ჯეისონ მომოა ოფიციალურად აკვამენია

Variety-ის მიხედვით ირკვევა რომ ჯეისონ მომოა (Jason Momoa) აკვამენის (Aquaman) როლს უკვე ოფიციალურად შეასრულებს ფილმში “Batman V Superman: Dawn of Justice”, ამის შესახებ ძლიერი ჭორები ბოლო სამი თვე დადიოდა. მაგრამ ოფიციალურად დადასტურდა მხოლოდ დღეს. სავარაუდოთ ფილმში აკვამენს მცირე როლი ან კემეო ერგება, და უკვე შემდგომ ის გამოჩნდება უფრო დიდი როლით დაგეგმილ სამართლიანობის ლიგის (Justice League) ფილმში.

“ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლის განთიადი” (Batman v Superman: Dawn of Justice) მონაწილეობენ: ჰენრი ქევილი (Henry Cavill), ბენ აფლეკი (Ben Affleck), გალ გადოთი (Gal Gadot), ემი ადამსი (Amy Adams), ჯესი აიზენბერგი (Jesse Eisenberg), ჯერემი აირონსი (Jeremy Irons), ლორენს ფიშბერნი (Laurence Fishburne) და დაიანა ლეინი (Diane Lane). ფილმის რეჟისორი ზაკ სნადიერი (Zack Snyder), კინოთეატრებში 2016 წლის მარტიდან.

This entry was posted in BatmanVSuperman, Comics, DC. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Your email address will not be published.