Fight Club 2 კომიქსი იქნება.

ჩაკ პალანიკის (Chuck Palahniuk) საკულტო წიგნი “მებრძოლთა კლუბი” (და შეიძლება კიდო უფრო საკულტო ფილმი), მალე გაგრძელებას მიიღებს, ავტორის თქმით თავიდან ის ამას წიგნების სერიაში გეგმავდა, მაგრამ მეთ ფრაკშენის რჩევის მერე პალანიკმა კომიქსის ფორმატი არჩია. სერიას 2015 წლის აპრილიდან Dark Horse გამოუშვებს, გეგმის მიხედვით გამოვა 10 ნომერი,  პალანიკის ისტორიას დახატავს კემერონ სტუარტი (Cameron Stewart), ყდებს კი დევიდ მაკი (David Mack) შეასრულებს. კომიქსი განაგრძობს უსახელო მთხრობელის ისტორიას და ამ ჯერად გვაჩვენებს თუ როგორ ის იმედს იცრუებს თავის 9 წლის შვილს, ზუსტად ისევე როგორც მამამისი იცრუებდა მას. სერიაში აგრეთვე დაბრუნდებიან მარლა სინგერი (Marla Singer) და თავისთავად ტაილერ დარდენი (Tyler Durden).

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *