გალაქტიკის მცველები 2 – 2017 წელს.

გალაქტიკის მცველები (Guardians of the Galaxy) ჯერ არ გამოსულან ფართო ეკრანებზე მაგრამ უკვე ცნობილია როდის გამოვა ფილმის გაგრძელება, სან დიეგოს კომიქს-კონზე  გახდა ცნობილი რომ ფილმის მეორე ნაწილი 2017 წლის 28 ივლისს გამოვა. თუმცა მანამდეც კი იყო ცნობილი რომ სიკველი იგეგმებოდა რომლესაც ისევე დაწერდა და გადაიღებდა ჯეიმს განი (James Gunn) , და იმის გათვალისწინებით რომ ფილმს უკვე ძალიან ძლიერ კრიტიკული შეფასება აქვს, ეს სულაც არ არი გასაკვირი. სამწუხაროდ ეს იყო ერთად ერთი ფილმის ანონსი მარველის პანლზე, რაც შეკითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს თუ რა ფილმები გამოვლენ სხვა 7 დასახელებულ თარიღებში.

ფილმების გარდა, გალაქტიკის მცველები თავის ანიმაციურ სერიალსაც მიიღებენ Disney XD-ზე, კომიქს კონზე იყო ნაჩვენები ამ სერიალის მოკლე კლიპი რომელშიც რაკეტა ენოტი მანაწილებდა, ამის გარდა მცველები სხვა მარველის ანიმაციურ სერიალებშიც გამოჩნდებიან, როგორიცაა “Ultimate Spider-Man,” “Hulk and the Agents of S.M.A.S.H.,” და “Avengers Assemble.”

მარველის “გალაქტიკის მცველებში” (Guardians of the Galaxy) მთავარ როლებში მონაწილეობენ: ქრის პრატი (Chris Pratt), ზოი სალდანა (Zoe Saldana), დეივ ბატისტა (Dave Bautista). აგრეთვე ვინ დიზელი (Vin Diesel) რომელიც ახმოვანებს გრუტს (Groot) და ბრედლი კუპერი (Bradley Cooper) რომელიც ახმოვანებს რაკეტა ენოტს (Rocket Raccoon). ფილმის რეჟისორი ჯეიმს განი (James Gunn).  კინოთეატრებში 2014 წლის 31 ივლისიდან. 

 

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics, Movies, Posts. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *