გაქანების ავტორს უფრო მეტი მრავალფეროვნება უნდა გამოეჩინა და არა გაცვეთილი ფრაზები გამოეყენებინა. ირკვევა, რომ სინამდვილეში, კონსტანტინე მისი ლოჟის გარეთაც მოქმედებდა და მას კავშირი ქონდა ბლეიკთან. კერძოდ, ის მივიდა აბიგეილთან და ყუთის მეშვეობით აასრულებინა მისი სურვილი, რომელიც ტეფეს განთავისუფლებას შეეხებოდა. ის, რომ აბიგეილის სურვილი მისი შვილის განთავისუფლება იქნებოდა, ეს ბლეიკმა გათვალა. სწორედ იმ მომენტში როდესაც ჰოლანდი უნდა მომკვდარიყო, ტეფე გამოჩნდა, რომელმაც მოლეკულების ვიბრირებით ღმერთის ხმის იმიტაცია გააკეთა, რის გამოც „სიტყვამ“ მისი ძალა დაკარგა და გაუჩინარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტეფემ ჰოლანდი გადაარჩინა, ჰოლანდმა ის მაინც მოკლა, რამდენადაც შვილის სიკვდილი კიდევ ერთი საფეხური იყო მის გამოცდებში. ამის შემდეგ კი, ის საბოლოოდ მოიხმო ცეცხლის პარლამენტმა, რომელთა ძალა აუცოლებელი იყო ჭეშმარიტი ღვთაებრიობის მისაღწევად. ამ ძალის დაუფლების შემდეგ კი, მას უნდა გაენადგურებინა სიცოცხლე დედამიწაზე. ამის შემდეგ, კი ჩანს რომ მთვარზე მყოფი კოსმონავტები კარგავენ კავშირს დედამიწასთან, ხოლო დედამიწა კი იღებს ასეთ სახეს…

Swam thing-ი როგორც დედამიწის პერსონიფიკაცია.

პერსონოფიკაციის მომენტში, ავატარი გახდა ყველა და ყველაფერი რაც დედამიწაზე იყო- ადამიანების ემოციიდან დაწყებული კონსტანტინეს სიგარეტის ბოლით დასრულებული. იყო წარსული, აწმყო და მომავალი დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ ავატარი აპირებდა დედამიწის ბიოსფეროს განადგურებას, ის აპირებდა ახალი რასისთვის შემოენახა მათი ისტორია, მათი ომები და გენოციდები, როგორც ჭკუისსასწავლებელი გაკვეთილი.

სწორედ ამ საყოველთაო გონების მიღწევისას მოიხმო ავატარი პლანეტების პარლამენტმა – იმ პლანეტების გაერთიანებამ, რომლებმაც მიაღწიეს ერთიანი გონების შექმნას. მათ აუხსნეს, რომ მისი სურვილი, გაანადგუროს დედამიწის ცოცხალი არსებები, იყო ის ემოციური მუხტი, რომელიც ჰოლანდის, ადამიანის ემოციების ანაბეჭდა და ეს ის გზა იყო, რომელიც ყველა პლანეტის გაპიროვნებამ გამოიარა. აქაც პათეტიკა სჭარბობს მილარს – კაცობრიობის პოტენციალზე იწყებს საუბარს… აშკარად გადაიღალა ბოლოსკენ როცა სერიას ამთავრებდა, ან შეიძლება ნაკლები გამოცდილების ბრალიც ყოფილიყო. მოკლედ, დასასრულის აღწერა რომ არ გავწელოთ ასე გაგრძელდა მოვლენები – Swamp thing-ს, 4 ელემენტის და პლიუს მცენარეების ავატარს გამოეყო ჰოლანდი, რომელიც დაბრუნდა დედამიწაზე და ისევ გახდა მეცენარეების ავატარი. მეგის შეეძინა ბავშვრი, რომელიც ახალ რასას დაუდებდა სათავეს – აქაც აშკარა ბიბლიურ ანალოგთან გვაქვს საქმე. ჯერ ერთი, ბავშვის დაბადება (ალეკი დაარქვეს) და პლანეტის პერსონიფიკაციას მოყვა ახალი ვარსკვლავის შობა, ხოლო უკვე დაბადებულ ჩვილს კი ბლეიკმა, დონ რობერტომ და მოგზაურმა მიუტანეს საჩუქრები (მოგვების ანალოგი). შესაბამისად მათ მიერთვეს სარგონის სიცოცხლის ლალი ( მიწის ელემენტის საჩუქარი), ეს ბლეიკის ძღვენი იყო. დონ რობერტომ წიგნი River run – რომელიც ეხებოდა სხვადასხვა ალტერნატივებსა და პარალელურ სამყაროებს (წყლის ელემენტების საჩუქარი), მოგზაურმა კი ღამის ოსტატის ხმალი – ინტელექტის და სიმართლის სიმბოლო (ჰაერის საჩუქარი). კონსტანტინეს კი, რომელსაც ცეცხლის ელემენტს მიკუთვნებული სურვილების ყუთი ქონდა საჩუქარი არ გადაუცია. მომავალი მესია ამ საჩუქარს შემდეგ მიიღებდა…

ასე ამაღლებულ ნოტაზე დაამთავრა მილერმა მისი და მორისონის 31 ნომრიანი სერია. მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებებისა, მაინც უნდა ითქვას რომ ეს სერია საკმაოდ კარგი და საინტერესო იყო.

ცეცხლის პარლამენტი. პლანეტების პარლამენტი.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Articles, Comics, DC, Vertigo. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.