“Wonder Woman”-ის ახალი ავტორები

DC Comics-მა გაამხილა რომ კომიქს “Wonder woman” 36 ნომრიდან  ახალი ავტორები ეყოლება, ესენი იქნებიან მწერალი მერედით ფინჩი (Meredith Finch) და მისი ქმარი მხატვარი დევიდ ფინჩი (David Finch),  ისინი შეცვლიან მწერალ ბრაინ აზზარელოს (Brian Azzarello) და მხატვარ ქლიფ ჩანგს (Cliff Chiang) რომლებიც სერიაზე მუშაობდნენ 2011 წლიდან, New 52 დასაწყისიდან, და კრიტიკოსების (და აგრეთვე ჩემი 😉 ) აზრით  შექმნეს ერთ ერთი საუკეთესო კომიქსი ამაზონის პრინცესაზე. აგრეთვე ცნობილია რომ ცოლ-ქმარი ფინჩები აპირებენ განერიდონ წინა ავტორების მითოლოგიური თემებს და ყურადღება გაამახვილონ დიანას პირად ურთიერთობებზე, რიმელიც აქვს ამაზონებთან და მის მეგობრებთან სამართლიანობის ლიგიდან.

სტატია გამოქვეყნდა კატეგორიაში: Comics. ჩაინიშნეთ მუდმივი ბმული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *